კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ლაგამამოსადებები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ დაცინვას კაცი  (არ) მოუკლავს?!


რაკი ისე მოხდა, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსის სტანდარტი ვერა და ვერ ჩამოყალიბდა (ან კი როგორ ჩამოყალიბდებოდა, როდესაც პოლიტიკა, ერთი მხრივ, ფულის შოვნის, ხოლო, მეორე მხრივ, უკვე ნაშოვნის გამრავლების ძირითად საშუალებად იქცა?!), ხალხის რჩეულმა („პატრიოტთა ალიანსის ფლანგიდან)“, ემზარ კვიციანმა თვით უმაღლესი კანონმდებლის მაღალი ტრიბუნიდან, არც მეტი, არც ნაკლები, პოლიტიკოსებზე ხუმრობების აკრძალვა მოითხოვა!
რატომ? იმიტომ რომ (მომყავს ციტატა): „პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმული ხუმრობების ავტორები სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ!“
სახელმწიფოს წინააღმდეგ კი, ხალხის რჩეულის აზრით, იმიტომ მუშაობენ, რომ ამ თავიანთი ხუმრობებით, თურმე, პოლიტიკოსების დაშინებას ცდილობენ.
რატომ? იმიტომ რომ (კვლავ ციტატას მოვიხმობ): „ეს ვაჟბატონები (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხუმარები) გამოდიან და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებმა ხმა ვერ ამოიღონ საქართველოში იმის შიშით, რომ არ დასცინონ მერე“.
აქედან გამომდინარე კი, დაასკვნის, რომ მსგავსი ფაქტები კონტრდაზვერვამ უნდა გამოიძიოს! რატომ? ზემომოყვანილი მიზეზით: იმიტომ რომ პოლიტიკოსზე ხუმრობა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია!
ხოლო, რაკი აშკარაა, რომ, ხალხის რჩეულის აზრით, პოლიტიკოსებზე ხუმრობა იმიტომ  უნდა დაისაჯოს, რომ პოლიტიკოსს, რაც თავში მოაფრინდება, სიტყვად უნდა აქციოს, იქნებ იმაზე ემუშავათ, რამე აზრიანი ეთქვათ?!
ანუ, თუ მთლად იმასაც ვერ ახერხებენ, „დუმილი ოქროაო“, ის სიბრძნე მაინც გაითვალისწინონ, რომ პირზე მომდგარ ყველა სიტყვას თქმა არ უნდა?! –
скачать dle 11.3