კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№38 გოგი წულაიას ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


– ექიმო, დიდი ხანი მინდა, ვიცოცხლო და რა ვქნა?
–  ცოლი მოიყვანე!
– მერე, ეგ მიშველის?
–  არა, მაგრამ სურვილი გაგიქრება.
***
ორი მოხუცი ქუთაისელი მამაკაცი საუბრობს:
– ანზორია, ბიჭო, მოდი ქალებში წავიდეთ, გევიხსენოთ ჯეელობა.
–  წავიდეთ, მაგრამ უარი რომ გვითხრან?
–  ეგ არაა პრობლემა, პრობლემა ისაა, რო დაგვთანხმდნენ.
***
ქუთაისელი ჩივის:
–  ისე გამიცვდა ფეხსაცმელები, ქუჩაში, გზაზე დაგდებულ ერთთეთრიანს რომ ვაბიჯებ ფეხს, ეგრევე ვხვდები „არიოლია“ თუ „რეშკა“.
***
გურული შედის სამძიმარზე და ესმის, გარდაცვლილის ცოლის ტირილის ხმა:
–  შე საცოდავოოო. ისე წახვედი, ვერც წამალი დაგალევინე, ვერც საჭმელი გაჭამე, ვერც წყალი მოგიტანეეე...
გადაირია გურული:
–  ამას მოუკლავს აი, კაცი და ახლა ტირის?
***
დაქალი ურეკავს დაქალს:
–  აუ, ნინი, გიოა ჩემთან და რა ვქნა?
–  ყავა შესთავაზე.
–  შევთავაზე, მაგრამ ჩემს მკერდს უყურებს.
–  იქნებ რძიანი უნდა და ვერ გეუბნება.
***
ვიღაცამ, კორპუსის წინ, ასფალტზე დააწერა: „დამირეკე, შენი ქმარი რომ წავა..“.
იმ დღეს, ყველა ქმარი სახლში დარჩა.
***
მეგრელებმა იფიქრეს, მოდი, ახალი ანეკდოტი მოვიგონოთ, ხალხმა რომ ილაპარაკოს ჩვენზეო და დაიწყეს წყლის ბარვა. გამოივლის სვანი და ეტყვის:
–  ვაი, თქვენს პატრონს, რაღა დროს ბარვაა, მე მეორე პირი გავთოხნე უკვე.
***
პატრულმა გააჩერა გვირაბიდან გამოსული მანქანა, რომელსაც ქერა, გადაპრანჭული ქალი მართავდა.
–  ქალბატონო, რატომ არ აანთეთ შუქები გვირაბში?
–  როგორ ამენთო? მე რა ვიცი, საიდან ირთვება თქვენს გვირაბში შუქი?
***
– ექიმო, ერთი უხერხული კითხვა მაქვს და დაგისვათ?
–  გისმენ.
–  რატომ აქვს ადამიანს „ზადნიცა“ გაყოფილი ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად?
– იმიტომ, რომ სირბილის დროს ტაში არ დაუკრას.
***
ქუთაისელი ეუბნება ძმაკაცს:
–  დაქორწინებული მამაკაცი, წებოვან ლენტზე მიკრულ ბუზს მაგონებს.
–  რატომ ვითომ?
–  თან სიტკბო, თან მოწყენილობა, არადა, გაფრენაც არ შეუძლია.
***
– ექიმო, დიეტის დროს ტკბილი შეიძლება?
–  გამორიცხულია.
–  და ძილი?
–  ტკბილი არა, ისე კი.
***
ძმაკაცები ავარიაში გარდაიცვალნენ და სამოთხეში მოხვდნენ. სამოთხის კართან დახვდათ თეთწვერიანი მამაკაცი და ეუბნება:
–  მოგესალმებით სამოთხეში, აქ ყველაფერი ლამაზია, არავითარი სამუშაო, არავითარი ფული!
–  აუ, ისევ საქართველოში ვართ ბიჭო...
***
რეზოიას ეკითხებიან:
–  თუ იცი, რისთვის შეიქმნა ქალი?
–  რაფრა არ ვიცი, კაცი, რომ ბედნიერებისაგან არ მომკვდარიყო.скачать dle 11.3