კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№38 რა ავსებს საცხოვრებელ სივრცეს ნეგატიური ენერგიით და რატომ არ შეიძლება ასიმეტრიული, მახვილკუთხეებიანი და გაუგებარი ნახატების სახლში შეტანა

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 ყველას უნდა, ჰქონდეს მყუდრო, კომფორტული და ლამაზი სახლი, ორიგინალურად და სასიამოვნოდ გაწყობილი. ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ მხოლოდ ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და სუპერევრორემონტი, არ არის საკმარისი ამისთვის. ბინას იდუმალ მიმზიდველობასა და გამორჩეულ შარმს სწორად შერჩეული ხელოვნების ნიმუშები სძენს. დღეს ჩვენი სტუმარი, ბატონი ამირანი, რომელიც ეზოთერიკა-პარაფსიქოლოგიასთან ერთად, ფენ-შუის ფენომენსაც შეისწავლის, სწორედ ამ საკითხს შეეხება და სათანადო რჩევებსაც მოგვცემს. ინტერიერში ფერწერული ნიმუშების განლაგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – სურათს სახლში შეუძლია, შეიტანოს როგორც ბედნიერება და სიხარული, ისე უსიამოვნება და უბედურება. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, რა არის გამოსახული ტილოზე.  
– გადმოცემები, მინიშნებები თუ ცრურწმენები, რომელიც  სახლში მის მცხოვრებლებზე ფერწერულ ნიმუშთა გავლენას ეხება, იმდენად მრავალფეროვანია, ბუნებრივია, ამ საკითხით ჩვენც დავინტერესდით.  
– დავიწყებ იმით, რომ ერთი ახლო მეგობარი მყავს – მხატვარი და ხშირად ვარ მასთან სახლში. კარგა ხნის წინ შევამჩნიე, რომ ყოველთვის, როცა მისგან ვბრუნდებოდი, დიდხანს ვერ ვიშორებდი მისი ნამუშევრებისგან გამოყოლილ ემოციას. ზოგჯერ ეს კარგ გუნებაზე მაყენებდა, ზოგჯერ კი გაღიზიანებასა და  აგრესიასაც კი ვგრძნობდი. იმ პერიოდში დავიწყე ეზოთერიკის შესწავლა.  მაშინ დავინტერესდი პარაფსიქოლოგიით, ფენ-შუით და მხატვრობასთან დაკავშირებული ჩემი ემოციების შესახებ ბევრი რამ შევიტყვე. თუ რა გავლენას ახდენს ეს სახლის აურასა და ენერგეტიკაზე, რაც ჩვენი ცხოვრების ხარისხზე აისახება, სწორედ ახლა მოგახსენებთ. უპირველეს ყოვლისა, თავიდან მოიშორეთ სურათი, რომელიც თქვენში ნეგატიურ ემოციას – შიშს, განგაშსა და აგრესიას იწვევს. შემდეგ კი, ყურადღებით შეარჩიეთ სიუჟეტი ისე, რომ სისხლიან ბატალურ სცენებს, მტაცებელ ცხოველთა შეტაკებებსა და მისტიკურ გამოსახულებებს არ ასახავდეს, რადგან ასეთი სურათები საცხოვრებელი სივრცის ატმოსფეროს ნეგატიური ენერგეტიკით ავსებს. ამან კი, არ არის გამორიცხული, ოჯახში კამათით, ჩხუბითა და აგრესიით ჰპოვოს გამოხატულება. უმიზეზო გაღიზიანება, შეიძლება, ფსიქიკურ აშლილობაში გადაიზარდოს. ამიტომ, კარგია და ინტერიერსაც დაამშვენებს ნათელი, სიცოცხლით სავსე ფერწერა.
– პორტრეტებზე რას იტყვით?
ცნობილია, რომ მხატვრულ პორტრეტებს ადამიანის სულის ნაწილი მიაქვს და რაც უფრო მაღალმხატვრულ დონეზეა შესრულებული, მით მეტი სასიცოცხლო ძალაა მასში. ალბათ, თქვენც შეგინიშნავთ, ნახატის თვალებიდან წამოსულ მზერას, ზურგს რომ შეაქცევთ და მაინც გწვავთ?! ასე რომ, თუ გსურთ, სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოთ, პორტრეტის შერჩევისას, კარგად შეამოწმეთ ემოციები... თუ  კედლიდან სურათი მოულოდნელად ჩამოვარდა, უბედურების მაუწყებელია. მაგრამ, საკიდი და ჩარჩო თუ არ დაზიანდა, წინ რთული გამოცდა გელით. გაბზარული მინა და ჩარჩო გაფრთხილებაა მძიმე ავადმყოფობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მინა გატყდა და საკიდი გაწყდა, სახლში მცხოვრებთაგან ერთ-ერთი გარდაიცვლება. სხვა ვერსიით, სურათის ჩამოვარდნით „სახლის სული” თავის არსებობის შესახებ გამცნობთ და ამ სახით გამოხატავს თავის უკმაყოფილებას გამეფებული ატმოსფეროს გამო. შეგიძლიათ მას გაუმასპიძლდეთ და ასე შემოირიგოთ. თუმცა, არის კიდევ ერთი ვერსია, რომ სურათი არ უხდება იმ ადგილს, სადაც კიდია და სხვა ოთახში მოგიწევთ მისი გადატანა.
– როგორ განვსაზღვროთ, რომელი ნახატი რომელ ოთახს მიესადაგება და თან ისე, რომ სახლში ენერგეტიკული ბალანსიც დავიცვათ და აურაც გავწმინდოთ?
– სწორედ ამაში დაგვეხმარება ფენ-შუი და დავიწყებთ საძინებელი ოთახით. ეს არის ადგილი დასვენებისა და განტვირთვისთვის დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ. შესაბამისად, სურათები არ უნდა იყოს ისეთი დინამიკური და აგრესიული, როგორიცაა: ვულკანის ამოფრქვევა, ჩანჩქერები... ასეთი სიუჟეტი არ მოგცემთ დასვენების საშუალებას. უმჯობესია, მშვიდი გარემო –  პატარა მდინარე ლილიებით, ლამაზი ტბა მწვანე საფარით, მაგრამ არც ისე დუნე, რომ უძრაობას ასახავდეს. ზომიერებაა დასაცავი. საერთოდ, წყლის პეიზაჟები მარტო სიმშვიდეს კი არ მოგგვრით, ფულსაც მოიზიდავს. მაგრამ, ჩანჩქერებისა და გემების ადგილი არ არის საწოლის გვერდით. ამან შეიძლება, მეუღლესთან ან ოჯახის რომელიღაც წევრთან გაგიფუჭოთ ურთიერთობა. სურათის შერჩევისას ყური უგდეთ შინაგან ხმასა და შეგრძნებებს – თუ  სიმშვიდე და უსაფრთხოება იგრძენით, ღირს ასეთი სურათის საძინებელში დაკიდება. თუმცა, მთელ კედლებზე ნუ მოფენთ. ენერგეტიკა, რომელიც თითოეული ნახატიდან მოდის, ერთმანეთში ირევა, რასაც შეიძლება, საწინააღმდეგო ეფექტი მოჰყვეს. საბავშვო ოთახისთვის სურათის შესარჩევად, უპირველესად, უნდა დააკვირდეთ და შეისწავლოთ თქვენი შვილი: რა უყვარს? რომელი ფერები უფრო მოსწონს? რა ფერის ტანსაცმელს იცვამს? საქმე ისაა, რომ ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ დადებით, სუფთა ენერგიას და ჩვენზე უკეთ იციან, რა არის კარგი და რა – ცუდი.  თუ ყვითელია მისთვის დომინანტი, შეურჩიეთ მზიანი სურათი; თუ ცისფერს ანიჭებს უპირატესობას, ზღვის ან ტბის პეიზაჟი ჯობია. ასევე, გასათვალისწინებელია ბავშვის ტემპერამენტიც. თუ გიჟმაჟია, სურათი წყნარი და არადინამიკური უნდა იყოს. მაგრამ, თუ პირიქით, დუნეა, „ცოცხალი” სურათები დაუკიდეთ და არ აქვს მნიშვნელობა რომელ კედელს ამოირჩევთ. მთავარია, ბავშვის მზერა ყოველთვის ხვდებოდეს მას.
– რას გვირჩევთ მისაღებისა და სამზარეულო-სასადილოსთვის?  
– მისაღებისთვის, უპირველესად, სურათის ფერები განსაზღვრეთ. თუ წითელ ტონებში გინდათ რაიმეს შერჩევა, ჯერ მისივე ზომის წითელი ქსოვილი გააკარით კედელზე და მიხვდებით, ეხამება თუ არა სურათის ენერგეტიკა თქვენს მისაღებს. სამზარეულო და სასადილო, როგორც ცნობილია, ცეცხლისა და ხის სტიქიას მიეკუთვნება. ამიტომ, სამზარეულოს სურათზე მწვანე ფერი უნდა ჭარბობდეს. თუმცა, შეეცადეთ, რომ წითელი ტონებიც ერიოს. გარდა იმისა, ეს რომ ცეცხლის სტიქიას ექვემდებარება, მადასაც ხსნის და ოჯახურის კერის სიმბოლოა.  ამიტომ, სასადილოში შეგიძლიათ, ნატურმორტი დაკიდოთ, თან ისე, რომ თქვენც და თქვენი სტუმრებიც, სადილობისას მისი ცქერით დატკბეთ. სამზარეულოს ინტერიერს კი, ვრცელი ველებისა და მწვანე მდელოების პეიზაჟები დაამშვენებს.
– როგორი ნახატი არ უნდა შევიტანოთ საერთოდ სახლში?
– არავითარ შემთხვევაში არ დაკიდოთ სურათები გამოსახულებით: წაქცეული ხეები, დამტვრეული ჭურჭელი, სიღატაკე, მოხუცები, მტაცებელი ცხოველები... ასიმეტრია, მახვილი კუთხეები და გაუგებარი ნახატებიც არ არის საჭირო. ასევე, არცერთი ოთახი არ მიიღებს დიდ, მძიმე და უხეშ ჩარჩოს. სურათი არ უნდა იწვევდეს ნეგატიურ განწყობას, რომელიც ცუდ ამბებს გახსენებდეთ. ნახატმა უნდა შემოიტანოს ენერგია წინსვლის, ზრდისა და წარმატებისა. აქედან გამომდინარე, თუ სამუშაო მაგიდა კედლის პირდაპირ დგას, დაკიდეთ იქ ჰორიზონტის, გზისა თუ სხვა, ნებისმიერი პერსპექტივის ამსახველი სურათი, რაც სიმბოლოა წინსვლისა და წარმატებისა. მის მოპირდაპირედ კი, უსაფრთხოების შეგრძნებისთვის, დაკიდეთ სურათი მთის მწვერვალითა და მწვანე გორაკებით.  
скачать dle 11.3