კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 დედაჩემი ჩემი საუკეთესო მეგობრის საყვარელი გახდა

თათია ფარესაშვილი ნიკუშა, 24 წლის.

ინტიმური საუბრები


ცხოვრებაში ბევრი სიმწარე, გაჭირვება და ღალატი გადავიტანე, ბევრი დარტყმაც მივიღე, მაგრამ საკუთარმა დედამ, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობოდი, მიყვარდა და ვაფასებდი, ზურგში დანა ჩამარტყა. დამამცირა, თავზე გადამიარა და კაცური სიამაყე ისე შემილახა, ქუჩაში გასვლისა და მეგობრების თვალებში შეხედვის, მრცხვენია. თვრამეტი წლის იყო, მე რომ გამაჩინა. ორ წელში, მამა ავარიაში დაიღუპა და მე ბებია მზრდიდა. ფაქტობრივად, მე და დედა ერთად ვიზრდებოდით. რომ წამოვიზარდე, დასავით და მეგობარივით მყავდა გვერდში. ყველაფერს ვუყვებოდი, არაფერი დამიმალავს. თუ სადმე მივდიოდი, თან დამყავდა. ჩემი საძმაკაცო პატივს სცემდა და უბატონოდ, ხმას ვერავინ გასცემდა. მიხაროდა, როცა უცნობებს, ხან ჩემი და ეგონათ და ხან ჩემი – შეყვარებული. ვამბობდი, ახალგაზრდა დედა, რა მაგარია-მეთქი და სწორედ, აქ ვცდებოდი თურმე. მოკლედ, დედამ, ჩემს მეგობართან გააბა რომანი. თურმე ჩუმად ხვდებოდა, ურთიერთობებს აწყობდნენ და მე ჭურში ვიჯექი. მართალია, კახა, ჩემზე უფროსია, მაგრამ დედაზე მაინც საკმაოდ პატარა. თან, რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემი უახლოესი მეგობარი და ძმაკაცი დედაჩემს სხვა თვალით შეხედავდა. როცა დედას პატარა ბიჭები ეპრანჭებოდნენ, მეცინებოდა, ამაზე ორივე ვხალისობდით, მაგრამ არც კი დამიშვია, რომ ეს სიცილი და ხალისი, უკან შემომიბრუნდებოდა და ზურგში დანას ჩამარტყამდა. მოკლედ, ერთ დღესაც, კახამ და დედამ გამომიცხადეს რომ ერთმანეთი გვიყვარს და გვინდა, ერთად ვიყოთო. ნამდვილი შოკი მივიღე, მინდოდა ორივე მომეკლა. მაგრამ, ბებიას, რომელიც მზრდიდა და დღესაც გვერდით მიდგას, ვერ ვუღალატე. თან, ყველაზე სასწაული ის იყო, კახას ცოლად კი არ მოჰყავდა დედაჩემი, უბრალოდ, ერთად იცხოვრებდნენ და რა გამოდის? დედა, ჩემი საუკეთესო და უახლოესი მეგობრის საყვარელი უნდა გამხდარიყო? გამხდარიყო რა... გახდა! რა თქმა უნდა, ორივეს საკადრისი პასუხი გავეცი – ჩემი ძმაკაცი მაგრად ვცემე, დედაჩემს კი ისეთი სიტყვები ვაკადრე, ქალისთვის რომ ცხოვრებაში არ მიკადრებია. დღეს, ერთად ცხოვრობენ, მე კი ქუჩაში გასვლის მრცხვენია, ხალხს ვერიდები. ვხედავ ჩემს ზურგს უკან როგორ დამცინიან, მაქილიკებენ, კაცად აღარ მთვლიან. მეზობლის კაცი გამეხუმრა ამას წინათ: შენ რა კაცი ხარ, ბიჭო, დედა ძმაკაცმა „აგაწაპნაო“. მისკენ გავიწიე და ძლივს ამგლიჯეს, თორემ მოვკლავდი. მაგრამ, ის კაცი მართალია. სიმართლე კი მწარე და იმავდროულად, შეურაცხმყოფელია ჩემთვის. ბებიაც, სულ ჩუმადაა, ხმას არ მცემს, არ უნდა ჩემს წინაშე გამოხატოს ის, რასაც განიცდის და ეს უფრო მკლავს. ვეღარ ვხვდები, ამ ამბავში დამნაშავე ვინ არის – მე, დედაჩემი თუ ჩემი ძმაკაცი. ან იქნებ ვცდები და დედის ბედნიერებას ვუშლი ხელს. ისიც ახალგაზრდაა და თავისი ცხოვრება აქვს... არ ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ, ეს ჩემს ძმაკაცთან არ უნდა ეკადრა. სულ ესაა... ალბათ, მიხვდება, რა ტრავმა მომაყენა, როგორ შემილახა კაცობა, გამაბოროტა და მიღალატა მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი მხარში დგომა. გასაგებია, რომ დედობა ვერ გამიწია, ახალგაზრდა იყო, მე რომ გავჩნდი, მაგრამ ის ხომ მაინც უნდა გაეთვალა, რომ დედაა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ჩემ წინაშე. არ ვიცი რა ვიფიქრო... უბრალოდ, აღარ ვენდობი ადამიანებს... დავიბენი და არ ვიცი, ამ მდგომარეობიდან, ოდესმე თუ გამოვალ.
скачать dle 11.3