კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

№39 რაც ცხოვრებას გვირთულებს

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



არსებობს ჩვენს ცხოვრებაში მომენტები, როცა ვფიქრობთ, რომ რაღაც გვიშლის ხელს ბედნიერებაში.  თითქოს გვიჭირს აწმყოთი ცხოვრება, გვინდა, ბევრი მოვასწროთ, ბევრ პრობლემას გავუმკლავდეთ, ბევრი მივიღოთ თითოეული დღისგან. რა კარგი იქნებოდა, შეგვეძლოს ცხოვრებით ტკბობა, და ყოველწუთიერად შევიგრძნობდეთ ბედნიერებასა და თავისუფლებას. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
უპირველესად, ნუ ეცდებით, იყოთ მუდამ მართალი
ბევრს ურჩევნია, საფრთხის წინაშე დააყენოს კარგი ურთიერთობა, მიაყენოს ტკივილი და მიიღოს სტრესი, რადგან არ უნდა სხვისი აზრის მიღება. გვერწმუნეთ, ეს ამად არ ღირს. ბოლოს მიხვდებით, რომ ასეთ ფასად მოპოვებული სიმართლე არაფერში გჭირდებათ.
ნუ ეცდებით აკონტროლოთ ყველაფერი. შეწყვიტეთ ყველაფრის კონტროლი – სიტუაციების, მოვლენების, ახლობლების, კოლეგების, უცნობების – ქუჩაში. უბრალოდ, მიეცით უფლება, იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. საკუთარ თავსაც მიეცით მეტი თავისუფლება.
შეწყვიტეთ ნეგატიური საუბარი საკუთარ თავთან
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბევრი ადამიანი ზიანს იყენებს, როცა უფლებას აძლევს, უარყოფით აზრებს და ემოციებს მართონ მისი ცხოვრება. ნუ ენდობით ყველაფერს, რასაც გონება გკარნახობთ. თქვენ გაცილებით უკეთესი ხართ და მეტი შეგიძლიათ, ვიდრე ფიქრობთ.
ნუ იწუწუნებთ
გამუდმებული წუწუნი ადამიანებზე, სიტუაციებზე, პრობლემებზე – აისახება როგორც განწყობაზე, ისე ჯანმრთელობაზე. ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ, თუ თავად არ მისცემთ მათ ამის უფლებას.
ნუ ეცდებით სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას, თანაც ყველაფრის ფასად
უ ეცდებით, მოიქცეთ ისე, როგორიც არ ხართ სინამდვილეში. მოიხსენით ნიღაბი, მიიღეთ და შეიყვარეთ თქვენი ჭეშმარიტი „მე“.
არ შეეწინააღმდეგოთ ცვლილებებს
ცვლილებები ნორმალურია, ჩვენ გვჭირდება, რომ განვვითარდეთ. ცვლილებები გვეხმარება, შევცვალოთ ჩვენი და გარშემო მყოფთა ცხოვრებაც უკეთესობისკენ.
ნუ მიაკრავთ იარლიყებს
ნუ მიაკრავთ იარლიყებს ადამიანებსა და მოვლენებს, ვისაც არ იცნობთ ან რაც არ გესმით და თანდათან გაუხსენით ცნობიერება სიახლეებს.
გაუშვით წარსული
ეს რთულია, განსაკუთრებით, როცა წარსული მეტად მოგწონთ, ვიდრე აწმყო, მომავალი კი –  გაშინებთ. მაგრამ, უნდა გააცნობიეროთ ის ფაქტი, რომ აწმყო ერთადერთია, რაც თქვენ გაქვთ.
გათავისუფლდით შიშებისგან
შიში მხოლოდ ილუზიაა. ის არ არსებობს, თქვენი შექმნილია, თქვენს გონებაშია. შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება და ყველაფერი თავის ადგილას დადგება.
შეწყვიტეთ თავის მართლება
ხშირად ჩვენ არ ვიღებთ საკუთარ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ მერე თავის მართლება არ მოგვიწიოს ვინმეს წინაშე. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მხოლოდ ერთი ცხოვრება გაქვთ.
ნუ იცხოვრებთ სხვების მოლოდინების ასასრულებლად
ბევრი ადამიანი ცხოვრობს ისე, როგორც სხვები მიიჩნევენ, რომ კარგია მათთვის. აკეთებენ იმას, რასაც მათგან ელიან მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები, საზოგადოება. ეს ადამიანები აიგნორებენ თავის შინაგან მოთხოვნილებებს. იმდენად დაკავებული არიან სხვა ადამიანების მოლოდინის გამართლებით, რომ კარგავენ კონტროლს თავის ცხოვრებაზე. ივიწყებენ იმას, რასაც მათთვის მოაქვს ბედნიერება და რა უნდათ სინამდვილეში... და საბოლოო ჯამში, ავიწყდებათ საკუთარი თავი. ასეთი ადამიანები არ ცხოვრობენ.

ნუ დაელოდები

გიყვარდეს, ნიშნავს – გრძნობდე, გინდოდეს და ტკბებოდე მასთან ახლოს ყოფნით. მაგრამ, სიყვარული, ასევე, ნიშნავს მოქმედებასაც, ძალიან კარგის გაკეთებას საყვარელი ადამიანისთვის. სიყვარული აქტივობის გარეშე არ არსებობს. თუ სიამოვნებას ვიღებთ მხოლოდ ჩახუტებითა და კოცნით, მაგრამ არაფრის გაკეთება არ გვსურს ამ ადამიანისთვის, ეს სიყვარული არ არის, ეს შეყვარებულობაა.
ბევრ ოჯახში სწორედ ასე ხდება: ორივე ცხოვრობს მოლოდინით, რომ მეორე რამეს გააკეთებს. ქალი ელოდება კომპლიმენტებსა და ყვავილებს, მამაკაცი კი გემრიელ ვახშამს და ყურადღებას. ცოლს უნდა, ქმარმა გააბედნიეროს, ქმარიც ელის შეპირებულ  ბედნიერებას ცოლისგან. წარუმატებელი მოლოდინი კი წარმოშობს წყენას, საყვედურებს.
სწორედ ასე ირღვევა ოჯახები, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანების მიზეზით  უკვალოდ ქრება სიყვარული. თუმცა, თუკი დავფიქრდებით, სიყვარული რეალურად არც ყოფილა – იყო შეყვარებულობა, ვნება, იმედი და მოლოდინი.
სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ ორ ჩამოყალიბებულ, პასუხისმგებლიან ადამიანს შორის, ჩამოყალიბებული პიროვნება იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის. არ იდანაშაულებს თავს, არ განსჯის, არ აკრიტიკებს. უყვარს საკუთარი თავი, მიუხედავად გარეგნობისა, შესაძლებლობებისა, ხასიათისა.  მზად არის, გაუზიაროს თავისი სიყვარული ადამიანს, რომელსაც თავის გულს აჩუქებს.
სრულფასოვანი ურთიერთობის მოსურნე ადამიანი იღებს თავის რჩეულს ისეთს, როგორიც არის ის რეალურად. არც ცდილობს მის გადაკეთებას, არ აკრიტიკებს, არ აკონტროლებს, უბრალოდ, მარტივად უყვარს.
ჩამოყალიბებული პიროვნება არ ელოდება, რომ ვინმე გააბედნიერებს. ის ბედნიერია.
მზად არის, იმუშაოს ურთიერთობაზე, შეცვალოს თუ რამე შესაცვლელია, გამოიჩინოს ძალისხმევა.
საპირისპიროდ ამისა,  ჩამოუყალიბებელი პიროვნება: ყოველთვის არის მსხვერპლის პოზიციაში. გამუდმებით იტანჯავს თავს, აკრიტიკებს, განსჯის.
სიყვარული მასაც სჭირდება. სჭირდება იმისთვის, რომ შეავსოს ის სიცარიელე, რომელიც აქვს სულში. მაგრამ, სიყვარულის რესურსები არ აქვს.
ამქვეყნად ყველაზე მეტად მარტოობის ეშინია, რადგან ხვდება, რომ ვერავინ შეიყვარებს. მას არ შეუძლია, სხვა ადამიანი მიიღოს ისეთი, როგორიც არის. ცდილობს, გადააკეთოს თავისი შეხედულებების მიხედვით.
არ არის მზად, იმუშაოს ურთიერთობებზე. მიაჩნია, რომ მისმა მეორე ნახევარმა უნდა იმუშაოს ურთიერთობებზე, რადგან ის უნდა გააბედნიეროს სხვამ.
დაიწყეთ მოქმედება სასწრაფოდ! გააკეთეთ რამე მისი ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის, დაფიქრდით, რას მოელის თქვენგან და გაამართლეთ მისი მოლოდინი. მთავარია, სიხარულით აკეთებდეთ ამას და დაინახავთ, როგორ იცვლება თქვენი პარტნიორი. თითქოს ყველაფერი თავიდან დაიწყება, დაიწყებს თავის მხრივ მუშაობას ურთიერთობაზე. გახსოვდეთ, სიყვარული მოქმედებაა – დაიწყეთ პირველმა.скачать dle 11.3