კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№38 მიწის რამდენი ნაკვეთი აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს, იაკობ ედილაშვილს და რა უჯდება მას ყოველწლიურად ათწლიანი იპოთეკური სესხის მომსახურება

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე იაკობ ედილაშვილი 1979 წელსაა დაბადებული. პირველადი უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე მიიღო და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის პროფესიას დაეუფლა, ხოლო 2005 წელს იმავე ფაკულტეტზე სწავლისას – საერთაშორისო სამართლის სპეციალობას. მისი შრომითი ბიოგრაფია 2001 წელს დაიწყო თავდაცვის სამინისტროში (ოფიციალურ ბიოგრაფიაში მის მიერ დაკავებული თანამდებობები მითითებული არ არის).  2005-2008 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა – საფინანსო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსად, შემდეგ კი საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტიც დაიკავა.  2008-2012 წლებში საქართველოს პარლამენტში საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი იყო; 2012-2014 წლებში – ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი; 2014 წლის აპრილიდან აგვისტომდე – იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ფინანსური ოპერაციების დირექტორი. 2014 წლის აგვისტოში კვლავ თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა –  ფინანსების მართვის დეპარტამენტის  უფროსად. ხოლო 2015 წლის 9 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა,  2016 წლის 6 აპრილიდან კი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილეა.
იაკობ ედილაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაციაც 2014 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და ოჯახის წევრებად მიუთითა, მეუღლე, სამი შვილი და დედა.
იმხანად იაკობ ედილაშვილს ეკუთვნოდა ბინა სოფელ დიღომში (88 კვ. მ) და ავტომანქანა nissan teanna, დედამისს კი – ბინა თბილისში, მუხიანში (90 კვ. მ.).
2013 წლის განმავლობაში იაკობ ედილაშვილმა, როგორც თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, 37 440 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ, როგორც დაზვერვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, 12 000 ლარი, დედამ კი, როგორც სკოლის ფილოლოგმა, 3 600 ლარი.
იაკობ ედილაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა სამი შვილი.
ამჟამად იაკობ ედილაშვილის საკუთრებაა მიწის ორი ნაკვეთი თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ენაგეთში  (3 630 კვ. მ. და  10 513 კვ. მ. ფართობების), რომლებიც 2017 წელს შეიძინა და მშენებარე ბინა სოფელ დიღომში (88 კვ. მ.).
მის შვილებს საბანკო ანაბრებზე ერიცხებათ: 3 468, 3 108 და 1 915 ლარი.
2016 წლის განმავლობაში იაკობ ედილაშვილმა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ოთხ თვეში 16 943 ლარი მიიღო, ხოლო, დარჩენილ რვა თვეში, როგორც ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ – 57 393 ლარი.
2013 წელს იაკობ ედილაშვილმა 34 000 აშშ დოლარის ოდენობის ათწლიანი იპოთეკური სესხი აიღო, რომლის მომსახურებაც 2016 წელს 16 501 ლარი დაუჯდა.

скачать dle 11.3