კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№38 როგორ შოულობდა ფულს ბრძოლებზე გასამგზავრებლად დავით ქირია და ვისი სურვილით მოინათლა მისი ჰოლანდიელი მეუღლე მართლმადიდებლურად

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიკ-ბოქსიორი, გლორის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, Kunlun Fight 2016-ის ფინალისტი დავით ქირია მორიგი, მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადება. 5 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში Kunlun Fight  2017-ის მეოთხედფინალი გაიმართება, სადაც ქირია იასპარეზებს. დავითი უკვე 10 წელია, რაც ჰოლანდიაში ცხოვრობს და აქტიურ სპორტშია ჩართული. მას და მის ჰოლანდიელ მეუღლეს ოჯახში დიდი სიხარული აქვთ – მალე შვილი ეყოლებათ.
დავით ქირია
: წელს ისევ დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება. პირველი შეხვედრა მარტში, რომში გაიმართა, რომელიც მოვიგე. მერე მქონდა მერვედფინალური ბრძოლა, რომელიც ასევე, წარმატებით დავასრულე და გადავედი მეოთხედფინალში. ხუთ ნოემბერს გავმართავ შეხვედრას პარიზში. მოწინააღმდეგე ვინ მეყოლება, არ ვიცი, ჯერ არ დაანონსებულა. ამჟამად ჰოლანდიაში ვარ და მზადების პერიოდი დამეწყო.
– მოსამზადებელი ეტაპი როგორ მიდის?
– სამზადისი, როგორც ყოველთვის, დატვირთულია. არის პატარ-პატარა ტრავმები, მაგრამ სერიოზული არაფერი. მთელი დატვირთვით ვვარჯიშობ. რვა კვირაა შეჯიბრებამდე დარჩენილი და დრო კიდევ მაქვს მოსამზადებლად.  
– როგორ და როდის წახვედი პირველად უცხოეთში?
– კინკ-ბოქსინგის კარიერას თუ მივყვებით, 2007 წელს დავტოვე პირველად საქართველო, წავედი ჰოლანდიაში. ამსტერდამში მქონდა პირველი შეჯიბრება, რომელიც წარმატებით დავასრულე. მოსამზადებელი  პერიოდი გავიარე კიკ-ბოქსინგის ყველაზე ცნობილ კლუბში „გოლდენ გლორი”. დასაწყისში ჩემს მწვრთნელს ჰქონდა შემოთავაზება, რომ წავსულიყავი ევროპაში. „გოლდენ გლორში” გავაგზავნეთ მონაცემები და რამდენიმე ბრძოლის კადრები. მაშინ, 18 წლის ვიყავი და პროფესიონალურ რინგზე არაერთი ბრძოლა მქონდა ჩატარებული. ამან უცხოელების დიდი მოწონება დაიმსახურა. გამომიგზავნეს მოწვევა. რამდენჯერმე საკუთარი სახსრებითაც მომიწია წასვლა. იყო თანადაფინანსება სახელმწიფოსგანაც და ზუგდიდის მუნიციპალიტეტისგანაც. ოჯახი, მეგობრები და ახლობლებიც გვერდში მედგნენ. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა ბილეთის ფული მისესხებია. ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოსულა. ის, რაც დღეს მაქვს, დიდი შრომისა და ნერვიულობის ხარჯზე მივიღე. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.
– შენს ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად, რას მიიჩნევ?
–  დიდი წარმატება იყო, 2007 წელს რომ გავიმარჯვე, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 400 ევრო ავიღე ბრძოლაში. ეს არის ბრძოლა, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ვარ მსოფლიოს ჩემპიონი, 2014 წელს „გლორის” ქამარი მოვიგე. ეს სპორტის სამყაროში დიდი მოვლენაა და ვამაყობ ამ მიღწევით.
– ემიგრანტობის პირველი წლები ყველასთვის რთულია, შენ შემთხვევაში, როგორ იყო?

– ჩემს თავს ემიგრანტს ვერ ვუწოდებ, რადგან ძალიან ხშირად ჩამოვდივარ საქართველოში. იყო რთული პერიოდებიც. მქონდა ენის ბარიერი, ჰოლანდიას თავისი ენა აქვს. ურთიერთობებს ის მიმარტივებდა, რომ ინგლისურად მოსახლეობის 90 პროცენტი ლაპარაკობს. ყველაზე მეტად საცხოვრებელი პირობების შექმნა გამიჭირდა. დაახლოებით 3 წელი ვცხოვრობდი „კემპინგში”, მანქანის მისაბმელ სახლში. მსგავს სახლებში ქირას ცოტას ვიხდიდი და მაწყობდა. ვზოგავდი საჭმლის ფულსაც და ასე შემდეგ. რთული იყო ნამდვილად, მაგრამ გავუძელი.
– ყველაზე მაღალი ჰონორარი, რაც ბრძოლაში აგიღია?
– კონტრაქტის თანახმად, არ შემიძლია მისი გამჟღავნება, თუმცა იყო ძალიან სოლიდური თანხები, ისეთი, რომლითაც თავისუფლად შეიძლება ცხოვრება.   
– მეუღლეზე გვიამბე.
– ჩემი მეუღლე ჰოლანდიელია, მაგრამ უკვე, ქართველიც (იცინის) მარისა ძალიან კარგი პიროვნებაა და  გამიმართლა მასში. მეორე ნახევრის პოვნა არც ისე მარტივია. როცა აცნობიერებ, რომ ეს ისაა, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარებას აპირებ, მაშინ ხვდები, რას ნიშნავს, გყავდეს მეორე ნახევარი. მადლობა ღმერთს, რომ შევხვდი. ახლა ოჯახში დიდი სიხარული გვაქვს, შვილს ველოდებით – გოგონას. ერთმანეთს მშვენივრად ვუგებთ, საერთო მიზნები და ოცნებები გვაქვს. ძალიან მეხმარება, არ არის მარტივი, იყო პორფესიონალი სპორტსმენის მეუღლე. მთელი წლის განმავლობაში, შეიძლება,  სულ სამზადისში იყო – სტრესის, რეჟიმისა და კონტროლის ქვეშ. მსგავს სიტუაციებში ოჯახისთვის ძალიან ცოტა დრო გვრჩება. მარისა ამ ყველაფერს უძლებს. მადლობა მინდა, გადავუხადო მას ამ მოთმინებისთვის.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– მარისა მუშაობდა იმ დარბაზში, სადაც მე ვვარჯიშობდი. იქ შევხვდით ერთმანეთს და მერე, ნელ-ნელა განვითარდა მოვლენები. ჩემი მხრიდან იყო მოწონება და აქტიურობა. სადღაც ერთ წელში, შევქმენით ოჯახი. ოფიციალური ქორწილი ჯერ კიდევ არ გვქონია. ბავშვი რომ შეგვეძინება, შემდეგ ვაპირებთ გადახდას. მარისა მოინათლა მართმადიდებლურად, ეს პროცედურები, ყველაფერი გავლილი გაქვს. ხელიც მოვაწერეთ, მაგრამ არ გადაგვიხდია ქორწილი და არ დაგვიწერია ჯვარი. იმდენად დატვირთული რეჟიმი მაქვს, ჯერ ვერ მოვახერხეთ. გვინდა, ყველაფერი იდეალურად იყოს. გადავწყვიტეთ, ბავშვის ნათლობასთან ერთად დავიწეროთ ჯვარი და ქორწილიც გადავიხადოთ. გვინდა, ყველაფერი ლამაზი და მოკრძალებული გამოგვივიდეს.
– საკუთარი სურვილით შეიცვალა მარისამ აღმსარებლობა?
– რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი იყო, მაგრამ ვერაფერს დავაძალებდი, მას რომ არ ნდომოდა. მე ვარ ქრისტიანი მართლმადიდებელი და ვისურვებდი, ჩემი მეუღლეც იგივე აღმსარებლობის ყოფილიყო. მან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ჩემს სურვილს. ჩემი შვილიც ავტომატურად მართლმადიდებელი იქნება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იყო მარისას გადაწყვეტილება და ვერავინ ვერაფერს დააძალებდა, თავად რომ არ გამოეთქვა სურვილი.
– როგორ მოსწონთ ჰოლანდიელებს ქართველი სიძე?
– ვიდრე კარგი ვარ, კი მოვწონვარ (იცინის). ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. როდესაც სტუმარი გვყავს, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ასეა იქაც. სულსა და გულს ვდებ ჩემს ოჯახში და ვცდილობ, ვიყო კარგი.
– რამდენიმე ბრძოლაზე ჩოხით გამოხვედი.
– ბოლო ოთხი ბრძოლაა, ჩოხით გამოვდივარ.   ეს დიდი ხნის სურვილი იყო, მინდოდა, ჩოხა მცმოდა, რადგან ჩემი ქვეყანა მიყვარს და ჩემი კულტურა მომწონს. ვიცი, რომ ეს მაყურებელსაც ძალიან მოსწონს. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი მხრიდან ქართული კულტურა გავაცნო უცხოელებს. დარბაზში მყოფთაგან, 99 პროცენტი მიხვდა, რომ ეს იყო ქართული ჩაცმულობა, რომელიც ჩემს ქვეყანას უკავშირდებოდა. მეკითხებოდნენ მის შესახებ და მეუბნებოდნენ, რომ მოსწონდათ. რინგზე რომ განსაკუთრებული ფორმით გადიხარ, ეს მეომრის სახეს უფრო ქმნის.
– რაიმე ტრადიცია თუ გაქვს ბრძოლის წინ?
– არანაირი ტრადიცია და რიტუალი არ მაქვს. ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, პირჯვარს ვისახავ და უფალს ვთხოვ წარმატებას. მეტი არაფერი, განსაკუთრებული.
– ძალისმიერი სპორტია და ტრავმებიც ხშირია. თავად თუ გქონია, სერიოზული ტრავმა?
– ტრავმები არის, მაგრამ სერიოზული არაფერი. მქონდა ნეკნების მოტეხილობა და მსგავსი. ისეთი არაფერი, რომ  ჯანმთელობას დიდი პრობლემები შეუქმნას. თუმცა, ეს ტრავმები უკვე დისკომფორტს მიქმნის -  29 წლის ვარ.  
– რამდენ ხანს აპირებ აქტიურ სპორტში დარჩენას?
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ კიდევ ოთხი წელი ნამდვილად ვიქნები.
скачать dle 11.3