კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 წერილები სულიერ შვილებს

ახალგაზრდა მემკვიდრის მამის უკანასკნელი სურვილის შესახებ
მამის გარდაცვალების შესახებ მწერ. ის ცნობილი და პატივცემული ადამიანი იყო და ხელისუფალთა და მდიდარ მოქალაქეთა შორის მრავალი მეგობარი ჰყავდა. მაგრამ სიკვდილის წინ მამას არც ერთი მათგანის ნახვა არ მოუსურვებია, სამაგიეროდ, ხშირად ერთ ხარაზს მოუხმობდა მის გვერდით ყოფილიყო. მას რწმენისა და სიკეთის გარდა არაფერი ებადა. როდესაც ის მოდიოდა, მომაკვდავი არაფერს ეუბნებოდა, მხოლოდ ხელზე ხელს ადებდა. როდესაც რომელიმე მისი ყოვლისშემძლე მეგობარი ან კომპანიონი მოვიდოდა, ის ხელით ანიშნებდა წასულიყო. მეკითხები: რას ნიშნავს ეს?
შვილო ჩემო, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სიკვდილის წინ გულწრფელი ხდება. მას თვალთმაქცობა აღარ სურს. ამ ქვეყანასთან გამოთხოვების წინ სული მისგან იმას ითხოვს, რაც საუკეთესოა მასში. ეს არის – რწმენა და სიკეთე. „უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხოვრებელთასა“ (ფს. 62,3) – ამბობს ფსალმუნთმგალობელი. მართალია, ის უფალს მიმართავდა, მაგრამ საღმრთო სიკეთე კეთილ ადამიანებში გამოსჭვივის. მომაკვდავის სასთუმალთან დაიხარე და დიდი მეფეების, დამპყრობლების, მბრძანებელთა, მდიდრების, მეცნიერთა, ფერმწერთა სახელები შეახსენე, – ეს ყოველივე ცარიელი, არაფრისმთქმელი ბგერა იქნება! ეს სახელები მას არაფერს ეუბნება და ისევე შორეულია, როგორც დავიწყებული სიზმარი. როდესაც ერთ მომაკვდავ ხელმწიფეს ამა სოფლის ძლიერთა შესახებ შეახსენეს, მან ოხვრით უთხრა: „ნუ მელაპარაკებით იმათზე, ვისაც ვტოვებ, არამედ იმათზე მითხარით, ვისთანაც მივდივარ“. სხვა მსგავს შემთხვევაში, როდესაც ერთ რუს მთავარს სიკვდილის წინ პირმოთნე ქვეშევრდომები ძველებური პირფერობით განადიდებდნენ, მან მრისხანედ შესძახა: „აღარ არის პირფერობის დრო! ახლა მაინც თქვით, ჩემზე დიდი ვინ არის!“
ეს ყოველივე ნიშნავს, რომ მომაკვდავი ადამიანი გულწრფელია და უწინარეს სიკეთეს ეძიებს, რათა მან გაათბოს, შეეწიოს და გზა გაუნათოს.

მშობლებს, რომლებიც გვეკითხებიან: არსებობენ თუ არა სულები
გარდაცვლილი ვაჟიშვილის გამო დარდობთ, ეკლესიას ნუგეშისთვის მხოლოდ ახლა, ხანდაზმულობაში მოაკითხეთ და გვეკითხებით: არსებობენ თუ არა სულები? სხვა სიტყვებით თითქოს გვეკითხებით: არსებობს თუ არა ღმერთი? ღმერთი არის ხელთუქმნელი, მარადიული, ყოვლადბრძენი, ყოვლადძლიერი, ყოვლადსახიერი სული. შემოქმედ ღმერთს სულთა საუფლო გარემოიცავს. ეს არის წმიდა და ნეტარ ანგელოზთა საუფლო. ისინი ადამიანებს (ცხოველებსაც კი) ქვეყნიერების შექმნიდან დღევანდელ დღემდე მრავალგზის გამოცხადებიან. ბიბლიაში, განსაკუთრებით ახალ აღთქმაში, აგრეთვე წმიდა გარდამოცემაში, ქრისტიანული ისტორიის განმავლობაში, ანგელოზთა გამოცხადების უამრავი შემთხვევაა აღწერილი. მხედველობაში ბოროტი და შავ-ბნელი სულები არ მყავს, რომელთაც უფალი ადამიანთაგან განაგდებდა. ღმერთისგან განდევნილი ჯოჯოხეთის ეს სულები სიკვდილისა და სასოწარკვეთილების წყვდიადში უცვალებლად არიან შემწყვდეულნი.
მაგრამ, მე ვხვდები, თქვენ უფრო მეტად გაინტერესებთ, არსებობენ თუ არა გარდაცვლილ ადამიანთა სულები, მათ შორის თქვენი გარდაცვლილი შვილისაც. დიახ, არსებობენ! ამასთან, ჩვენი ხანმოკლე მიწიერი ცხოვრების მიზანი სწორედ სიკვდილის შემდგომი არსებობაა. ძვირფასო, ღმერთის კაცნო! ეს ყოველივე ნაჩვენებია ქრისტეს მიერ და ქრისტეს მეოხებით განგვეცხადა: ღმერთიც, სამყაროს სულებიცა და ჯოჯოხეთის სულებიც, გარდაცვლილ მართალთა ცოცხალი სულებიც და მოუნანიებელ ცოდვილთა სასოწარკვეთილი სულებიც. ამის შესახებ გლახაკ ლაზარესა და მდიდრის იგავი მოგვითხრობს.
სახარებაში წაიკითხეთ, თაბორის მთაზე უფლის ფერისცვალების ჟამს, როგორ გამოეცხადნენ მას მოსე და ილია წინასწარმეტყველთა სულები. იქვე, სხვა თავში მოთხრობილია, ქრისტეს აღსასრულის ჟამს სანახები როგორ განიხვნა და გარდაცვლილ ადამიანთა სულები აღდგნენ. ყოვლადსახიერ ღმერთს ქვეყნიერებისთვის საყოველთაო აღდგომა ჯერ კიდევ საკუთარ აღდგომამდე სურდა, დაემოწმებინა – ერთნი მარადიულ ცხოვრებას როგორ დაიმკვიდრებენ, ხოლო მეორენი სასჯელს მიიღებენ. წმიდა იოანეს სახარებაში ამასთან დაკავშირებით ნათქვამია შემდეგი: „გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტისმოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (5,29).
მეკითხებით: სულები თუკი არსებობენ, ისინი როგორნი არიან? ღმერთმა დაგიფაროთ – ბოროტი და შავ-ბნელი სულები იხილოთ ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც! ხოლო, ისინი როგორნი არიან, ვინც ღირსი შეიქნება, დაიმკვიდროს ის ქვეყანა, ანუ ცათა სასუფეველი, წმიდა ლუკას სახარებაშია ნათქვამი. ამ კითხვას პასუხი თავად ქვეყნიერების მხსნელმა გასცა: „სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი“ (20,36).
ყოვლადძლიერმა ღმერთმა ჩვენმა იესო ქრისტემ მიანიჭოს თქვენს ძვირფას შვილს სასუფეველი, ჭეშმარიტი და მართალი ცხოვრება შორის წმიდათა ანგელოზთა თვისთა.

скачать dle 11.3