კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ აპირებდა ლავრენტი ბერია პირველი საბჭოთა სუპერკოლოსის გადაღებას დავით აღმაშენებელზე და ვინ დასდო მას ბრალი სომხების შეურაცხყოფაში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

 მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიამ არაერთი გრანდიოზული პროექტი განახორციელა, მას ასევე, მრავალი პროექტი დარჩა განუხორციელებელი, რასაც მისმა ვერაგულმა მკვლელობამ შეუშალა ხელი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პეტრე ლოვჩინსკი წერს: „ბერიას მიერ დაგეგმილ თითქმის ბოლომდე მიყვანილ, მაგრამ განუხორციელებელ პროექტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმოა პირველი საბჭოთა სუპერკოლოსის, მხატვრული ფილმის, „დავით აღმაშენებლის“ ისტორია, რომლის საცდელი გადაღებები დაწყებული გახლდათ და წარმატებითაც განხორციელდებოდა, რომ არა მის წინააღმდეგ მოწყობილი ვერაგი შეთქმულება. ბერიას სასამართლო პროცესზე მისი (ბერიას) დაცვის უფროსი, რაფაელ სარქისოვი ასეთ ისტორიას ყვებოდა: „თქვენს კითხვაზე – ახასიათებდა თუ არა მოქალაქე ბერიას ნაციონალისტური გამოხდომები, რაც ინტერნაციონალიზმის პრინციპს ძირეულად ეწინააღმდეგება, მოგახსენებთ, რომ დიახ, ახასიათებდა. მეტსაც გეტყვით, მე და ჩემი თანამემამულეები (სომხები) არაერთხელ გავმხდარვართ მოქალაქე ბერიას ცინიკური დაცინვის ობიექტები და ის ძალიან ხშირად აკეთებდა ამას. 1938 წლის მარტში, ბერიას კაბინეტიდან გამოვიდნენ კინორეჟისორი ჭიაურელი და მსახიობი ბაღაშვილი. ბერიას მითითებით, მე ისინი ბერიას პირადი სამსახურებრივი მანქანით სახლებში მივიყვანე. უკან რომ დავბრუნდი და ბერიას მოვახსენე მათი მიყვანის ამბავი, მან (ბერიამ) მკითხა:
– როგორ ხასიათზე იყვნენ შენი მგზავრები, რაფიკ და რაზე ლაპარაკობდნენ?
– მშვენიერ ხასიათზე იყვნენ, ლავრენტი პავლოვიჩ და თავმოტვლეპილი კაცი ეუბნებოდა მეორეს, – ზედგამოჭრილი დავითი ხარ. ამხანაგმა ბერიამ ზუსტად ამოგარჩია ამ როლისთვისო, – ვუპასუხე ბერიას.
– ეჰ, რაფიკ, რაფიკ, რა უწიგნური ხარ და ისტორიის უცოდინარი. თანაც, სახელოვან ადამიანებსაც ვერ ცნობ, – მითხრა ბერიამ და ალმაცერად შემომხედა, – ეგ თავმოტვლეპილი კაცი კი არა, ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, მიშა ჭიაურელია. მეორე კი – როგორც შენ მას უწოდებ, სპარტაკ ბაღაშვილია. კინოფილმი არსენა მაინც არ გინახავს?
– არა, ლავრენტი პავლოვიჩ, – ვუპასუხე ბერიას.
– წიგნებს კითხულობ? ისტორიულ წიგნებს, მაგალითად, – არ მომეშვა მოქალაქე ბერია.
– არა, – ვთქვი მე. მას კი ირონიულად გაეცინა და მითხრა:
– მაშინ, შენ არც მეფე დავით აღმაშენებელი გეცოდინება.
– არა, – ვთქვი მე.
– უდიდესი ქართველი მეფე იყო. სხვათა შორის, სომხებმა მას მეფობა სთხოვეს და თქვენი მეფეც იყო. მასეთი კაცი, მთელი სომხები რომ შეკრიბო, იმის მეასედიც არ გამოხვალთ, – მითხრა ბერიამ და მეწყინა, მაგრამ რას ვეტყოდი. მან კი დააყოლა, – ჰოდა, სწორედ აღმაშენებელზე უნდა გადაიღოს ფილმი მიშა ჭიაურელმა, ხოლო მეფის როლს სპარტაკ ბაღაშვილი შეასრულებს. გაიგე ახლა?
– გავიგე, ლავრენტი პავლოვიჩ, – ვუთხარი ბერიას, მაგრამ ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი თავს. შემდეგ კიდევ სამჯერ იყვნენ ჭიაურელი და ბაღაშვილი ბერიასთან და დიდხანს საუბრობდნენ, მაგრამ შინაარსი არ ვიცი...“
უწიგნური რაფაელ სარქისოვი თავად შეურაცხყოფდა თავის თანამემამულეებს და გვარის გადაკეთებაც კი უნდოდა ბერიას საამებლად სარქისაშვილად. მაგრამ, თავად ბერიამ აუკრძალა მას ამის გაკეთება...
ბერია და ჭიაურელ-ბაღაშვილის ტანდემი კი ბერიას კაბინეტში დაწვრილებით იხილავდა მომავალი სუპერკოლოსის ყველა დეტალს. ბერია ყველა ღონეს ხმარობდა, იმ დროისთვის ამ გრანდიოზული პროექტის განსახორციელებლად. თავად მიხეილ ჭიაურელი ვიწრო წრეში ამბობდა: „ბერია პირველად თვითონ მესტუმრა კინოსტუდიაში და „არსენას“ წარმატება მომილოცა. ფილმი სტალინსაც ძალიან მოსწონდა. ბერიამ ეს იცოდა და აღნიშნა კიდეც. იქვე პირისპირ მელაპარაკა და მითხრა:
 – მიშა, ძვირფასო, იდეა მაქვს, რომ გადაიღო ფილმი ჩვენს უდიდეს მეფეზე, დავით აღმაშენებელზე და რას იტყვიო?
– თანახმა ვარ, ამხანაგო ბერია, – ვუთხარი მას და ამით დასრულდა შეხვედრა.
ერთ კვირაში ბერიამ დამირეკა. მომიკითხა და მთხოვა, რომ სპარტაკ ბაღაშვილთან ერთად, მასთან მივსულიყავი ცენტრალურ კომიტეტში. იქ რომ მივედით, ჩემდა გასაკვირად, „დავით აღმაშენებლის“  სცენარის მონახაზი წამაკითხა, რომელიც თავად დაეწერა. შემდეგ, სპარტაკს სთხოვა, ფეხზე ამდგარიყო და დინჯად გაევლო-გამოევლო კაბინეტში. სპარტაკმა რომ მისი თხოვნა შეასრულა, ბერიამ სიამაყით მითხრა:
– აი, ჩემო მიშა, ნამდვილი დავითი. მეფის როლსაც სწორედ მას ვანდობთო.
– მე დავეთანხმე. შემდეგ კიდევ სამჯერ ვესტუმრეთ ბერიას და გადავწყვიტეთ, რომ ფილმის სცენარს ჩვენი დიდებული კოწია გამსახურდია დაწერდა. მასთან ბერიას ცალკე მოლაპარაკება ჰქონდა და კოწიამ თანხმობა განაცხადა. წინასწარი გაანგარიშებით, ფილმი სამსაათიანი უნდა ყოფილიყო და ჩვიდმეტი მილიონი მანეთი დაჯდებოდა, რაც უზარმაზარი ხარჯი იყო. ბერიას შევბედე და ვკითხე:
– ამხანაგი სტალინი დაგვთანხმდება ამხელა ხარჯზე?
ბერიას გაეცინა და მითხრა:
– ძვირფასო მიშა, სწორედ შენ უნდა მოაგვარო ეს ამბავი სტალინთან. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს სიტყვები, რომ ენა ჩამივარდა და პაუზის შემდეგ ვკითხე:
– როგორ?
– როგორ და შენ სტალინი ძალიან გაფასებს და გრიგორი ალექსანდროვთან ერთად, კინოკორიფეებს გიწოდებთ ორივეს. უნდა დაარწმუნო, რომ ძალიან მაგარ ფილმს გადაიღებ, – ბერიამ სპარტაკისკენ გაიშვირა ხელი – დავითის როლის შემსრულებელიც დიდი პლუსია ამ საქმეში და გამსახურდიაც თანახმაა სცენარის ავტორობაზე. დამიჯერე, ყველაფერი გამოგვივა.
სტალინთან მხოლოდ 1941 წლის დასაწყისში შევძელი ამ თემაზე დალაპარაკება და მითხრა, ვიფიქრებო. შემდეგ ომი დაიწყო და კინოსთვის ვის სცხელოდა, მაგრამ 1942-ში თავად სტალინმა მიხმო და „გიორგი სააკაძე“ გადამაღებინა, ხოლო სპარტაკმა კი, მეფე ლუარსაბის როლი შეასრულა. 1952 წელს უკვე თავად ბერიამ მოაგვარა ყველაფერი სტალინთან და როცა მას მოსკოვში შევხვდი, მარტო ვიყავი მისული, მითხრა:
– მიშა, ძვირფასო, ყველაფერი მოგვარებულია. ფულიც მზადაა, მიქოიანს გამოვართვი. სულელური ძეხვის დანადგარების შესყიდვა უნდოდა ჩეხეთში და არ დავანებეო, – შემდეგ გაიცინა და დასძინა, – გამსახურდია უკვე დიდ რომანს წერს აღმაშენებელზე, თან ჩვენ სცენარზეც მუშაობსო.
ერთი სიტყვით, 1952 წლის მარტში საცდელი გადაღებები დავიწყეთ და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ბერია დააპატიმრეს და ფილმის გადაღება ჩაიშალა...“
საგულისხმოა, რომ „დავით აღმაშენებლის“ საცდელი გადაღებების 3 500 მეტრი ფირი, ხრუშჩოვის ბრძანებით, კინოსტუდია „ქართული ფილმიდან“ უშიშროების კომიტეტმა ამოიღო და კინოსტუდიის ეზოშივე გაანადგურეს. პირველი საბჭოთა სუპერკოლოსი კი, ქართველ მეფეზე დავიწყებას მიეცა, რადგან ის ბერიას პროექტი იყო.“
скачать dle 11.3