კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (51)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№38 რა არის გიორგი მარშანიასთვის ნარკოტიკივით და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ტრანსგენდერ ნინოს მკვლელობის შემდეგ, მსახიობი გიორგი მარშანია ეკრანზე ისე აქტიურად აღარ ჩანს და სხვა საქმეებითაა დაკავებული. თუმცა, ახლახან შალვა რამიშვილის „ინტერნეტტელევიზიაში“ გამოჩნდა ერთ-ერთ გადაცემაში – „ტრაკის თამაში“ და პირობა დადო, რომ მივა ყველგან, სადაც „ტრაკის თამაშს“ აქვს ადგილი.
გიორგი მარშანია:
სამუშაოთი დატვირთული ზაფხული მქონდა. სულ სტუდიაში ვიყავი და „ჟირაფ ჟოზეზე“ ვმუშაობდი. ზაფხულში ახალი სერია – „ფერები“ გავაკეთეთ. ჟოზემ ბავშვებს ახალი სასწავლო თემა შესთავაზა, პირველს უკვე ექვსი მილიონი ნახვა აქვს. დარწმუნებული ვარ, ბავშვები ამასაც შეიყვარებენ. დიდი მადლობა „ახალ ქართულ სკოლას“, რომელიც ძალიან დაგვეხმარა. მხოლოდ ექვსი დღე ვისვენებდი და თუშეთში წავედი. იქ სახლი მაქვს და ყოველ წელს დავდივარ ხოლმე. ძალიან კარგი დრო გავატარე მეგობრებთან ერთად. წელს ცოტა პასიური დასვენება მოვიწყვეთ. წიგნებს ვკითხულბდით, სახლში ვთამაშობდით და ბევრს ვჭამდით (იცინის). როგორც იცით, თუშეთში მიმავალი გზა ძალიან საშიშია. წელს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო, რადგან გაზაფხულზე მთა ჩამოიშალა. ჩაკეტა მდინარე, რომელიც დაგუბდა და გაჩნდა დაახლოებით, 300 მეტრი სიგრძისა და შვიდი მეტრის სიღრმის ტბა. ტბამ კი გზა დაფარა. აქედან რომ მივდიოდით, ვნახეთ, რომ ახალი გზა გაუკეთებიათ ტბის პირას. აი, იქიდან დაბრუნებისას, მაგ მონაკვეთს რომ მოვუახლოვდით, ვხედავ, წყალს მოუმატია და გზა აღარაა. პლუს, იმ ადგილას, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მთიდან ქვები ცვივა და ძალიან ფრთხილად, სწრაფად უნდა გაიარო. უცებ მთაზე მტვერი დავინახეთ და მივხვდით, რომ ქვები მოგორავდა. ცოტა დაველოდეთ და შემდეგ ძალიან სწრაფად გავიარეთ. არადა, იმ გზაზე სწრაფად გავლა ძალიან სახიფათოა. ვიწრო გზაა და საჭე ოდნავ რომ აგიცდეს, მაშინვე ხევში გადაიჩეხები. ახალჩამოყრილ ქვებს გაჭირვებით ავუქციეთ გზა და ამ დროს, ზუსტად ისე, როგორც ამერიკულ ფილმებშია, ჩვენ წინ, დაახლოებით ათ მეტრში, ძალიან დიდი ქვა ჩამოვარდა. ჩემი ავტომობილის სიმაღლის იყო და წვეტიანი. იმხელა სიჩქარით რომ დაგვცემოდა, აუცილებლად გადაგვაგდებდა ტბაში. მანქანას ხომ გაჭრიდა და ვინც შიგნით ვიყავით, შეგვიწირავდა. როგორც კი მივხვდით, რომ სიკვდილს გადავურჩით, სიჩქარეს მოვუმატე, რომ იქიდან გამომეღწია და წინ ის ტბა დამხვდა, რომელზეც უკვე ვისაუბრე. საათ-ნახევარი ველოდეთ სატვირთოებს. ქვიშა დაყარეს და როგორღაც გამოვიარეთ ტბაში. ასეთი სახიფათო ზაფხული აქამდე არ მქონია. საბედნიეროდ, გამიმართლა და გადავრჩი. როგორც ჩანს, ვუყვარვარ თუშეთს და არ მომკლა (იცინის). ეს ადგილი ჩემთვის ნარკოტიკივითაა. იქ თუ არ ვისვენებ, იმ წელს თავს კარგად ვერ ვგრძნობ.
– ნარკოტიკზე გამახსენდა, ღამის ცხოვრების და კლუბური ნარკოტიკის მოყვარული თუ ხარ?
– არა, არცერთ ნარკოტიკს არ მოვიხმარ და სასმელსაც ძალიან იშვიათად ვსვამ.
– არ მითხრა, რომ მარიხუანა არ გაგისინჯავს.
– როგორ არ გამისინჯავს, მაგრამ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ,  ალბათ, უფრო სტუდენტობის დროს. კარგი განწყობისთვის ნარკოტიკი არ მჭირდება. ისედაც შემიძლია გართობა. რაც შეეხება კლუბებს, არ ვარ მისი მოყვარული. ზღვაც არ მიყვარს დიდად, რადგან იქ ყოფნა ისეთ რეჟიმს ნიშნავს, რაც ჩემთვის ძალიან დამღლელია. მაქსიმუმ, სამი-ოთხი დღე დავრჩე იქ. თუმცა, წელს მხოლოდ თუშეთში ვიყავი. დანარჩენი დრო თბილისში მარტომ გავატარე. ჩემი მშობლები სოფელში გადავიდნენ საცხოვრებლად. მეურნეობა აქვთ, თავის ცხოველებით, ფრინველებითა და მცენარეებით. ახლა მივხვდი, რა დამღლელი ყოფილა სახლში ჭურჭლის რეცხვა და საჭმლის მომზადება. რაც მარტო დავრჩი, გართულდა ეგ საქმე (იცინის). დედაჩემი რომ სახლში იყო, ჩემს ოთახს მაინც ყოველთვის თვითონ ვალაგებდი, მაგრამ ახლა იძულებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო. ბოლოს ჩახოხბილი მოვამზადე. სხვათა შორის, ცუდი არ გამომივიდა. ჩიხირთმაც გამიკეთებია და „აკროშკაც“. მაკარონს და ქათმის სალათებს არც ვთვლი. მაგრამ, ჭურჭლის რეცხვაა ყველაზე დიდი საშინელება. აი, ქვაბებისა და ტაფების რეცხვა კი – კოშმარია. თან, ვერ ვხვდები, როგორ გროვდება ამდენი. ძმასთან ერთად ვცხოვრობ, ძირითადად, სახლში არ ვართ და ასე უცებ როგორ ივსება ნიჟარა, არ ვიცი... ვკვდები ამდენი რეცხვით, მაგრამ კიდევ კარგი, ვინაწილებთ ხოლმე მე და ჩემი ძმა (იცინის).
– მარტო ცხოვრებისა და ბევრი ჭამის დამსახურებაა, წონაში რომ მოიმატე?
– ჯერ კიდევ სერიალის დროს გამექცა წონა. მაგრამ, ახლა ძალიან ამერია კვების რეჟიმი, აღარც ვვარჯიშობ და შესაბამისად, ჩემი სხეული საშინელ მდგომარეობაშია. ამის ძალიან მრცხვენია, იმიტომ რომ, მსახიობის სხეული ასეთ დღეში არ უნდა იყოს. აუცილებლად დავიწყებ ვარჯიშს (იცინის). ბოლოს ძალიან მრცხვენოდა ეკრანზე ჩემს თავს ასეთს რომ ვხედავდი. იმ მომენტში დამთავრდა კიდეც ჩემი პერსონაჟის სცენები. კიდევ რომ გაგრძელებულიყო, აუცილებლად მივხედავდი ამ ამბავს.
– ესე იგი, რაც სერიალი დამთავრდა, ყველაფერზე ხელი აიღე?
– ეგრე გამოვიდა (იცინის). მერე, უბრალოდ, სხვა ამბებზე გადავერთე. სტუდიურ სამუშაოებს ბევრი დრო მიაქვს და მართლა ვერ მოვიცალე ამისთვის.
– გული არ დაგწყდა შენი პერსონაჟის სცენები რომ ამოიწურა?
– რა თქმა უნდა, გული დამწყდა. საინტერესო სამუშაო იყო. ზოგადად, გული მწყდება, სხვა ფილმებში რომ არ ვარ დაკავებული, თუმცა ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული.
– რას გეუბნებოდნენ, როცა ასე ტრაგიკულად დაასრულა ტრასგენდერმა ნინომ სიცოცხლე?
– სიკვდილის სცენის შემდეგ სანუგეშო წერილებს მწერდნენ: „რა ცუდია, რომ მოკვდით“ (იცინის). ქუჩაში რომ მხედავდნენ, მეუბნებოდნენ: „ვაიმე, ძალიან მიხარია, რომ ცოცხალი ხარ“. მაგრამ, მერე წვერი რომ მოვუშვი და სერიალში გრიშა კაკაჩიას შვილი, მსახიობი ბექა ლემონჯავა გამოჩნდა, ატყდა ერთი ამბავი – მარშანია სერიალში სხვა როლით დაბრუნდაო. ვიდეოც დავდეთ, სადაც ორივე ერთად ვჩანდით, მაგრამ პერიოდულად, მაინც კაკაჩიას შვილი ვგონივარ ხალხს, მასთან მოკითხვებს მაბარებენ (იცინის). ასეთი სახით ნინოს ვეღარავინ მამსგავსებს.
– თვითონ ტრანსგენდერებს გული დასწყდათ ასეთი დასასრულის გამოო.
– სხვათა შორის, ერთმა ქალმა მითხრა: შვილო, თუ სერიალიდან შენი ამოღება უნდოდათ, რას კლავდნენ ამ ნინოს, გაეშვათ იმ საფრანგეთშიო. მისი სიკვდილი განიცადეს, თორემ მარშანია თუ აღარ უნდა „ფორმულა კრეატივს“, ჯანდაბას (იცინის). ტრანსგენდერებსაც, ბუნებრივია, გული დასწყდათ, რადგან მოსწონდათ. რამდენიმემ მითხრა, ყოფილიყო კიდევ ცოტა ხანსო.
– მახსოვს, მითხარი, ნინოს გამო მაღაზიაში რომ შევდვარ, თვალი ქალის ტანსაცმლისკენ გამირბისო. როგორ გადაეჩვიე ამ ყველაფერს?
– სახლში ქუსლიანი ფეხსაცმელებიც მომიტანა დედაჩემმა და რამდენიმე გამოვიყენე. მსახიობებს, საერთოდ, გვასწავლიან დაკვირვების მეთოდით სწავლას, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად ქალებს აღარ ვაკვირდები (იცინის).
– კაცებზე ხომ არ გადაერთე?
– (იცინის) არა. უბრალოდ, ქალურ მანერებს კი არა, ახლა, ზოგადად, ადამიანებს ვაკვირდები და თუ რამე საინტერესო მომხვდა თვალში, ვიმახსოვრებ.
– ჯერ „კომედი შოუში“ იყავი, შემდეგ GDS-ზე გადახვედი და ბოლოს „ფორმულა კრეატივის“ სერიალში მონაწილეობდი, ისევ „რუსთავი 2-ზე“. თუმცა, შენს წასვლასა და დაბრუნებაზე, დიდი სკანდალი იყო თავისი პოლიტიკური კონტექსტებითა და ნიკა გვარამიას განაწყენებული განცხადებებით. ახლა სად ხარ?
– არსად. ამ მომენტისთვის საქმიანი შეხება არც „ფორმულა კრეატივთან“ მაქვს და არც – „კომედი ჯგუფთან“. მხოლოდ პიროვნული ურთიერთობები მაქვს მათ თანამშრომლებთან. იმ გაუგებრობას ჩვენს მეგობრობაზე არ უმოქმედია.
– თუმცა, გამოჩნდი ახალ გადაცემაში.
– შალვა რამიშვილის ინტერნეტტელევიზიაში ერთი გადაცემა ჩავწერე. გადაცემას „ტრაკის თამაში“ ჰქვია. პირველი თემა „სითი პარკთან“ არსებული პრობლემების მოგვარების იურიდიული გზები იყო. თუ ეს გადაცემა გაგრძელდა, ისეთი თემები უნდა შევარჩიოთ, სადაც „ტრაკს ათამაშებენ“, მაგრამ სინამდვილეში, ისე არაა საქმე, როგორც ზოგადად, მიღებულია. მოკლედ, ყველგან მივალთ, სადაც „ტრაკს ათამაშებენ“ (იცინის).
– როგორ დაგითანხმა შალვა რამიშვილმა „ტრაკის თამაშის“ წამყვანობაზე?
– თემა გამაცნეს და ვილაპარაკეთ. დამაინტერესა, რადგან ჩვენთან ხშირია ინფორმაციის ნაკლებობა, რასაც ვიღაცები სათავისოდ იყენებენ. „ტრაკის თამაში“ რომ ჰქვია, ეს ხელს არაფერში მიშლის. მე ნამდვილად არ მომიფიქრებია ეს სახელი და არც პრეტენზია გამომითქვამს. საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება.
– ცოტა ხნის წინ, თეკლა ჯავახაძემ სოციალურ ქსელში თქვენი საერთო ფოტო დადო. ხომ არ შერიგდით?
არა, ალბათ, ძველი ფოტო იყო ან თეატრის გვერდზე დაიდო, რადგან „აბრეშუმის თეატრში“ ერთ სპექტაკლში ვთამაშობთ. არ შევრიგებულვართ – შეყვარებულები აღარ ვართ, მაგრამ არც ვმტრობთ ერთმანეთს. ამ ეტაპზე თანამშრომლები ვართ, ერთ სპექტაკლზე ვმუშაობთ.
– ყოფილ შეყვარებულთან ერთად თამაში რთული არ არის?
– არა (იცინის). რთული რატომ უნდა იყოს?!
скачать dle 11.3