კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№38 სისხლის მწოვლები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ყველაზე დავალებული მსოფლიოში 



თუკი აქამომდე საქართველოს ყოველი 1 000 მოქალაქიდან ბანკის ვალი 700-მდეს ჰქონდა და ასეთთა რეიტინგის პირველ სამეულში ვიყავით, სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, ყოველი 1 000-დან აწ უკვე 800 მოქალაქეა ბანკის მოვალე და, შესაბამისად,  პირველებიც ვართ მსოფლიოში.
თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ისტორიული მაქსიმუმია, ნუ იტყვით და, არცერთ ქვეყანას არ ჰქონია მსგავსი მაჩვენებელი.
აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ რამდენად არიან დამოკიდებულები საქართველოს მოქალაქეები ბანკებზე და ისიც, რომ პოტენციალური ბანკროტებიც ბრძანდებიან. იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოს ბანკებში სესხების საპროცენტო განაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია იმავე მსოფლიოში.
თუმცა დაუშვებელია, მაგრამ ჩვენებური ბანკები სესხებს შემოსავლის დადასტურების გარეშეც გასცემენ.
მეტიც, მიუხედავად სავალუტო ფონდის არაერთი რეკომენდაციისა,  რომ ბანკმა მხოლოდ გადახდისუნარიან კლიენტებზე გასცენ სესხი და რომ ბანკის მომსახურების თანხას არ უნდა მიჰქონდეს მსესხებლის მთლიანი შემოსავალი, ეროვნული ბანკი ყურსაც არ იბარტყუნებს.
ამასაც რომ თავი დავანებოთ, მაინცდამაინც, არც ჩვენი მოსახლეობა გამოირჩევა დიდი დაკვირვებითა და მომავლის გათვლის უნარ-სურვილებით. შესაბამისად, სანამ ეროვნული ბანკი თავის მოვალეობას შეასრულებს, მოქალაქეები კი, სესხებისადმი პასუხისმგებლობას გამოიჩენენ, იქნებ პროცენტების დაანგარიშების უფასო კურსები მაინც გაეხსნათ, სანამ ბანკები ჩვენს სისხლსაც დალევდნენ, ოღონდ, მეორე მხრივ, ეს არც მთლად ურიგოა, ისევ ხომ გავაკვირვეთ მსოფლიო?! –
скачать dle 11.3