კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რატომ არ შეიძლება ეკლესიასთან გაშინაურება და რატომ არიან დამონებული თანამედროვე ქრისტიანები ცრუ სწავლებებს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 ადამიანებს ხშირად საეკლესიო სწავლების, მართლმადიდებლობის მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვთ. ბევრი ცრუ სწავლებას ეყრდნობა და ბევრ რამესთან მაგიური დამოკიდებულება აქვს; ბევრსაც ჰგონია, რომ ქრისტიანობა მონური მდგომარეობაა. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):


– იესო ქრისტე, განკაცებული ღმერთი, იმიტომ მოვიდა ამქვეყნად, რომ დაცემული კაცი აღადგინოს, სნეული განკურნოს, ყველა ადამიანი კარგად იყოს – არა მხოლოდ ქართველი, არამედ ყველა ეროვნების. ერთხელ იეღოვას მოწმემ გამაჩერა და მითხრა: მამაო, გისმენთ და მომწონს თქვენ რომ საუბრობთო. თუ მოგწონს, რატომ არ მოდიხარ ეკლესიაში-მეთქი. ძალიან ბევრი რამ არ მესმისო. ეს ადამიანები, ეტყობა, იმდენად არიან დამონებულები ცრუ სწავლებას, რომ საკუთარი ცრუ შეხედულებები აქვთ. თავისუფლება ჭეშმარიტებაა და თუ ადამიანი შეიცნობს იესო ქრისტეს, ის გაგვათავისუფლებს მონობისგან.
– მამაო, ბევრს ჰგონია, რომ როდესაც ეკლესიაში მივა, აუცილებლად დამონებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
– კი, ასეა. მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეთ, რომ ქრისტიანობა, პირიქით, ათავისუფლებს ცრუ სარწმუნოებისგან, ცრუ იდეოლოგიისა და შეხედულებისგან და ამაღლებს საკუთარ თავზე. პავლე მოციქული ამბობს: გიხაროდენ და კვლავაც გეტყვით: გიხაროდენ. იოანე ოქროპირი განმარტავს: რა უნდა გვიხაროდეს. უნდა გვიხაროდეს, რომ ოდესღაც არარაობა ვიყავი და ღმერთმა არსებობის საშუალება მოგვცა. ჩვენი უგუნური ცხოვრების გამო გამოგვაძევა სამოთხიდან და შემდეგ, თავად განკაცდა. როცა ადამიანს ამ სიტყვებს ეუბნები და ის რწმენით იღებს, აუცილებლად გაიხარებს, რადგან მასში იქნება იესო ქრისტე და ამქვეყნიური სიყვარული. ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაციაა. იმ ტორნადომ, რასაც „ციანიდი“ ჰქვია, რამდენჯერმე გადაუარა ჩვენს ეკლესიას. თუმცა, ეკლესია არასდროს შეირყევა, ასეთი ტორნადოები ხშირად იქნება, მაგრამ ეკლესია გაუძლებს. მათ, ვინც ებრძვის ეკლესიას, არ იციან, რომ როცა ეკლესიას ებრძვი, ის ამ დროს უფრო მეტად ძლიერდება, უფრო მეტად ასრულებს თავის ფუნქციას, რადგან ეკლესია მებრძოლი საზოგადოებაა. ყველა მართლმადიდებელმა უნდა იცოდეს, რომ ეკლესია არ არის გასართობი, თავშესაქცევი ადგილი: მხოლოდ ჯვრისწრებისა და ნათლობების. როცა ყველაზე მეტად უხარია ადამიანს, მაშინ უნდა უთხრა: შენი სიხარული დროებითია, შეიძლება, მალე დამთავრდეს და მე მინდა, ჭეშმარიტება გახარო. ახლა რომ თხოვდები და თუ გინდა, გაიგო, როგორ იყო ბედნიერი, რამდენიმე თვეში არ მოხვიდე ეკლესიაში ატირებული. უნდა იცოდე, რომ ბედნიერება არ არის გათხოვება. ბედნიერებაა, როცა შენს გულში ცხოვრობს იესო ქრისტე. როცა შენი გულის კარი ღიაა და შენი გულის კარი სასუფევლის კარია. ძალიან საწყენია, როდესაც ადამიანი ჯვარს იწერს, ტოვებს ეკლესიას და ორი წლის შემდეგ, მოდის ატირებული. სანამ იქამდე მივალთ, რომ მეუღლესთან გაშორებას გადავწყვეტთ, მოდით ეკლესიაში, ჰკითხეთ სასულიერო პირს: რა მავალია მე, რა არის მოვალეობა ჩემი, როგორც სიძის, პატარძლის; როგორ უნდა მოვექცე ოჯახის წევრებს, რატომ დამადგით გვირგვინი? ეს ხომ კარიკატურა არ არის – პატარა სახელმწიფო შეიქმნა სახელმწიფოში და თუ ჩვენ მეფეები ვართ, ჩვენი ცოლები დედოფლებად უნდა ვაქციოთ. დღეს, სამწუხაროდ, ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურია. რომ ეუბნები, შენ უნდა გეშინოდეს ქმრისა, ეცინებათ. არავინ განუმარტავს მათ, რომ შიში შეიქმს სიყვარულსა, რომ უნდა მოკრძალება გქონდეს მეუღლის – არ გააბრაზო, იყო მისი ერთგული, თავმდაბალი. იმიტომაც არის დღეს ჩვენი ცხოვრება თავდაყირა: რომელ ცოლს უყვარს ბოლომდე ქმარი და რომელ ქმარს უყვარს ბოლომდე ცოლი? რატომ ინგრევა ასე მალ-მალე ოჯახები, რატომ არიან ჩვენი შვილები დეპრესიულები? რატომ არის კოლონიები ბავშვებით სავსე? თუ გვინდა, ჩვენი ქვეყანა აღმავლობის გზას დაადგეს, ამდენი ოჯახი არ დაინგრეს, ჩვენი შვილები თავისუფლები იყვნენ, ჩვენ, ყველანი უნდა ვიყოთ თავისუფლები. როდესაც მექორწილეებს თავზე ადგამენ გვირგვინს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვნებაზე გავიმარჯვეთ, მაგრამ ვნებაზე კი არ ვიმარჯვებთ, ვნებაში ვვარდებით. ძალიან მალე ხვდება ადამიანი, რომ მოტყუვდა. მალევე ხვდება, რომ ის დაპირება, რომელიც შეყვარებულობის დროს უთხრა საცოლემ საქმროს, ან საქმრომ – საცოლეს, ტყუილი ყოფილა. ამ ტყუილში ვცხოვრობთ, ადამიანები დამონებულები არიან თავის ეგოიზმს. ორი ეგოისტი ქმნის ოჯახს და არცერთი არ უთმობს მეორეს არაფერს. მოთმინება, სიყვარული, მიტევება უნდა ვისწავლოთ, ვიფიქროთ იმაზე, რით გავახაროთ საზოგადოება, ოჯახის წევრები, მრევლი, სულიერი ძმები. პირდაპირ ამბობს ესაია წინასწარმეტყველი: ბოლო ჟამს ღვთის სიტყვის შიმშილი ჩამოვარდება. არავინ იქადაგებს, უფრო სწორად, ჭეშმარიტებას აღარ იქადაგებენ. საქართველოშიც შეიძლება, მალე დადგეს დრო, როცა ქრისტიანობის გარდა, ყველა სარწმუნოებას იქადაგებენ. 300-ზე მეტი მეჩეთია საქართველოში და სხვადასხვა სექტის წარმომადგენელთა შენობები. როცა მართლმადიდებლური ეკლესიის აშენებას ვითხოვთ, მიწის გამოყოფაზე დიდი კამათი მიდის. ამ დროს სხვა რელიგიისა და კონფესიის მიმდევართ, ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ ექმნებათ. ისევ ქრისტიანებს ზღუდავენ მართლმადიდებელი ქრისტიანები. დღეს, იცით, როგორი დროა, ვინც ეკლესიაში მოსასვლელია, ისინი მოვლენ და ვინც გასასვლელია, ისინი წავლენ.
– არაერთხელ გვითქვამს, რომ ხშირად, ეკლესიაში მოსიარულე ადამიანები ხდებიან სხვებისთვის დამაბრკოლებლად.
– ძალიან ცუდია ეკლესიაში გაშინაურება. თუ მღვდელი, დიაკვანი ან სხვა სასულიერო პირი ეკლესიასთან გაშინაურდება, მაშინ იწყება მისი სულიერი კვდომა. ამდენი ხანია, დავდივარ, ეს ჩემი ადგილია, მესანთლე ვარ ამდენი წელია, მგალობელი და ასე შემდეგ. ისინი მღვდელს აღარ უსმენენ. რომ მოხვედი ეკლესიაში და ისევ განკითხვაში ხარ – ბოროტი, შურიანი, ლოცვებს რომ არ კითხულობ, სათნოება არაფერი მოგიპოვება, ქრისტე რომ მეორედ მოვა, რას ეტყვი: 20 წელი ეკლესიის მრევლი ვიყავიო? ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. არავინ ცხონდება იმით, რომ ქართველია, ოდესმე მოინათლა და ამდენი წელი გაატარა ეკლესიაში. თაგვმა შეიძლება, მთელი ცხოვრება წისქვილში გაატაროს, მაგრამ მეწისქვილეობის ვერაფერი გაიგოსო. ასეთი ბევრი მინახავს, მათ შორის, სასულიერო პირებში – შეიძლება, სახარება არ ჰქონდეს ბოლომდე წაკითხული. ნათლობის დროს ვკითხოთ რომელიმე ნათლიას: რა არის მრწამსი, რა არის ცხონება, რატომ უჭირავს სანთელი, ჯვარი რატომ ჩამოჰკიდა და ასე შემდეგ. ასე ნათლობაში მონაწილეობის მიღება უკვე მაგიაა და სხვა არაფერი. სასულიერო პირი რომ გეტყვის: შვილი რომ გეყოლოს, აქ ხატი უნდა იყიდო 200 დოლარადო; გარკვეული დედაოები რომ იბარებენ, 4-ჯერ 7-ჯერ უნდა დაესწრო სიანსებსო, ეს მართლმადიდებლობაა? ეს ხომ მაგიაა, ხალხის მოტყუებაა. იესო ქრისტე ამბობს: ვინც ირწმუნებს, ის გადარჩება, დააკაკუნეთ და გაგეღებათ, ითხოვეთ და მოგეცემათო. არსად წერია: ამდენი უნდა გადაიხადო, ეს უნდა შეიძინო, რომ შვილი მოგეცეს და ასე შემდეგ. ბევრმა სასულიერო პირმა, ქრისტიანმა მაგიური დამოკიდებულება მიიღო ეკლესიის მიმართ. იქ თუ წახვალ, მოგეცემა შვილი, ამდენჯერ უნდა ჩახვიდე იერუსალიმში, ფოთოლს თუ წამოიღებ ან ქვას ამ ეკლესიიდან, აუცილებლად გეყოლება შვილი. ეს არ არის მართლმადიდებლობა და ეს არ წერია სახარებაში. ნებისმიერ მოძღვარს ნებისმიერ ტაძარში შეუძლია, წაგიკითხოს ლოცვა და შენ განიკურნო, თუ რწმენა გაქვს. რადგან სულიწმიდის მადლი ყველგან ერთი და იგივეა.

скачать dle 11.3