კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 სეპარატისტული ავადმყოფობის ხიბლი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ჯანმრთელობა –  იაფად 


საქართველო წლიდან წლამდე ზრდის ჯანდაცვის იმ პროგრამის დაფინანსებას, რის წყალობითაც თანამოქალაქეებს ამ ჩვენი სეპარატისტული და რფ-ის მიერ აღიარებული რეგიონებიდან შეუძლიათ, მიიღონ სამედიცინო დახმარება ქართული ჯანდაცვის ობიექტებში.
და მხოლოდ ამ წელს, ამ მიზნით, 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. დინამიკა კი იზრდება.
კერძოდ, თუკი 2013 წელს ჯანდაცვის ამ პროგრამით 203-მა „იუჟნაია ოსეტიელმა“ და 317-მა აფხაზმა ისარგებლა, 2016-ში ეს ციფრები, შესაბამისად, 964 და 1 316 გახდა.
2013-ში ავადმყოფი სეპარატისტების გამოჯანმრთელება მილიონ 600 ათასი ლარი დაჯდა, 2016-ში – 6 მილიონ ლარამდე. საერთო ჯამში კი, ბოლო სამ წელიწადში 14 მილიონი ლარი გაუღია ამ ჩვენს ბიუჯეტს ოკუპანტთა მარიონეტების განსაკურნებლად.
თუკი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა ყველა სეპარატისტს შეუძლია, „ცე“ ჰეპატიტის პროგრამით – მხოლოდ ნეიტრალურპასპორტიანებს.
ამას გარდა, ფინანსდება გალის რაიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებიც როგორც საქართველოს ბიუჯეტიდან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით.
ფაქტია, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია (თორემ სეპარატისტები რომ უმადურობენ, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია), თუმცა სამართლიანი ის იქნებოდა, ვინც უყვართ, მასთან ემკურნალათ!
скачать dle 11.3