კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 სიტყვაშეწეულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ განა სიყვარული, გავლენა ყველას უნდა?! 



გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, ბევრ სხვასთან ერთად, ამ ჩვენი მეზობელი თურქეთის პრეზიდენტიც გამოვიდა და თუმცა დანარჩენ მსოფლიოსთან სათქმელი ბევრი ჰქონდა, სიტყვა ჩვენც კი  შეგვაწია, რითაც კენჭი ამ ჩვენი ოკუპანტის ბოსტანშიც შეაგდო.
სახელდობრ, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, არც მეტი, არც ნაკლები, განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევის მთავარი გასაღებია.
ჰოდა, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, მეტი ძალისხმევა გაიღოს ამ მიზნის მისაღწევად, ანუ მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოსაგვარებლად.
მომყავს ციტატა: „უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული კონფლიქტი, რომელსაც არ ვიმჩნევთ დღეს, ხვალ შესაძლოა, გადაიზარდოს რეგიონულ და უფრო დიდ კონფლიქტად.“
ცხადზე უცხადესია, რომ ამ ჩვენს მეზობელსა და პარტნიორს თავისი გასაჭირი ალაპარაკებს – ქურთისტანის დამოუკიდებლობისთვის რეფერენდუმი ტარდება და თუ ქურთების სახელმწიფო შეიქმნება, კარგი დღე არც თურქეთს დაადგება, იმის გათვალისწინებით, რომ ქურთებიც ბლომად ჰყავს მოქალაქეებად და დანა-სისხლადაც არიან ერთმანეთს გადაკიდებულები.
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ განცხადებით (როგორც ზემოთ მოგახსენეთ) კენჭი რფ-ის ბოსტანშიც ისროლა – იმიტომ რომ, სამხრეთ კავკასიაზე გავლენა თურქეთსაც უნდა!
ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც  თურქეთისა და ჩვენი ინტერესები ემთხვევა (და სიყვარული არაფერ შუაშია).  შესაბამისად,  ნაცვლად აღტაცებისა (ეს როგორ ვყვარებივართ რეჯებსო), იქნებ იმაზე გვეფიქრა: რა ჯობია ჩვენთვის, გავლენის მსურველები იყვნენ (რომ ერთმანეთი გაანეიტრალონ) თუ ერთი დარჩეს ბატონ-პატრონად?! –
скачать dle 11.3