კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 ვისზე დააქორწინეს გიორგი სუხიტაშვილი და რატომ არ ეშინია მას ჭკვიანი ქალების

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 მომღერალ გიორგი სუხიტაშვილისთვის გასული ზაფხული საკმაოდ დატვირთული იყო. ის რამდენიმე ქვეყანაში გასტროლით იმყოფებოდა. გარდა ამისა, ეს ზაფხული დატვირთული გახლდათ ჭორების მხრივაც: ხან ვისთან დააწყვილეს და ხან კიდევ ვისთან. ბოლოს კი ის ჭორიც გავრცელდა, გიორგი სუხიტაშვილმა ცოლი მოიყვანაო.
გიორგი სუხიტაშვილი
: სეზონზე რომ გავყვეთ ზღვის პირს, ყველგან, მომღერლების სიაში ერთი და იგივე ხალხია. ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენს მომღერლებს მეტი შესაძლებლობები აქვთ და არ უნდა იხარშებოდნენ ერთ კვადრატულ მეტრში. ბათუმში ადრე უფრო მიწევდა ზაფხულობით დაკვრა, სიმღერა. მაგრამ, ბოლო წლებია, არ მეძახიან და არ ვიცი, ეს რამ გამოიწვია. რომ გითხრათ, გულდაწყვეტილი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. ზაფხულში, ისედაც სულ მიწევს გასვლა და წელს განსაკუთრებით დავიტვირთე. ბულგარეთსა და სერბეთში ვიყავი ძალიან მაღალი დონის ჯაზ-ფესტივალებზე: ბულგარეთში – ბასკოს ჯაზ-ფესტივალზე და სერბეთში – ნიშვილის ჯაზ-ფესტივალზე. მსოფლიო დონის მუსიკოსების გვერდით დაუკრა ჩვენმა ბიგ-ბენდმა, საკმაოდ მაღალი ხარისხის მუსიკა იყო და დიდი მოწონება დაიმსახურა. რაც მთავარია, შემოთავაზება გვაქვს, რომ მომავალ წელსაც ჩავიდეთ. კარგი გამოხმაურება რომ არ ჰქონოდა, მეორედ ასეთი დონის ფესტივალზე არავინ მიგვიწვევდა. ქუჩაში რომ გამოვდიოდით, ძალიან უხაროდათ ჩვენი დანახვა. მადლობას გვიხდიდნენ პერფორმანსისთვის და წარმატებებს გვისურვებდნენ.
– როგორი შთაბეჭდილება დატოვა ბულგარეთმა და სერბეთმა შენზე?
იქიდან ყოველ საღამოს საანგარიშო ლაივები მქონდა ხოლმე „ფეისბუქზე“. ანგარიშს ყოველდღე ვაბარებდი ჩემს მეგობრებს. ბასკო ბაკურიანის ტიპის დაბაა, სათხილამურო კურორტი და ძალიან დამწყდა გული, რომ ჩვენთან მსგავს ადგილებში არ ტარდება ასეთი მუსიკალური ზეიმები. რაც შეეხება ნიშვილს, რაბათის ციხეში რომ ჩაატარო ფესტივალი, ისე იყო – ციხის ტერიტორიაზე გაიმართა.
– რა ხდებოდა თავისუფალ დროს?
– ძალიან მაწანწალა ტიპი ვარ და ბევრი ვიარე. სასტუმროში არ გავჩერებულვარ, სულ შემოვიარე ყველაფერი, ბევრი ვიბოდიალეთ. 2 სექტემბერს „თბილისობა” ჩატარდა მინსკში და გულწრფელად ვამბობ, იქ რა სითბო და სიყვარულიც მივიღე, ასეთი ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა. მე და მაია ბარათაშვილი აბსოლუტურად სხვა ფორმატით წარვდექით მსმენელის წინაშე. მაია, როგორც ინსტრუმენტალისტი და კონცერტმაისტერი, ამ კუთხითაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. დუეტები, რომანსები გავაკეთეთ, სიმღერები კინოფილმებიდან  და ეს ყველაფერი, როიალის თანხლებით. ჩვენთან ერთად იყო „ქართული ხმები“, ანსამბლი „მერანი“. მალე პოლონეთში გვიწევს მე და მაიას წასვლა. მარიკო ებრალიძე და ვასიკო დოლიძე დაგვემატებიან და დარწმუნებული ვარ, იქაც საინტერესო იქნება.
– საინტერესო თავგადასავლები არ გადაგხდა?
– ჩემ წანწალთან დაკავშირებით – არაფერი. ყველაზე კომუნიკაბელურები ბელორუსები არიან. ქართველები ძალიან ვუყვარვართ. ჩემთვის სივრცე ძალიან დიდი კომფორტია. რაც ჩვენს ქალაქს ყველაზე მეტად აკლია, ეს არის სივრცე: ფართო ტროტუარები, ველოსიპედის ბილიკები, ჰაერი.
– როგორი გოგონები ჰყავთ?
– საოცარი გოგონები ჰყავთ და ძალიან კომუნიკაბლურები. სასაცილო დიალოგი შედგა ჩემსა და ორ გოგონას შორის. ღამის 3 საათი იყო, ქალაქში მარტო დავწანწალებდი. სასტუმროსთან ახლოს, სკვერში დავჯექი ჩემთვის. უცებ ჩრდილი დამადგა თავზე, ავიხედე ორი გოგოა. გამარჯობა-გაგიმარჯოთ, მარტო ხარ – მარტო ვარ. სადაური ხარ, ქართველი ვარ-მეთქი და არ ვიცი, რაღაც დაემართათ, დაიშოკნენ: ნამდვილი ქართველი ხარო. კი-მეთქი, დასხდნენ. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რაღაცას ხომ არ მაიმუნობენ-მეთქი და იდაყვი დავაჭირე საფულეს. მერე, რომ გაიგეს, მომღერალი ვიყავი და კონცერტი მქონდა წინა დღეს, ძალიან დასწყდათ გული, რომ ვერ დაესწრნენ.
– მოხიბლე ბელორუსი გოგონები?
– არ ვიცი, მოვხიბლე თუ არა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ისე არ გაგრძელებულა, როგორც ქართველები ელოდებიან. დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
– როგორ იქცევი, როდესაც ვინმე ცდილობს, შენი სივრცის უხეშად დარღვევას?
– ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში და ისედაც, ძალიან ბევრს აქვს სურვილი, შემოვიდეს შენს პირად სივრცეში, ხელი აფათუროს, ქექვა დაიწყოს. მაქსიმალურად ვცდილობ, პირადი სივრცე დავიცვა. როგორც „მორიელებს“ სჩვევიათ – ისინი ძალიან იცავენ თავის პირად სივრცეს. არც ზედმეტად უშვებენ შიგნით სხვებს და არც გაშვება უყვართ. ადამიანს ადვილად არც ვკარგავ და არც ვიღებ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემზე ბევრად ჭკვიანებთან მქონდეს ურთიერთობა. ბავშვობიდან ვცდილობ, სხვებისგან მეტი ინფორმაცია მივიღო, სასარგებლო  და საინტერესო. სიახლის შიში და ჭკვიანი ადამიანების შიში არ მაქვს.
– არც ჭკვიანი ქალების?
– მით უმეტეს, არ მეშინია ჭკვიანი ქალების. ზოგადად, ჭკვიან ქალად და კაცად არ ვყოფ ხოლმე: ჭკვიანი ადამიანია. ამ შემთხვევაში სქესს არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანთან 15 წუთში რომ ამოწურავ სასაუბრო თემას, ეს ყველაზე დიდი შეცდომაა.
– არასერიოზული ურთიერთობისთვისაც საჭიროა ქალს ინტელექტი ჰქონდეს?
– არასერიოზული ურთიერთობა ჩემთვის საპირფარეშოში სექსთან ასოცირდება. ერთ ღამეს რომ ნახავ, გაიღვიძებ და აღარ არის, ან შენ აღარ ხარ. აქ უკვე სხვა ინტელექტია საჭირო.
– ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე“ სტატუსი გამოაქვეყნე, სადაც წერდი: „არც ცოლი მომიყვანია! არააა! არც გავთხოვილვარ! არც სადმე ჩავსიძებივარ ვინმეს. არც ვინმესთან ერთად არ ვცხოვრობ (ნუ ღუტუს თუ არ ჩავთვლით)...“
– თან, სულ კი არ არის ეს ჭორები, უცებ, არსაიდან გაჩნდება ხოლმე. არაფერი დამიწერია, არც რაიმე საეჭვო ფოტო დამიდევს ვინმესთან ერთად.  იმდენი მილოცავდა და რომ ვეკითხებოდი: ვისზე დამაქორწინეთ-მეთქი, კარგი ახლაო. მამაჩემს დაურეკეს: გილოცავთ, შვილის გაბედნიერებასო. რომლისო და გიორგისო. რა გაბედნიერება, წეღან ვწერდიო. შენ რა იციო და მოკლედ, მამაჩემიც დააჯერეს. დამირეკა: ცოლი თუ მოიყვანე, რას მალავო. ვიღაცები მწერდნენ: ცოლი რომ გყავდა, რატომ არ ამბობდიო. ერთი-ორს ვატარებ ხოლმე, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი იყო და გამაღიზიანებელიც. თან, მე რომ მეხება და კიდევ მიმტკიცებ: ასეაო.
– საზოგადოებას უნდა, ალბათ, ცოლი რომ მოიყვანო.
– ცოლი მოიყვანე – რა შეკვეთაა. ვერც ვიგებ, ვისზე მაქორწინებენ. ცოლი მოვიყვანე და დავმალე, რა უბედურებაა. ჯერ ერთი, შეურაცხყოფაა იმ ადამიანის  – ცოლად მოგიყვანე და გმალავ. მე არ ვამბობ, რომ ცოლის მოყვანას არ ვაპირებ. მაგრამ ახლო მომავალში ვერა, რადგან არავინ მყავს.
– რა შემთხვევაში გადადგამ ამ ნაბიჯს?
ურთიერთობის ბევრი გამოცდილება დავაგროვე და „უპრაგონოდ” არ გადავდგამ ამ ნაბიჯს. ამ დრომ უკვე გაიარა. მოკლევადიანი ურთიერთობები შეიძლება, გქონდეს, აიქიუს რომ არ გაბარებენ. გრძელვადიანისთვის სხვანაირი მიდგომა სჭირდება. „ბრუციანად” ცოლის მოყვანა არ შემიძლია. არ მჯერა ერთი ნახვით შეყვარების, რომ დაინახავენ და დაქლიავდებიან. ეგ პირველი ვიზუალური ეფექტია, სიყვარული კი არა. ერთი ნახვით შეყვარება მარაზმია ჩემთვის, ან არასერიოზული უნდა იყო. ასეთი კი არასდროს ვყოფილვარ.

скачать dle 11.3