კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (151)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

№38 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: წლებია, თმა მაქვს გადაწეული და ეგრეთ წოდებულ „ცხენის კუდს“ ვატარებ. ასეთი ვარცხნილობა მოსახერხებიელია ჩემთვის პროფესიიდან გამომდინარე და თან, მიხდება. მაგრამ, მითხრეს, რომ ეს თმის ძირებს ჭიმავს  და თმის ცვენას იწვევს. ასეა?
პასუხი:
ეგრეთ წოდებული „კუდით” მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ვარცხნილობაა – მარტივი, სადა და კომფორტული. მაგრამ, შესაძლოა, მომავალში ამან თქვენს თმაზე უარყოფითად იმოქმედოს. ასე თმის ძირები იჭიმება და სუსტდება. ასეთმა ვარცხნილობამ, შეიძლება, თმის ცვენაც გამოიწვიოს. შეეცადეთ, უფრო თავისუფალი ვარცხნილობა ატაროთ ან თმა ძალიან არ დაჭიმოთ.
კითხვა: მითხრეს, რომ კანისთვის რძის სმა ძალიან სასარგებლოა და ძალიან ბევრს ვსვამ დღის განმავლობაში. ხომ არ მავნებს და რამდენად გააჯანსაღებს  ის კანს?
პასუხი:
რა თქმა უნდა, რძე ძალიან სასარგებლო პროდუქტია, თუმცა ზომიერება უნდა დაიცვათ. რძე ანდროგენებს შეიცავს და ჭარბი რაოდენობით მიღებისას, ჯირკვლის ფუნქციის პროვოცირება ხდება. ცხიმი უფრო მეტი რაოდენობით იწარმოება და კანიც უფრო ცხიმიანდება. შედეგად, თქვენ უფრო დაღლილი, მოუვლელი ვიზუალი გექნებათ, ვიდრე ლამაზი და მოვლილი. ამიტომ, გირჩევთ, ზომიერება დაიცვათ.
კითხვა: როდის ჯობია წარბების გამოქნა, დილით თუ საღამოს. ანუ, მაკიაჟის გაკეთებამდე თუ საღამოს, გაწმენდილ კანზე?
პასუხი:
წარბები საღამოს უნდა მოიწესრიგოთ, მას შემდეგ, რაც პირს დაიბანთ და მაკიაჟს ჩამოიცილებთ სახის კანიდან. წარბების ამოქნით კანის უჯრედები იხსნება და უფრო მეტი შანსია, მასში ბაქტერიები შეიჭრას. ამიტომ, გირჩევთ, მაქსიმალურად მოერიდეთ ამ ადგილას კანის გაღიზიანებას. უმჯობესია, ამოქნის მერე, სპირტი ან სპირტის შემცველი ლოსიონი გადაისვათ.
скачать dle 11.3