კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ უნდა იქცეთ „ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებლიდან მის მონაწილე მსახიობად და რატომ ვერ დაბრუნდება ამ სერიალში გიორგი ბახუტაშვილი, პროდიუსერების დიდი სურვილის მიუხედავად

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ეთერში მეთორმეტე სეზონით ბრუნდება. ამ სეზონზე, მაყურებელს საშუალება ექნება, სერიალის თანამონაწილე თავად გახდეს. რისი გაკეთებაა ამისთვის საჭირო, რა კითხვებს გაეცემა პასუხი ახალ სერიებში, იქნება თუ არა ეს სეზონი ბოლო, ამ და სხვა კითხვებზე პასუხს, სერიალის პროდიუსერისგან, ირაკლი საღინაძისგან შეიტყობთ.
– გეგმის მიხედვით, 15 სექტემბერს უნდა გავიდეთ ეთერში. მიზანი ესაა, მაგრამ შეიძლება, ამ თარიღმა ცოტა გადაიწიოს. ამ შემთხვევაში, მაქსიმუმ, ერთი კვირით გვიან, 23-ში დავიწყებთ.
– სიახლე გაქვთ. ახლა მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, თავად გახდეს სერიალის მონაწილე. რისი გაკეთებაა ამისთვის საჭირო?
– უკვე იმდენად ბევრი სივრცე მოვიცავით, რომ საჭიროებებიც გაიზარდა. თან, ვისთანაც ვითანამშრომლებთ, მათთვის ეს რეალური შემოსავლის წყარო იქნება. ჩვენთვისაც მოსახერხებელია, რომ საკუთარი ბაზა გვქონდეს და შუამავლების გარეშე, პირდაპირი კომუნიკაცია დავამყაროთ პოტენციურ მსახიობებთან. ეს ეხება მასობრივი სცენებისა თუ ეპიზოდური როლებისთვის საჭირო მსახიობებს, ავტომობილებსა და სახლებს.
– რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მე, ჩემი ავტომობილი ან ჩემი სახლი სერიალში მოვხვდეთ?
– განსაკუთრებული არაფერი. აგზავნით პირად მონაცემებს ფოტოებთან ერთად, ჩვენს „ფეისბუქ-გვერდზე“. შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, გიკავშირდებათ პროდიუსერი და მოდიხართ გადაღებაზე. ბუნებრივია, სანაცვლოდ მიიღებთ კონკრეტულ ანაზღაურებას. თუმცა, არის წესები, რომლის დაცვაც მოგიწევთ: უცებ ვერ იტყვით დავიღალე და ახლა სახლში უნდა წავიდეო. ასე არ გამოვა (იცინის). ანალოგიურად ხდება სახლისა და ავტომობილის შემთხვევაშიც. ეს შეიძლება, იყოს ერთჯერადი თანამშრომლობა, ან მრავალჯერადი, გრძელვადიანი კონტრაქტით. ასე რომ, მაყურებლიდან შეგიძლიათ, სერიალის მონაწილედ იქცეთ. ამ გზით მოსულმა მსახიობმა შეიძლება, იმხელა სიმპათია დაიმსახუროს, რომ დიდი ასპარეზი მიეცეს. აქამდეც ბევრი გვეკონტაქტებოდა სერიალში მონაწილეობის სურვილით, თუმცა ამას ქაოტური სახე ჰქონდა. ვიღაც მე მწერდა, ვიღაც სერიალზე მომუშავე სხვა ადამიანებს. ახლა ამ ყველაფერს სისტემის სახე მივეცით, რაც უფრო მოსახერხებელია და ახლა მათ უფრო მეტი ყურადღება მიექცევათ.
– ვისაუბროთ პირად აღმოჩენებზე. რომელი მსახიობი ან არამსახიობი გახსენდებათ, რომელიც ძალიან პატარა როლზე მოვიდა, თუმცა...
– მაგალითად, გიორგი ბახუტაშვილი, სანამ ცოტნე ცოტაშვილს შეასრულებდა, მანამდე ჩვენთან რაღაც პატარა როლი ითამაშა. ცოტნე ცოტაშვილი ამ ფორმით სულაც არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ იმდენად მოგვეწონა გიორგის შესრულებული ის ძალიან პატარა ეპიზოდი, რომ შემდეგ სეზონში უკვე მთავარი როლისთვის მოვიყვანეთ და იცით, რა შედეგიც მივიღეთ. რაც შეეხება არამსახიობებს, ქეთი ხუციშვილი – ლუნა, ნანუკა გულუა – დოჩი. ეს ადამიანები პროფესიით მსახიობები არ არიან, „ფეისბუქ-სივრცეში“, პირად სანაცნობოში აღმოვაჩინეთ. მათთან ჩვენი მხრიდან წავიდა შეთავაზება, რადგან დავინახეთ, რომ საჭირო უნარები ჰქონდათ და მგონი, არც შევცდით.
– რადგან გიორგი ბახუტაშვილი ახსენეთ, მის პერსონაჟზეც გკითხავთ. გიორგი „იმედზე“ გადავიდა და წინა სეზონზე სერიალში არ იყო. შესაძლებელია, რომ ამ სეზონზე დაბრუნდეს?
– სამწუხაროდ, მისი კონტრაქტი „იმედთან“ ისეთია, რომ ჯერჯერობით, არ მგონია, ეს მოხდეს. მით უმეტეს, ახლა „იმედი“ აგრესიულ პოლიტიკას ეწევა სატელევიზიო ბაზარზე. მაქსიმალურად ცდილობს, სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის თავისთან შემომტკიცებას. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ გიორგის სერიალში დაბრუნება შესაძლებელი იქნება. თუმცა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გიორგისთან თანამშრომლობისთვის. ჯერ ერთი, ჩვენი მეგობარია და პიროვნულად მისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მეორე – ყოველთვის ძალიან გამიხარდება მასთან მუშაობა, რადგან, ძალიან ნიჭიერია.
– ბევრი გადაცემა გადავიდა „იმედზე“ „რუსთავი 2-იდან“ და არა მხოლოდ წელს. როგორც ვიცი, წინა წლებში, „ჩემი ცოლის დაქალებსაც“ ჰქონდა მსგავსი შემოთავაზებები. შეიძლება, ეს სერიალიც გადავიდეს?
– სიტუაციამ შექმნა ასეთი ტენდენცია. სადაც უფრო მეტი ფინანსური სტაბილურობის განცდა და ნაკლები რისკებია, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, კომერციულმა ორგანიზაციებმაც არჩევანი მასზე გააკეთეს. ეს ნორმალური პროცესი მგონია. შემოთავაზებები ყოველთვის იყო სხვა არხებიდან. ჩვენ „რუსთავი 2“ არ ვართ. სერიალს „ფორმულა კრეატივი“ ქმნის „რუსთავი 2-ისთვის“. მაგრამ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს აქ ყოფნა გაცილებით უფრო სწორია მორალური თვალსაზრისით, ამდენწლიან თანამშრომლობას თავისი ღირებულებები ახლავს, რომელსაც ასე მარტივად ვერ გაცვლი სხვა სახის კომფორტში.
– მოკლედ, უარი თქვით „იმედის“ შეთავაზებაზე.
– ასე, პირდაპირი საუბრები არ ყოფილა, თუმცა განწყობები ყოველთვის იყო. არავინაა წინააღმდეგი კარგ შემოქმდებით ჯგუფთან თანამშრომლობაზე. ჩვენთვის პოლიტიკურ თანამოაზრეობას და მსოფლმხედველობრივ თანხვედრასაც მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვართ პროდასავლური ორიენტაციის მომხრე, „რუსთავი 2-იც“ ამ მიმართულებისაა და ამიტომ, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობთ. შესაბამისად, ვრჩებით აქ.
– რაც შეეხება ახალ სეზონს. ალბათ, აისახება მასში წინასაარჩევნო პოლიტიკური ციებ-ცხელება.
– ძალიან დიდი დოზით, არა. დეტალები, რა თქმა უნდა, იქნება. სოციალურ და პოლიტიკურ სატირას ვაკეთებთ და გარკვეული მინიშნებები, ნეგატიური ხასიათის დაცინვა და მხილება, მაინც იქნება.
– პოლიტიკურ ბრალდებებზეც გკითხავთ. ვისაც „რუსთავი 2-ის“ პოლიტიკის მხარდამჭერებად მიაჩნიხართ, ამ არხს კი ნაციონალების ტელევიზიას უწოდებს, ფიქრობს, რომ სერიალში პოლიტიკური ხაზი მიმართულია ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და ნაციონალების პოლიტიკას ატარებს. ამ არჩევნების წინაც იყო საუბარი – ახლაც გამოიყენებენ სერიალს წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნებისთვისო.
– ჩვენ არ ვართ პროპაგანდის საშუალება. ჩვენ გვაქვს შემოქმედებითი თავისუფლება და საავტორო პოზიცია, რომელიც კონკრეტულად, ვინმეს წინააღმდეგ კი არა, ზოგადად, საზოგადოების მანკიერი მხარეების მხილებისკენაა მიმართული. ეს ახასიათებს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ამიტომ კრიტიკა მთელ საზოგადოებაზე გვაქვს გაშლილი. პირადად მე, რას ვფიქრობ და ვის ვაძლევ ხმას – სხვა თემაა, სერიალში კი სხვა. არაფერს ვაკეთებთ ვინმეს ჯინაზე ან ვინმეს ხათრით. ვიქცევით ისე, როგორც სწორად მიგვაჩნია.
– ყოველი სეზონის ბოლოს არის ლაპარაკი, სერიალის დასრულების შესახებ. გამონაკლისს არც მეთორმეტე სეზონი წარმოადგენს. იქნება ეს ბოლო?
– არა (იცინის). ეჭვი მაქვს, რომ ბოლო სეზონი არ იქნება. სერიალი იცოცხლებს მანამ, სანამ ვგრძნობთ, რომ ხალხს აინტერესებს. ბოლო სეზონთან დაკავშრიებით ხმები მხოლოდ ჭორებია, რომელსაც რეალური საფუძველი არ აქვს.
– წინა სეზონზე რამდენიმე დაძაბული და ხმაურიანი ხაზი იყო. ერთ-ერთი ტრანსგენდერი ნინოს ამბავი მახსოვს, მაშინ ტრასგენდერების პოპულარიზაცია-პროპაგანდაში გადანაშაულებდნენ.
– ჩვენ რეალურად არსებულ პრობლემაზე გავაკეთეთ აქცენტი. დაგროვდა ადამიანებზე ძალადობის კრიტიკული რაოდენობის შემთხვევები და შევეცადეთ, ეს თემა მწვავე ფორმით წარმოგვეჩინა. ვფიქრობ, ძალიან კარგი ხაზი იყო, როგორც შემოქმედებითი ისე ემოციური თვალსაზრისით. სერიალს ძალიან კარგი შედეგი მოუტანა თუნდაც იმ არაერთგვაროვანმა დამოკიდებულებებმა.
– ალბათ, ტრანსგენდერებთანაც გქონდათ გარკვეული კომუნიკაცია, რადგან ეს უშუალოდ მათ ეხებათ.
– ძალიან აქტიური კომუნიკაცია არ მქონია, ზოგადი დამოკიდებულება ვიცი. ძირითადად, პოზიტიური იყო და გული დასწყდათ, რომ ასე დასრულდა. თუმცა, ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა.
– დიდი კითხვის ნიშანი დარჩა სეზონის ბოლოს თენგოსა და ბაქარის ურთიერთობასთან დაკავშირებით. შეიძლება, ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ?
– ამ სეზონზე ამ კითხვას პასუხი გაეცემა. ისევე, როგორც ბარბარიკასა და ენდი ნარსიას თემას და ასე შემდეგ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან მოულოდნელი და კრიტიკული დასაწყისი ექნება სერიალს. მძაფრი, მაგრამ იმავდროულად, ძალიან სასაცილო.
скачать dle 11.3