კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№38 რატომ ეამბორა ხელზე სტალინს ნერუ კუნცევოს საიდუმლო შეხვედრის შემდეგ

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინს გლობალური პოლიტიკური გეგმა ჰქონდა, რომელსაც თანმიმდევრულად, ეტაპობრივად ახორციელებდა და ამას არასდროს  აანონსებდა... პროფესორი პავლე კოტეონოჩკინი წერს: „სტალინის დაუძინებელმა მტერმა, ლევ ტროცკიმ, რომ იტყვიან, „ათიანში მოარტყა“, როცა სტალინის დახასიათებისას თქვა: „სტალინს დიდი ნიჭი აქვს თავისი ფარული გეგმის ნაწილ-ნაწილ განხორციელებისა. თანაც ისე, რომ გეგმის ჭეშმარიტ მიზანს ვერავინ ხვდება. ხოლო, როცა მავანი მის არსში ჩაწვდომას იწყებს, უკვე გვიანია. გეგმა განხორციელებულია, ნაწილები – გამთლიანებული და წინააღმდეგობის გაწევის ყველა საშუალება – ბლოკირებული...“ ტროცკის სიტყვებს მხოლოდ იმას დავამატებ, რომ სტალინს ეს გლობალური გეგმა ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა შემუშავებული, როცა „კობას“ პარტიული ფსევდონიმით მოღვაწეობდა და ძირს უთხრიდა ცარიზმს. მაშინვე ჩაუყარა საფუძველი, სულ რაღაც 25 წლის სოსო ჯუღაშვილმა, იმ ნაცნობობასა და თუ შეიძლება ითქვას, იდეურ ერთობას, რაც ოთხი ათეული წლის მერე გამოადგა თავისი გეგმის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელებაში. ეს ნაწილი კი ბრიტანეთის იმპერიის მნიშვნელოვანი შესუსტება გახლდათ, რომელიც ინდოეთის დამოუკიდებლობაზე გადიოდა.
როგორც დროთა განმავლობაში გაირკვა, სტალინის გლობალური გეგმა იყო – მსოფლიო კაპიტალიზმის შესუსტება, სოციალიზმის დომინირება და ინდოეთს ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მომავალი საბჭოთა ბელადი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე სწერდა ლენინს: „ძვირფასო ილიჩ, ჩემო მასწავლებელო, სულით ხორცამდე შემძრა თქვენმა დოქტრინამ მსოფლიო რევოლუციის შესახებ და აბსოლუტურად გეთანხმებით მისი განხორციელების საჭიროებაში. თავს უფლებას ვაძლევ, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, კერძოდ კი, მიმაჩნია, რომ ჩვენი მომავალი გამარჯვების – ცარიზმის დამხობის შემდეგ, უფრო მეტად წამოყოფს თავს „ბრიტანელი ლომი“ და მას რომ  წინააღმდეგობის გაწევის საშუალება მნიშვნელოვნად შევუზღუდოთ, საჭიროდ მიმაჩნია მისი უდიდესი კოლონიის, ინდოეთის აბუნტება. ამისთვის კი აუცილებელია ჩვენს ინდოელ ძმებთან მჭიდრო კავშირის დამყარება, რაც მომავალში დიდად დაგვეხმარება ჩვენი, გლობალური, პოლიტიკური გეგმის განხორციელებაში. გულწრფელი სიყვარულით, თქვენი „კობა“, 20 ივლისი, 1905 წელი. ლონდონი“.
25 წლის სტალინმა ეს წერილი შვეიცარიაში, ჟენევაში მყოფ ლენინთან, 100 ათას ოქროს ფრანკთან ერთად, ლეონიდ კრასინს გაატანა. საინტერესო პრეისტორია აქვს ამ ეპიზოდს, მორიგი კავკასიური ექსპროპრიაციის შემდეგ, რომელიც კობას მეთაურობით, კამომ და კრასინმა განახორციელეს ბაქოში, ჯუღაშვილი და კრასინი ყალბი პასპორტებით ბრიტანეთის დედაქალაქში გაემგზავრნენ, რათა პოლიციისთვის თავგზა აებნიათ. სწორედ იქ მოხდა ისტორიული შეხვედრა. 1926 წლის 22 ნოემბერს, ბრიტანეთში საბჭოეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ლეონიდ კრასინი ბრიტანელ ლორდებთან საუბარში ასეთ ისტორიას ყვება: „მე და სტალინი, რომელსაც მაშინ „კობას“ ფსევდონიმი ჰქონდა, აქ, ლონდონში ჩამოვედით ყალბი პასპორტებით. თან, ორფსკერიანი ჩემოდანი ჩამოვიტანეთ, რომელშიც 100 ათასი ოქროს ფრანკი გველაგა და ეს ფული მე ჟენევაში ჩავუტანე ლენინს. ფული კი ბაქოში, როტშილდის კანტორაში მოვიპოვეთ კამოსთან ერთად და მორიგი ექსპროპრიაცია განვახორციელეთ. აქვე, აკადემიურ კაფეში გავიცანით თქვენი ამჟამინდელი დაუძინებელი და მოუხელთებელი მტერი, ჯავახარლალ ნერუ, რომელიც კემბრიჯში სწავლობდა. სტალინმა და ნერუმ ორიოდე საათი ისაუბრეს და როგორც შევატყვე თქვენს ამჟამინდელ მტერს (ნერუს), კობათი (სტალინით) ძალიან მოიხიბლა. ასე რომ, ძვირფასო ლორდებო, ჩვენ, კომუნისტებსაც შეგვწევს რაღაც-რაღაცების ძალა. თანაც, ლაპარაკია ამხანაგ სტალინზე, რომელსაც ადამიანების დარწმუნების ნიჭი აქვს...“ დიპლომატ ლეიტენანტ კრასინს, ეს „ბახუსური ენაწაგდება“ (სტალინის გამონათქვამი, რადგან ის ძლიერ ნასვამი იყო) ძვირი დაუჯდა – 23 ნოემბრის ყველა ლონდონური გაზეთი დაწვრილებით წერდა მისი ნალაპარაკევის შინაარსს. წაიკითხა, რა თქმა უნდა, სტალინმაც. მეორე დღეს კი – 24 ნომბერს, 56 წლის ჯანღონით სავსე კრასინი, მოულოდნელად გარდაიცვალა ლონდონში... ოთხი წლით ადრე კი, 1922 წლის 14 ივლისს, იგივე ბედი ეწია კამოსაც, რომელიც 40 წლის ასაკში ავტომობილმა გაიტანა თბილისში. ცოტა ხნით ადრე ის თავის მემუარების გამოქვეყნებას გეგმავდა,  სტალინთან ერთად „კავკასიურ ექსპროპრიაციებზე“. კამოს მემუარები მაშინ უკვალოდ გაქრა.
მოგვიანებით, 1947 წლის დეკემბერში, უკვე ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ჯავახარლალ ნერუ იხსენებდა 1905 წელს, ლონდონის აკადემიურ კაფეში სტალინთან შეხვედრას: „სტალინმა მაშინ ჩემზე ძლიერი ზემოქმედება მოახდინა და მიბიძგა იქითკენ, რაზეც მთელი ცხოვრება ვფიქრობდი და ჩემი ინდური პატრიოტიზმის განმსჭვალული სული, მებრძოლ სულად გადააქცია...“ პრემიერ ნერუს აღარ დაუკონკრეტებია, რომ საბჭოთა ბელადს ნერუს გადაქცევა „მებრძოლ სულად“ საკმაოდ ძვირი დაუჯდა, რადგან მას დიდი ოდენობით საბრძოლო იარაღს აწვდიდა (მეორე მსოფლიო ომის დროსაც). საბჭოთა სამხედრო ინსტრუქტორები კი, ნერუს ბოევიკებს წვრთნიდნენ და არა ერთი ჩეკისტური რაზმი იბრძოდა ნერუსთან ერთად. ამასთანავე, სტალინი ნერუს რამდენჯერმე საიდუმლოდაც შეხვდა მოსკოვში – მათ ძალიან საქმიანი და ნაყოფიერი საუბრები ჰქონდათ. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „1940 წლის 8 აგვისტოს, ბერიას უწყების საგარეო განყოფილებამ 51 წლის ნერუ მოსკოვში მალულად ჩამოიყვანა. კუნცევოს აგარაკზე მოიყვანეს, სადაც მეც ვიყავი მიწვეული. ნერუ სტალინს ისე უყურებდა, როგორც ღვთაებას და იმითაც იყო განცვიფრებული, რომ სტალინმა დაწვრილებით იცოდა ყველაფერი ნერუზე, მის ბოევიკებზე. ის ყურადღებით იბეჭდავდა სტალინის თითოეულ სიტყვას და ბოლოს უთხრა:
– დიდო ბელადო, გარწმუნებთ, რომ როცა თქვენი დიდი დახმარებით, ინდოეთს კოლონიზატორებისგან გავათავისუფლებთ, საბჭოეთს ინდოეთზე დიდი მეგობარი არ ეყოლება.
– სიტყვაზე გიჭერთ, – მიუგო სტალინმა და დააყოლა, – თქვენი ბრძოლა სულ მალე წარმატებით დასრულდებაო.
შეხვედრა რომ დამთავრდა, ნერუმ სტალინის გამოწვდილ ხელთან დაიხარა და ეამბორა, მადლობისა და აღიარების ნიშნად...“
მართლაც, გახდა თუ არა ნერუ პრემიერი, ინდოეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და მნიშვნელოვანი ძალა გახდა საბჭოეთისთვის, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო ასპექტებში“.
скачать dle 11.3