კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ დავიამოთ კბილის ტკივილი სახლის პირობებში

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

* გაწუწნეთ ყინულის ნატეხი. ასევე შეგიძლიათ, ყინული 15 წუთით დაიდოთ მტკივნეულ კბილზე ან მის გარეთ, ლოყის შესაბამის უბანზე, სულ მცირე, 3-4-ჯერ დღეში;
* ღრძილებიდან სისხლდენის დროს გამოიყენეთ შემდეგი გამოსავლები: 50–60 გრამი მუხის ქერქი და 4–5 გრამი ცაცხვის ყვავილი აურიეთ. 1 ჩაის კოვზ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით და 15–20 წუთი დადგით. გაწურეთ. ოთახის ტემპერატურამდე გააცივეთ და დღის განმავლობაში პირში რამდენჯერმე გამოივლეთ.
* ჩაყარეთ ნახევარი კოვზი სუფრის მარილი ერთ ჭიქა ცხელ წყალში და კარგად აურიეთ, დაელოდეთ, რომ ცოტა გაცივდეს და შემდეგ რამდენჯერმე გამოივლეთ.
* აიღეთ ღორის ქონის გაუმდნარი ნაჭერი, სასურველია, ნაკლებად მარილიანი. დაიდეთ მტკივნეულ ადგილას ღრძილსა და ლოყას შორის და 15-20 წუთში კბილის ტკივილი გაგივლით.
* 3 სადილის კოვზ გვირილას დაასხით 400–500 მილილიტრი მდუღარე. 15–20 წუთი წყლის აბაზანაზე დადგით. გაგრილებისა და გაწურვის შემდეგ, ხსნარს 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი დაუმატეთ და დღეში 5-7-ჯერ გამოივლეთ.
 * ერთი და იმავე რაოდენობის წიწაკასა და მარილს რამდენიმე წვეთი წყალი შეურიეთ და იქამდე თქვიფეთ, სანამ პასტისებრი არ გახდება. დაიდეთ პასტა კბილზე, რომელიც გაწუხებთ და რამდენიმე წუთი დაელოდეთ.
* 4 წილი კრაზანის ბალახი და 1 წილი ფიჭვის წიწვი აურიეთ. 4 სადილის კოვზ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით და დაბალ ცეცხლზე, 2–3 წუთი ადუღეთ. ნაყენი 1–2 საათი დადგით. შემდეგ გაწურეთ და დაბალ ცეცხლზე ისევ ადუღეთ, სანამ ნარევი სანახევროდ არ აორთქლდება. გაგრილების შემდეგ მარლის ტამპონი დაასველეთ და ანთების ადგილას დაიდეთ.
 * დაფქვით ორი მთლიანი მიხაკი, შეურიეთ ცოტა ზეითუნის ან ნებისმიერ მცენარეულ ზეთს და დაიდეთ კბილზე.
* დაღეჭეთ ხახვის პატარა ნაჭერი და რამდენიმე წუთში ტკივილი იკლებს.
* დაასველეთ ბამბა ვანილის წვენში და დაიდეთ კბილზე. კბილის ტკივილი რომ აღარ განმეორდეს, ეს პროცედურა გაიმეორეთ რამდენიმე დღის განმავლობაში.
* ყურში ჩაიდეთ მრავალძარღვას ფოთოლი. ნახევარ საათში კბილის ტკივილი გაგიყუჩდებათ. ეფექტურია ასევე, მრავალძარღვას ღეროს დაღეჭვა, ან მისი ნახარშის გამოვლება პირის ღრუში. მისი წვენის ყურში ჩაწვეთება კი, აყუჩებს ყურის ტკივილს.

ჭიების სამკურნალო ყველაზე ეფექტური საშუალებები
* 1 საშუალო ხახვი დაჭერით და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 12 საათი და გადაწურეთ. დალიეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით  დღეში 2-ჯერ მშიერ კუჭზე, 3-4 დღის განმავლობაში.
* მიიღეთ დღის განმავლობაში 50-100 გრამი სტაფილოს წვენი ან ზეთით შეზავებული გახეხილი სტაფილო.
* უზმოზე მიიღეთ თაფლით შეზავებული გოგრის გატარებული, ნედლი თესლი.
 * აიღეთ 1 პატარა თავი ნიორი, ხარშეთ 20 წუთი 300 გრამ რძეში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ 1-2 სადილის კოვზი. ასევე, შეგიძლიათ, 1 ჩაის ჭიქა რძეში მოხარშოთ 1 თავი გასუფთავებული ნიორი დარბილებამდე. შემდეგ გადაწურეთ, გააცივეთ და გამოიყენეთ ოყნისთვის. ზრდასრულმა  ადამიანმა
შეიძლება, მთლიანი პორცია გაიკეთოს, ბავშვს კი მეოთხედ ან ნახევარ  ჩაის ჭიქას უკეთებენ.
* ნესვის გულის წვენი საუკეთესო საშუალებაა სოლიტერის გამოსადევნად. ამისთვის, დალიეთ ნესვის წვენი ერთი ჭიქის ოდენობით. მნიშვნელოვანია, რომ ნესვი იყოს ბუნებრივად მოყვანილი.
* აიღეთ 70 ცალი სამურაბე კაკალი, დაჭერით და ფენა-ფენა მოაყარეთ შაქარი. 3 კვირის განმავლობაში დადგით მზეზე, გადააფარეთ მარლა, შემდეგ გადაწურეთ და შეინახეთ გრილად. ბავშვის დოზაა თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, დიდებისთვის კი – 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში.
* 100 გრამ გატარებულ გოგრის გულს შეურიეთ 50 გრამი თაფლი. მიიღეთ უზმოზე, 1 სადილის კოვზის ოდენობით 10-14 დღის განმავლობაში. კურსის  ბოლო დღეს გოგრის გულის ჭამიდან 1 საათის შემდეგ, დალიეთ 1 ჩაის ჭიქა რძე, რომელშიც წინასწარ მოიხარშა 1 თავი გასუფთავებული ნიორი. ნახევარი საათის შემდეგ დალიეთ  კუჭის მოქმედებისთვის რაიმე. კიდევ 1 საათის შემდეგ კი, გაიკეთეთ გვირილის ყვავილის ნაყენის თბილი ოყნა.
* აიღეთ გვირილა, აბზინდა და ასფურცელა  თანაბარი რაოდენობით. დაასხით 2 სადილის კოვზ ნაკრებს 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. დააყოვნეთ თერმოსში 1 ღამე, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ1 ჩაის ჭიქის ოდენობით დილით, უზმოზე და ძილის წინ.
* 1 სადილის კოვზ აბზინდისა და ასისთავას  ნაკრებს დაასხით  1 ჩაის ჭიქა წყალი და ხარშეთ  20 წუთით. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დილით, უზმოზე და ძილის წინ, 8 დღის განმავლობაში.
* 1 ცალ ბროწეულის ქერქს დაასხით 150 მილილიტრი მდუღარე წყალი. მიღებული ნაყენი გაყავით 3 ნაწილად და დალიეთ  30 წუთის განმავლობაში მშიერ კუჭზე. 3-4 საათის შემდეგ მიიღეთ კუჭის მოქმედების რაიმე საშუალება.




ნიახურის სასწაული შესაძლებლობები

ნიახური – გემრიელი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ის ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და კულინარიაში. შეიცავს ეთერზეთებს, მინერალურ ნივთიერებებს, მჟავებს, ვიტამინებს: C, B, PP და ასევე, წყლულის საწინააღმდეგო  U ვიტამინს. ნიახურს აქვს ანტიალერგიული, ანტისეპტიკური და მატონიზებელი თვისებები. აუმჯობესებს მადას. C ვიტამინით ის აღადგენს სისხლის მიმოქცევას, ეფექტურია ჰიპერტონიის დროს. მასში არსებული რკინა, მაგნიუმი და კალციუმი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ორიოდე ღერი ნიახური A და C ვიტამინების დღიური ნორმის 15 პროცენტს შეიცავს. ნიახური, დიდი რაოდენობით წყლის შემცველობით, შესანიშნავად დაატენიანებს თქვენს ორგანიზმს.
 დღის განმავლობაში 120 გრამი ან 2 ღერი ნიახური მრავალი საშიში დაავადებისაგან დაიცავს თქვენს ორგანიზმს.
 კლიმაქსი შეუმჩნევლად და გართულებების გარეშე ჩაივლის, თუ 35 წლის ასაკიდან სისტემატურად მიირთმევთ ნიახურის ძირებით შეკაზმულ კერძებს. ნიახური ეფექტურია მტკივნეული მენსტრუაციის დროს. ამ შემთხვევაში იყენებენ ნიახურის თესლის ნაყენს, რადგან მასში არის ნივთიერება აპიოლი, რომელიც ასტიმულირებს საშვილოსნოს შიგნითა შრის შეკუმშვას.
ეს მცენარე შეუცვლელია მამაკაცებისთვისთვისაც, რადგან მასში არის ანდროსტერონი – მამაკაცის სასქესო ჰორმონი, რომელიც ამაღლებს პოტენციას. საამისოდ სასურველია, ყოველდღე მიიღოთ მცენარის ახალგამოწურული წვენი.
კანის ჩირქოვანი დაავადებებისას 1 სადილის კოვზ, წვრილად დაჭრილ ნიახურის ძირებს დაასხით 1,5 ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 4 საათი, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ თითო-თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ. კარგია 1-2 ჩაის კოვზი ახალგამოწურული ნიახურის ძირების წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ნიახური შეიცავს კუმარინს, რომელიც დაზიანებული უჯრედების აღდგენაში ეხმარება ორგანიზმს. ხელს უშლის უჯრედების მუტაციას და ამცირებს კიბოს რისკს. ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აჩერებს კიბოს უჯრედის ზრდას.
 მხედველობის პრობლემების შემთხვევაში, ნიახური შეძლებს თქვენს დახმარებას. მისი  ერთი ღერი შეიცავს A ვიტამინზე ორგანიზმის დღეღამური მოთხოვნის 10 პროცენტს. როგორც ვიცით, A ვიტამინი სასარგებლოა კანისთვისაც.
ნიახურის ძირებისგან მომზადებული სალათა  მოგიხსნით მოთენთილობას და ენერგიას შეგმატებთ. გახეხეთ ნიახურის ძირები, მომჟავო-მოტკბო გათლილი ვაშლი და საშუალო ზომის სტაფილო. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 2 სადილის კოვზი ოხრახუში, 3 ცალი ნიგოზი და მარილი – დაასხით  ცოტა მცენარეული ზეთი.
ნიახური პროსტატიტის პროფილაქტიკის საშუალებაცაა. შარდმდენი თვისების გამო, ის ამარცხებს შარდსასქესო სისტემისა და რეპროდუქციული ორგანოების ინფექციურ დაავადებებს. გარდა ამისა, შეიძლება, გამოვიყენოთ თირკმელებისა და ღვიძლის სამკურნალოდაც.
 ნიახური ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. თუ ასთმა ან ქრონიკული ბრონქიტი გაწუხებთ, რეგულარულად მიირთვით ნიახური.
ნიახური აღადგენს დარღვეულ წყალ-მარილოვან ცვლას. შესაბამისად, ის სასარგებლოა  მათთვისაც, ვისაც სიმსუქნე, პოდაგრა, დიაბეტი, რევმატიზმი და პოლიართრიტი აწუხებს. ნიახური კურნავს ამ დაავადებებს და პარალელურად, სახსრების ტკივილსაც ხსნის.
ნიახურს მხოლოდ ტოქსინები კი არ გამოაქვს ორგანიზმიდან, არამედ ნივთიერებათა ცვლასაც აუმჯობესებს, დაბალკალორიულია და შეიცავს უჯრედისს, რომელიც შიმშილის გრძნობას აკონტროლებს. 100 გრამი მწვანილი მხოლოდ 16 კალორიას შეიცავს.
ართრიტის დროს სასარგებლოა 2 სადილის კოვზი ახალგამოწურული ნიახურისა და ოხრახუშის წვენის ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
რევმატიზმის, პოდაგრის, სახსრების ტკივილის დროს: 1 სადილის კოვზ ნედლ, წვრილად დაჭრილ ნიახურის ძირებს ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით. 4 საათი თავდახურულ ჭურჭელში დააყენეთ, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეგზემის, ფსორიაზისა და ვიტილიგოს დროს რეკომენდებულია ნიახურის შეზელა კანში დღეგამოშვებით, 10-20 წუთის განმავლობაში. სულ უნდა გაკეთდეს 10-18 პროცედურა. 2 თვის შემდეგ კი, მკურნალობის კურსი უნდა გაიმეოროთ.
შეიცავს  C ვიტამინს. რომელიც გაციების საწინააღმდეგოა და ასევე, ამცირებს ასთმის, ართრიტების პრობლემას, გულის დაავადებებისა და კიბოს რისკს.
ნიახური შეიცავს პტალიდებს, რაც წარმოქმნის მეტ სივრცეს სისხლძარღვებისთვის. ეს კი ხელს უწყობს სისხლის მოძრაობის შენელებასა და წნევის დაწევას.
ნერვული აშლილობისას ადამიანმა რაც შეიძლება, მეტი ნიახურის ძირი უნდა მიიღოს — დამშვიდდება და გაწონასწორებული გახდება. ამისთვის  ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნიახურის ძირების წვენი და თაფლი. მიიღეთ 3 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად, 8-8 ჩაის კოვზი ნარევი.
ნიახურის 8-კვირიანი რეგულარული მიღების შემდეგ, ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.
ნიახურის ყველაზე სასარგებლო ნაწილი ფესვია, რომელსაც ამატებენ ღვიძლისა და თირკმელების სამკურნალო პრეპარატებს და იყენებენ სქესობრივი ფუნქციის გასაძლიერებლად.
ნიახური მასში შემცველი მინერალების წყალობით, არეგულირებს სითხის ბალანსს და ასტიმულირებს შარდვას, რათა გამოდევნოს ჭარბი სითხე ორგანიზმიდან.
ნიახური არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.
скачать dle 11.3