კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 უდანაშაულო მკვლელი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ჟორჟ სიმენონი


მეგრე პირველად იძიებდა მკვლელობას ისე, რომ ფეხი მიწაზე არ ედგა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღფრთოვანებისგან ცაში დაფრინავდა. უბრალოდ, ტრაგედია ბარჟაზე მოხდა. ქალი და მამაკაცი ნავსადგურში ჩამომხრჩვალი იპოვეს თევზსაჭერზე, რომელსაც ვიღაცამ ღამე ბაგირები გადაუჭრა. „ატსროლაბია“ თევზსაჭერის მწკრივს მოშორდა და თვითნებურად გაცურა, რითაც სხვა გემებს შეუქმნა საფრთხე. როცა ნავებით გემს მიუახლოვდნენ და მასზე ავიდნენ, თვალწინ საშინელი სურათი წარუდგათ – ერთადერთ კაიუტაში ორი გვამი იყო: ჯაჭვზე ჩამოეხრჩოთ ბარჟის მეპატრონე კლიმენსი. იქვე, ახლოს კი, ზეწარზე ჩამოკიდებული მისი ცოლის, ვიოლეტის უსულო სხეული ქანაობდა. მთელი კაიუტა თავდაყირა დაეყენებინათ... ადგილობრივმა კომისარმა მეგრეს აუწყა, რომ სავარაუდო მკვლელი, ვინმე ემილი გრადიუ უკვე დაკავებული ჰყავდა. ადგილობრივებმა იცოდნენ, რომ გრადიუ ფარულად ხვდებოდა ვიოლეტს. მიუხედავად ასაკში თხუთმეტწლიანი სხვაობისა, ისინი საყვარლები იყვნენ. ვიოლეტიც ოცდახუთი წლით იყო უმცროსი საკუთარ ქმარზე. საკმაოდ ნორმალური გარეგნობის ქალი რატომ უნდა გაჰყოლოდა ცოლად თუნდაც უბადრუკი ბარჟის მეპატრონე ბერიკაცს, რომელსაც ორი ზრდასრული შვილი უკვე ჰყავდა და საღამოობით გამოთრობას ამჯობინებდა. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ კლიმენსს საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა გადამალული. ასი ათასი ფრანკი მოაგროვა და შავი დღისთვის გადაინახაო. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ცოლმაც იცოდა და იმედს არ კარგავდა, რომ ადრე თუ გვიან ფულს იპოვიდა. მერე კი ისე იცხოვრებდა, ყოველთვის რომ ოცნებობდა. მოკლედ, მეგრემაც იცოდა, რომ თუ ფული იყო საქმეში ჩარეული, მოტივი უკვე არსებობდა, თანაც – სერიოზული. ეს ვიღაც ემილი გრადიუც საეჭვოდ გაიქცა, მიიმალა... მეგრემ ჯერ ბარჟა დაათვალიერა გულდასმით, რომელზეც ჯერ ისევ იყო გვამები, მერე საგუშაგოზე გადავიდა. იქ მისთვის კაბინეტი მოაწყვეს და დასაკითხად ეჭვმიტანილიც მოუყვანეს. კომისარმა მასთან დაკითხვის ყველა მეთოდი სცადა.
– არაფერი დამიშავებია, – ჯიუტად იმეორებდა ახალგაზრდა კაცი, თან კომისარს სახეში არ უყურებდა?
– ანუ? – ირონიულად ჩაეკითხა მეგრე, თან თითებით სიგარეტს აწვალებდა.
– მე არ მომიკლავს ისინი – ამისი თქმა მინდა.
– მაშინ, რატომ გაიქეცი?
– იმიტომ რომ, იმ ქალს ვხვდებოდი და ვიფიქრე, მე დამაბრალებდნენ. გეუბნებით, ტყუილად კარგავთ დროს.
მეგრე მოიღუშა და გარეთ გავიდა. ადგილობრივმა კომისარმა ცნობისმოყვარეობით ჰკითხა:
– აბა, გამოტყდა?
მეგრე მოღუშული და პირქუში იყო. ჩაფიქრებული თითქოს რაღაცაზე ყოყმანობდა.
– ბარჟაზე უნდა დავბრუნდე. ძალაყინი მიშოვეთ და დაკავებულს თვალყური ადევნეთ. აქ რაღაც ისე ვერ არის.
– ძალაყინი რაში გჭირდებათ? – გაოცდა კომისარი, – რის გაკეთებას აპირებთ?
– ამას ვერ გეტყვით. დრო მჭირდება. გეუბნები, რაღაც ისე არ არის-მეთქი. თუ ფულისთვის ჩაიდინა მკვლელობა, სად წაიღო?
– ფული არ ყოფილა. ეგონათ, რომ ბერიკაცს ის ჰქონდა, მაგრამ მოტყუვდნენ. ბერიკაცმა, თუ რამე ჰქონდა, როგორც ჩანს, ან დახარჯა, ან... სხვათა შორის, მის შვილს ბელგიაში შესანიშნავი, ახალი თევზსაჭერი უყიდა ორი წლის წინ, მეორე შვილს კი, რომელიც ადვოკატია, პარიზში სახლის შეძენაში დაეხმარა. საკმაოდ ძუნწი იყოო, ამბობდნენ, მაგრამ სმა უყვარდა. ცოლთან უსიამოვნება ჰქონდა. ამას ყველა ადასტურებს.
– ეგ ყველაფერი გავიგე, მაგრამ რაღაცები არ ემთხვევა. ასე არ ხდება. დრო მომეცი, მალე ყველაფერი მეცოდინება.
მეგრეს ძალაყინი მიუტანეს. ბარჟაზე ავიდა და სამი საათი მისგან არაფერი ისმოდა, გარდა ძალაყინისგან ატეხილი ხმაურისა, ისიც ყრუდ.  როცა დაღლილსა და ოფლში გახვითქულს მიაკითხეს, სახე ბედნიერებისგან უბრწყინავდა. აშკარად კმაყოფილი ჩანდა.
– ხომ გეუბნებოდით, რაღაც ისე ვერ არის-მეთქი. თავიდანვე ეჭვი შემეპარა. არ დავაკვირდი ერთი შეხედვით მარტივ დეტალებს?
– არ მესმის, რას გულისხმობთ...
– თქვენ არ გაგიჩნდათ შეკითხვა, რატომ გამოიყენა მკვლელმა ერთ შემთხვევაში მსხვილი ჯაჭვი, მეორეში კი – ზეწარი?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? – მხრები აიჩეჩა კომისარმა.
– ძალიან დიდი მნიშვნელობა. ისეთი ტიპი როგორც გრადიუა, ფიქრით თავს არ დაიღლიდა. თუკი სადმე თოკი არის, ეს ბარჟაა, თანაც მტკიცე საზღვაო ბაგირები. ჯაჭვი საერთოდ წარმოუდგენელია. რაშია საქმე? ბერიკაცი მას არ მოუკლავს. ის ცოლმა მოკლა... მერე კი თავი მოიკლა.
– რა?
– თვითმკვლელები უცნაურები არიან. მათ ტკივილის ეშინიათ. ამიტომ აირჩია რბილი ზეწარი და თავი ისე ჩამოიხრჩო. გარდა ამისა, ყურადღება არავის მიუქცევია მაგიდაზე მდგარი, სანახევროდ დაცლილი „ჯინის“ ბოთლისთვის. გაკვეთამ აჩვენა, რომ ქალის კუჭში ალკოჰოლის დიდი დოზა აღმოჩნდა. თავი რომ მოეკლა, გამბედაობა არ ეყო და ალკოჰოლი დასჭირდა. რაც შეეხება დარტყმის კვალს მის სახეზე...  წამოდით, ეს საქმე ბოლომდე გავხსნათ.
ემილი გრადიუ თავდახრილი იჯდა. მეგრესა და კომისრის შეკითხვაზე გაიმართა და ორივეს უტიფრად მიაჩერდა.
– ფული ვიპოვე, – მოზეიმე ხმით განუცხადა მეგრემ, – არც შენ და არც შენს საყვარელს არ გიფიქრიათ, რომ კაიუტის იატაკი აგეყარათ. სამალავი იქ იყო. სხვათა შორის, ზუსტად ასი ათასი ფრანკი აღმოჩნდა. მოყევი, რა მოხდა იმ ღამეს ბარჟაზე. შეიძლება, მკვლელი არ ხარ, მაგრამ მკვლელობა შენი თანდასწრებით მოხდა.
– ვიოლეტს დიდი ხანია, ქმრის თავიდან მოშორება უნდოდა. ფული ვიპოვოთ და გავიქცეთო, მთავაზობდა. ღამით მასთან ვიყავი. მითხრა, ჩემი ქმარი ბარში სვამს და გვიანობამდე არ მოვაო. ფულს ვეძებდით, როცა მოვიდა და სკანდალი ატეხა, ვიოლეტმა ჯაჭვით მოახრჩო. მთვრალი იყო, ბარბაცებდა და ადვილად მოერია. შემეშინდა. მკვლელი არ ვარ. ვიოლეტს ჩხუბი დავუწყე, ხელიც კი შემოვარტყი. ლაჩარი ხარო, მიყვიროდა. ფულიც ვერ ვიპოვეთ. ციხეში ჩაჯდომა არ მინდოდა. ასე ძალიანაც არ მყვარებია ვიოლეტი – აუტანელი ხასიათი ჰქონდა. მერე გავიგე, რაც მოხდა.
– დიახ. ქალები სუსტი არსებები არიან, – თავი დაუქნია მეგრემ, – არც ფული, არც სიყვარული და საკუთარი ქმრის სისხლში გასვრილი ხელები. ვიოლეტის ფსიქიკამ ამდენს ვეღარ გაუძლო. იმედგაცრუებამ საბედისწერო გადაწყვეტილება მიაღებინა. დალია „ჯინი“ და თავი ჩამოიხრჩო.
– მე არ მომიკლავს ისინი, – სასოწარკვეთით გაიმეორა ახალგაზრდა კაცმა.
– რა თქმა უნდა, არ მოგიკლავს, – თავი დაუქნია მეგრემ, მაგრამ არსებობს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი.
скачать dle 11.3