კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

№38 სავაჭრო ცენტრი „უნივერსამი” – უმაღლესი ხარისხი და დაბალი ფასები

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 სავაჭრო ცენტრ „უნივერსამის” მაღაზიათა ქსელი მომხმარებლისთვის ხარისხთან და ხელმისაწვდომ ფასებთან ასოცირდება. ქსელში წარმოდგენილი ათობით ათასი დასახელების პროდუქციის დიდ ნაწილზე ყოვედღიურად მნიშვნელოვანი ფასდაკლება ვრცელდება. მაღაზიათა ქსელი თბილისის სხვადასხვა უბანში უკვე გაფართოვდა და ამჟამად ცხრა მაღაზიითაა წარმოდგენილი.
 იოსებ ღუდუშაური (სავაჭრო ცენტრ „უნივერსამის” მაღაზიათა ქსელის დამფუძნებელი და დირექტორი):
ფუნქციონირება დავიწყეთ 2010 წლის დეკემბრიდან და მომხმარებლის მხრიდან წამოსული მოთხოვნის შესაბამისად, ნელ-ნელა გავფართოვდით ქალაქის სხვადასხვა უბანში, დავიწყეთ საკუთარი პროდუქციის წარმოება. ჩვენს ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის დიდი ნაწილი ჩვენივე წარმოებულია. ვაწარმოებთ როგორც პურ-ფუნთუშეულს, ასევე გაყინულ პროდუქტებს, რასაც ქართული, ნედლი ხორცით ვამზადებთ და საკმაოდ დიდი ასორტიმენტი გვაქვს, ჩვენს საკუთრებაშია საკონდიტრო, სადაც მზადდება ნამცხვრები, გვაქვს ასევე, ორცხობილების საამქროც.
– რითაა განპირობებული თქვენს ქსელში წარმოდგენილ პროდუქციაზე არსებული დაბალი ფასები?
– ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის იმპორტს თავად ვახორციელებთ, რაც მნიშვნელოვან შეღავათს იძლევა – ამ შემთხვევაში, სადისტიბუციო ფასი ვარდება. ადგილზე ვცლით და მსგავს კატეგორიაში
ღირებულების, მინიმუმ, 20-პროცენტიანი სხვაობა გვაქვს, რადგან იმპორტი ხდება დამატებითი ხარჯების გარეშე.  ზოგადად,  ბაზარზე არსებულ ქსელებთან შედარებით, პროდუქციაზე საშუალოდ, 5–15 პროცენტამდე დაბალი ფასი გვაქვს. ჩვენთან წარმოდგენილია როგორს სასურსათო, ასევე საყოფაცხოვრებო პროდუქტი. გვაქვს ექსკლუზიური პროდუქტები, რაც ჩვენი დაკვეთით იწარმოება და მხოლოდ ჩვენს ქსელში შეხვდებით. არაერთი მონიტორინგი ჩაგვიტარებია და ფასებში უდავოდ ლიდერები ვართ.
– ხშირად გაქვთ აქციები, რამდენად იაფადაა ამ დროს, აქციაში მოხვედრილი პროდუქციის შეძენა შესაძლებელი?
– სიამაყით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენს ქსელში შეხვდებით ყველაზე მეტ აქციას, თუკი ვინმეს სადმე აქვს. საშუალოდ, 100-დან 150 დასახელების პროდუქტზე მუდმივად გვაქვს ფასდაკლება. თითქმის ყველა სეგმენტში, გარკვეული დასახელების პროდუქტი აქციაშია. აქციის დროს პროდუქტის ახალი ფასი 15-20 პროცენტით ნაკლებია, ძველ გასაყიდ ფასთან შედარებით. აქციის დაგეგმვისას აქცენტს ვაკეთებთ პირველადი მოხმარების პროდუქტზე, რაც მომხმარებლისთვის ნაცნობია და მუდმივად საჭიროა.

– რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ჩვენს ქსელში 750-მდე ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, მაგალითად: რძის, ხორცისა და ქიმიური პროდუქტების კომპანიებს ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები ჩვენს ქსელში, რომლებსაც თავად კომპანია უხდის ხელფასს, მაგრამ რეალურად, მათი დამსაქმებელი ჩვენ ვართ, ისინი ჩვენი თანამშრომლები არიან. ასეთი მუდმივი თანამშრომელი ქსელში 250-ია. გამოდის, რომ რეალურად, 1 000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. მივიჩნევ, რომ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი ვართ. ამჟამად გვაქვს ოთხი დიდი ფორმატის სუპერმარკეტი, ხუთი პატარა ფორმატის სასურსათო ექსპრესმაღაზია და ერთი, მხოლოდ ქიმიური ნაწარმის მაღაზია. ჩვენი სუპერმარკეტების დიდი უმრავლესობა 24 საათის განმავლობაში მუშაობს. გვაქვს გაფართოების გეგმებიც თბილისის მასშტაბით და სამომავლოდ, აუცილებლად განვიხილავთ ბათუმსა და ქუთაისში ჩვენი მაღაზიების გახსნის საკითხს.


მისამართები: თემქა, X კვარტალი, სავაჭრო ცენტრი „უნივერსამი”
ყიფშიძის ¹7,
გლდანი, „ახმეტელის” მეტროს მიმდებარე ტერიტორია,
„გლდანი მოლი“
ისანი, ქეთევან წამებულის 98, ისნის ბაზრობის ტერიტორია.


скачать dle 11.3