კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რა ასაკში ეცვლება ბავშვს კარმა, რატომ ჰკიდებდნენ ძველად ჩვილის საწოლთან ნიჟარების ან მარჯნის თილისმას და რატომ აძლევდნენ საღრღნელად მგლის კბილს

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

„ჰოლივუდის ღიმილი,“ ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, ბროლივით კბილები, ყველასთვის საოცნებო და სასურველი რომ არის, ამას ზედმეტი ახსნა არ სჭირდება. განსაკუთრებულ მომხიბვლელობასა და შარმს რომ ჰმატებს პატრონს, გარშემო მყოფთაგან კი, მისდამი კეთილგანწყობას და ნდობას რომ  აღძრავს, არც ეს არის საკამათო. მაგრამ, მისტიკური დანიშნულება რომ ჰქონია, ეს, ალბათ, ბევრმა არ იცის. უფრო მეტიც, ძველად თურმე ისეთ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ, მაგალითად, აღმოსავლელი მისნები მას საგვარეულო კარმის ანარეკლადაც კი მიიჩნევდნენ. ჰოდა, ჩვენც გავერკვეთ, რომელი კბილი რას გვიქადის და როგორ გვახასიათებს... ამაში კი დაგვეხმარება ქალბატონი ნუნუ, ჩვენი ჟურნალის არაერთგზის სტუმარი და მეგობარი – პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი.
– უპირველესად, მაინტერესებს, ამ „ჰოლივუდის ღიმილსა“ თუ ბროლის კბილებს, გარდა იმისა, რომ ლამაზია, რა მისტიკური დანიშნულება აქვს?
– ძალიან ლამაზი, მწყობრად მიჯრილი კბილები მეტყველებს მსუბუქ კარმასა და გამოკვეთილ ცხოვრებისეულ პროგრამაზე. არათანაბარი კბილები, პირიქით, სხვადასხვა პროგრამათა ერთობლიობაა. მეჩხერი კბილები – ვნებიან ნატურაზე მიუთითებს, ეგრეთ წოდებულ „ცხენისკბილება“ ადამიანში კი – ბოროტი სულია, რომელიც გამძვინვარებული მხეცივით გლეჯს ყველაფერს. ასევე, წინა კბილები (მისი მდგომარეობა და გარეგნული მონაცემები) სიმბოლოა იმისა, რომ მშობლებისგან მრავალი სიკეთე გადმოგვეცა. თუ წინა კბილები დანარჩენებისგან მკვეთრად განსახვავდება, ეს მშობელთა  კარმის დისჰარმონიულობაზე მიუთითებს და შესაბამისად, არც ჩვენთვისაა კარგის მანიშნებელი. ზედა ყბა მემკვიდრეობითია მამრობითი ხაზით, ქვედა კი – მდედრობითით. სიბრძნის კბილების წინამდებარენი კი, შორეული ნათესავებისგან გვერგო.
– ბევრი რამ მსმენია სარძევე კბილებზე...
– სარძევე კბილები დაკავშირებულია იმ პრობლემებთან, რაც უკვე მოზრდილობაში ელის ადამიანს და შესაცვლელია. თუ სარძევე კბილებიდან პირველი საჭრელი კბილი ამოიწვერა, ეს კარგის ნიშანია: ასეთ ბავშვს შემდეგში თვითონვე შეუძლია, ცხოვრება სურვილისამებრ წარმართოს. თუ სარძევე კბილებს დიდხანს არ მოიცვლის, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი ნელა ვითარდება, რჩება ინფანტილური და მოზრდილობაშიც არ აგებს პასუხს თავის საქციელზე. ანუ დიდ ბავშვად რჩება. მაგრამ, თუ პატარას პირველი კბილი არადა არ ჩანს, მისი ზრდის, თანწყობისა და გამძლეობისთვის, ბავშვის საწოლთან ჰკიდებდნენ ნიჟარების ან მარჯნის თილისმას, ანდა, საღრღნელად მგლის კბილს აძლევდნენ. მერე კი, როგორც პირველი კბილი ამოიწვერებოდა, ნათლიას ნათლულისთვის ვერცხლის კოვზი უნდა ეჩუქებინა... სარძევე კბილებს ბავშვი 7-8 წლის ასაკში იცვლის და ამ დროს იცვლება მისი კარმაც. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ წლებში ბავშვი დადებითი ემოციებით დაიტვირთოს: დაუხატეთ მომავლის სასიამოვნო პერსპექტივა, რაც დაეხმარება, ბედის სვლა სასიკეთოდ შემოატრიალოს. კბილთაცვლის წლებში არაფრით არ შეიძლება, ბავშვს უთხრათ, რომ ის ულამაზოა, არავის სჭირდება, არავის უყვარს და მსგავსი რამ. ანუ, არ შეიძლება, „შეიტანოთ“ მასში ნეგატიური პროგრამა. ასეთი გამონათქვამებით, შეიძლება, ბავშვს ბედისწერა მთლიანად შეუცვალოთ. პირიქით მოხდება, თუ თბილად მოეპყრობით და შეაქებთ, ამით მას  კარგი ცხოვრებისა და წარმატებისთვის „დააპროგრამებთ.“ ფუძისეული კბილები კი, რომელთაც სარძევე კბილებისგან განსხვავებით, ღრმა ფესვები აქვს, იმ ცხოვრებისეული გაკვეთილების სიმბოლოა, რაც აუცილებლად გველის წინ. თუ კბილები დაბრეცილი, არათანაბარი და კარიესიანია, ესე იგი, არცთუ ცოტა სიძნელისა და განსაცდელის გადატანა მოგვიწევს.
– სიბრძნის კბილებზე რას გვეტყვით?
– ცნობილია, რომ სიბრძნის კბილს ასე იმიტომ ეწოდა, იმ დროს ამოდის, როცა ადამიანს უკვე დაგროვილი აქვს ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე; დასრულებული კარმით კი სულიერად და  სხეულითაც გაძლიერებულია. სიბრძნის ოთხივე კბილი ამოსდის მხოლოდ სულიერად ძლიერ პიროვნებას, რომელსაც საგვარეულოს მფარველი ღვთაება იცავს. ამიტომაც არ ემეტებოდათ ძველად ის ამოსაღებად, მიუხედავად იმისა, რომ საკამოდ სუსტი იყო და ძლიერ სტკიოდათ. მიაჩნდათ, რომ სიბრძნის კბილთან ერთად, სიბრძნესაც კარგავდნენ და საგვარეულო მფარველობასაც. ეს რომ არ მომხდარიყო, სპეციალურ რიტუალებს ატარებდნენ. სიბრძნის პირველი კბილის ამოჭრისთანავე, პატრონმა წყალს, რომელშიც სავსე მთვარე ირეკლება, უნდა ჩასჩურჩულოს: „სიბრძნე და დაცვა ჩემია; ტკივილო და სნეულებავ, განვედ ჩემგან!“ შემდეგ ამ წყალს პირში გამოივლებდნენ ან დალევდნენ.
– მნიშვნელობა აქვს, რომელი კბილი როდის ამოჭრის?
– თუ ნაადრევად დაეწყო ჩვილს კბილის ამოსვლა, მალე და ან ძმა ეყოლება; თუ კბილებიან თანატოლებს ჩამორჩა და ჯერ ისევ ვარდისფერი ღრძილებით შემოგცინით, უნდა გიხაროდეთ, რადგან ეს სიმდიდრის, იღბლისა და ნიჭიერების ნიშანია. მაგრამ, თუ კბილების ამოჭრა დიდხანს ჭიანურდება და ძნელად ამოდის, ბავშვი მტირალა და ჭირვეული გაიზრდება. არასახარბიელოა, თუ პირველი ეშვი ამოვიდა. ძველად სწამდათ, რომ ასეთ ბავშვს უწმინდურ ძალებთან აქვს კავშირი და ადრეულ ასაკში სიკვდილსაც კი უწინასწარმეტყველებდნენ. ასევე, ცუდის ნიშნად მიაჩნდათ, ახალშობილი კბილებით თუ დაიბადებოდა, ჯადოქობისკენ მიდრეკილიაო. თუმცა, სხვა მოსაზრებაც არსებობდა: კბილებით დაბადებას „პერანგში დაბადებასთან“ ათანაბრებდნენ, რაც პაწაწინა არსებას წარმოუდგენლად ბედნიერ მომავალს უქადდა.
– რაც შეეხება პირევლ მოცვლილ კბილს...
– ალბათ, ყველას ახსოვს, ბავშვობაში დედის, განსაკუთრებით კი ბებოს ნათქვამი: შენი კბილი თაგვმა წაიღოო. იყო ასევე, ვერსია, რომ ღამით კბილი ფერიას მიაქვს და მის ნაცვლად, მონეტას ტოვებსო. ზედმეტად სენტიმენტალურ დედებს კი, არც ფერიისთვის და მით უმეტეს, არც თაგვისთვის ემეტებოდათ შვილის კბილები – სათუთად აგროვებდნენ და კოლოფში ინახავდნენ. თუმცა, კბილს იძრობენ უფროსებიც და რა უნდა ქნან მათ ამ შემთხვევაში? ხალხური გადმოცემების თანახმად, კბილი უნდა დამარხო მიწაში და ამისთვის ქოთნის ყვავილის ნიადაგიც გამოდგება. თუმცა, შეგიძლიათ, მით უმეტეს, თუ ჩხუბში მოგამტვრიეს, თილისმადაც შეინახოთ. გსმენიათ, ალბათ, გამოთქმა – „კბილჭიშკარა“, ანუ, როცა ზედა, წინა ორ კბილს შორის დაშორება იმდენად დიდია, რომ ერთგვარ „ჭიშკარს“ ქმნის კბილთაწყობაში. ეს ნამდვილი ბედის საჩუქარია: თავად მხიარულება მოევლინა მისი სახით ქვეყანას, რომელსაც, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, შეუძლა, მონუსხოს მოწინააღმდეგე სქესი. ხოლო, თუ კბილებშორის, ყველაზე დიდ ნაპრალში, ვერცხლის მონეტაც გაეტია, სიმდიდრე და იღბალი სულ მისი თანამგზავრი იქნება. არის კიდევ ასეთი მინიშნებები: თუ კბილი მოგტყდათ, კარგ მეგობარს დაკარგავთ; თუ ძალად მოგტეხეს – ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ იქ, სადაც არ ელოდით. კბილი აგტკივდათ, მოიტეხეთ, გაგისივდათ ან ამოგივარდათ? – ესე იგი, სერიოზული ავადმყოფობის გადატანა მოგიწევთ. კბილის გარშემო ნუნები გექავებათ? – პაემანზე წასასვლელად მოემზადეთ. თუ ჭამისას კბილებს ატკაცუნებთ – უსიამოვნება ან ავადმყოფობა გელით; თუ ძილში აკრაჭუნებთ – უწმინდურს განდევნით თქვენგან. დაბოლოს, არ შეიძლება ფანჯრიდან გადაფურთხება – კბილის ტკივილი იცის.

скачать dle 11.3