კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 მოზარდთა სქესობრივი პრობლემები – არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის პრიორიტეტული მიმართულება

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

მოზარდთა ფიზიკური და სქესობრივი განვითარება ყველა მშობლისთვის უმნიშვნელოვანესი თემაა. ამ პერიოდის დარღევები, როგორც ვაჟებში, ასევე, გოგონებში, მოგვიანებით აისახება მათ რეპროდუქციულ უნარზე და ძალიან ბევრი პრობლემის გამომწევევი შესაძლოა, გახდეს. მედიცინის ამ მიმართულებას დიდი ისტორია ჰქონდა ჟორდანიას ინსტიტუტში, რომელიც ათეული წლების განმავლობაში, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის წამყვანი დაწესებულება იყო. სწორედ ამ ინსტიტუტის რეორგანიზაციის შედეგად, ჩამოყალიბდა არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის   ინსტიტუტი, რომელიც წლებია, ღირსეულად აგრძელებს იოსებ ჟორდანიას არჩეულ გზას. შესაბამისად, ძალიან ბუნებრივია ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ არჩილ ხომასურიძის გადაწყვეტილება – ინსტიტუტს დაუბრუნდეს დიდი ქართველის, იოსებ ჟორდანიას სახელი!
ინსტიტუტი დარგის წამყვანი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და ერთ-ერთი წამყვანი რეპროდუქტოლოგიის ცენტრია, საუკეთესო შედეგებით. აქ უშვილო წყვილებს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს სთვაზობენ. ინსტიტუტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მოზარდთა სქესობრივი განვითარება. ინსტიტუტში ფუნქციონირებს ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიური კაბინეტი, სადაც მოზარდთა სქესობრივ პრობლემებზე გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები ზრუნავენ.

 – ბატონო არჩილ, როგორც ცნობილია, თქვენი ინსტიტუტი ახალი, ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის სახელწოდებით გააგრძელებს საქმიანობას. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– მთავარია არა ამ გადაწყვეტილების ფორმალური მხარე, არამედ – არსი. მოგეხსენებათ, ჩვენი ინსტიტუტი შეიქმნა ჟორდანიას ინსტიტუტის რეორგანიზაციის შედეგად, რომელსაც მე, თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი. ჩემთვის ამ საქმეში, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი, მთავარი იყო, გამეგრძელებინა ის ძირითადი მიმართულება, რაც თავის დროზე ჩაიფიქრა იოსებ ჟორდანიამ. ეს იყო გენიალური გადაწყვეტილება, რომლითაც მან, ფაქტობრივად, გაუსწრო თავის ეპოქას. იოსებ ჟორდანია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გმირი.  ინსტიტუტის რეორგანიზაცია იყო საკმაოდ რთული პროცესი. ამ პროცესმა მოგვიტანა ის, რომ დღეს არსებობს ჟორდანიას სახელობის დაწესებულება თუ განყოფილება. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ იოსებ ჟორდანიას სახელი მარტო ჩვენ გვეკუთვნოდა და მისი გამოყენების უფლება სხვას არ ჰქონდა. იოსებ ჟორდანიას სახელი არის მთელი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების, ყველა პაციენტის. შესაბამისად, იოსებ ჟორდანიას სახელობის სამედიცინო დაწესებულებაც უნდა იყოს მრავლად. ისევე, როგორც უფრო მეტ სკოლას, ბიბლიოთეკას და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა მიენიჭოს ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელი. რადგან ჩვენი გუნდი ყველაზე ძველია, მათ შორის, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და დაკომპლექტებულია ჟორდანიას ინსტიტუტის ინტელექტუალური რესურსით, რომელსაც 50-წლიანი შეუფასებელი გამოცდილება აქვს გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიასა და უშვილობის მკურნალობაში, ვფიქრობ, არაბუნებრივი ამ გადაწყვეტილებაში არაფერია. ეს არის ინსტიტუტი, სადაც გრძელდება ჟორდანიას ინსტიტუტის ტრადიციები და თუ ვინმე, სხვაც ამ ტრადიციების დამცველი და მიმდევარი იქნება, ჩვენ ამის საწინააღმდეგო არათუ რამე გვაქვს, პირიქით, მივესალმებით.
– თქვენი ინსტიტუტისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიურ-ენდოკრინოლოგიური სამსახური.
– სწორედ იოსებ ჟორდანიას დაწყებული საქმის გაგრძელების მიზნით გაიხსნა ჩვენს ინსტიტუტში, ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიური კაბინეტი, სადაც მუშაობენ გამოცდილი ექიმები – ნანა ჩოფიკაშვილი, ნანა მინდელი. ყველასთვის ცნობილია, რომ ნებისმიერი სახის პროფილაქტიკა ჯობია მკურნალობას. უშვილობასთან, კლიმაქტერიულ სინდრომთან, მენსტრუალური ციკლის მოშლილობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა, რაც ხშირია ქალებში, დაკავშირებულია მოზარდობის პერიოდში არსებულ პრობლემებთან. სიმპტომების ჩამონათვალი, რაც ბავშვთა და მოზარდთა პერიოდის დარღვევებს მიეკუთვნება, საკმაოდ დიდია - ფიზიკური და სქესობრივი განვითარების შეფერხება ბიჭებსა და გოგონებში; ჭარბთმიანობა, კანის ცხიმიანობა და გამონაყარი, თმის ცვენა, მენსტრუალური ციკლის მოშლილობები - გადაცდენები, სისხლდენები; მტკივნეული და ჭარბი მენსტრუაცია; სექსუალური გადახრები ბიჭებსა და გოგონებში... თუ მოზარდს ამ ჩამონათვალთაგან რომელიმე სიმპტომი აწუხებს, მშობელმა უნდა დაიწყოს ზრუნვა ადრეულ ეტაპზე, რათა თავიდან აიცილონ დარღვევები მომავალში, მათ შორის, უშვილობის პრობლემა და ონკოლოგიური დაავადების რისკიც კი. ეს უნდა იცოდეს ყველა მშობელმა, რაც უფრო ადრე მიიყვანს დედა თავის გოგონას, ან მოზარდ ბიჭს პროფილაქტიკურ გასინჯვაზე სპეციალისტთან, მით უფრო ნაკლები პრობლემა ექნება მომავალში მის შვილს.
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონებზე:
2 24 00 99 ან 2 24 00 98.
მისამართი: თევდორე მღვდლის
ქ ¹13, VII სართული.
ვებ-საიტი: : http://reproinstitute.ge/
Facebook: https://www.facebook.com/reproinstitute.ge/
скачать dle 11.3