კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ დაიკლო ანი სირაძემ ერთ თვეში ათი კილოგრამი და ვინ უღალატა მას ყველაზე რთულ დროს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე



მომღერალმა ანი სირაძემ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. ერთ თვეში ათი კილოგრამი დაიკლო და თმა მუქად შეიღება. სიახლეა პირად ცხოვრებაშიც – ანი შეყვარებულია. მის გარშემო ყოველთვის ბევრია ჭორი, რა არის ტყუილი და რამ ატკინა მომღერალს განსაკუთრებით გული, ამას მისგან შეიტყობთ.
ანი სირაძე
: ბოლოს პირდაპირ ეთერში ჩემი თავი რომ ვნახე, შოკში ჩავვარდი. მიუხედავად იმისა, შავები მეცვა, სუსტი რომ გამოვჩენილიყავი, მაინც კატასტროფა იყო ის, რასაც ეკრანზე ვხედავდი. ეს იყო პიკი, როცა დავიფიცე, სანამ არ დავიკლებ, ეკრანზე აღარ გამოვჩნდები-მეთქი. ერთ თვეში ათი კილოგრამი დავიკელი. „დუკანის“ დიეტაზე ვიყავი და პარალელურად, აქტიურად ვცურავდი. მეუბნებიან, მეტი აღარ გინდაო, მაგრამ კიდევ სამი კილოგრამის დაკლებაზე უარს არ ვიტყოდი.
– კიდევ ერთი სიახლე გაქვს, პირველად აღარ ხარ ქერათმიანი ანი სირაძე.
– წავიკითხე, სელებრითები ძალიან ხშირად იცვლიან იმიჯს ყურადღების მისაქცევადო. მსგავსი გათვლა ნამდვილად არ მქონია (იცინის). უბრალოდ, ერთ დილას გავიღვიძე და მომინდა მუქი თმა მქონოდა. შეიძლება, ცოტა ცუდ ხასიათზე ვიყავი და არ მინდოდა, სარკეში ქერა ანი სირაძე დამენახა. ქერას დღემდე უპირატესობას ვანიჭებ, მაგრამ შოკში ვარ იმის გამო, რომ 99 პროცენტს მოეწონა ეს ცვლილება. სიმართლე რომ ვთქვა, მე ვერ ვეგუები მუქ თმას. თუმცა, რადგან მოსწონთ, ჯერჯერობით არ ვაპირებ შეცვლას.
– ხომ არ აპირებ გარეგნობაში კიდევ რამის შეცვლას? თუნდაც პლასტიკურ ქირურგიას რომ მიმართო?
– ამბობენ, რომ ძალიან ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, მაგრამ სინამდვილეში, არაფერი გამიკეთებია. ერთხელ მესმოდა, როგორ დანიძლავდნენ შეყვარებულები, ტუჩები დაბერილი მქონდა თუ არა. თუმცა, ძალიან მინდა, ცხვირის ოპერაციის გაკეთება. ყველას უკვირს, როცა ამას ვამბობ, მაგრამ მაინც მინდა.
– მომიყევი, ზაფხული როგორ გაატარე?
– ვენაში და კანარის კუნძულებზე ვიყავი ბიძასთან. ახალგაზრდა და ძალიან თანამედროვე ბიძა მყავს – თემო. საღამოს დისკოთეკაზე მივდიოდით ორკაციანი „პორშეს კაბრიოლეტით“. დედაჩემი სახლში რჩებოდა და ჩვენ დილის ხუთ საათზე ვაკითხავდით ხოლმე (იცინის).
– პროფესიული თვალსაზრისით რა ხდება?
– წასვლამდე ძალიან გადავიტვირთე. 30 მარტს ბატონ მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო იყო ფილარმონიაში, შემდეგ – ტურნე საქართველოს მასშტაბით. დაბრუნების მერე სიმღერა ჩავწერეთ და მოკლედ, დიდი ამბები იყო. ახლა უცხოელ მომღერალთან ვწერ დუეტს. ქართულ ენაზე უნდა ავამღერო.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
მარტო არ ვარ. შეყვარებული ვარ. მაგრამ, საერთოდ არ მჩვევია, სანამ ბოლომდე არ გაოფიციალურდება ურთიერთობა, მანამდე მასზე ხმამაღლა ვისაუბრო.
– იმ დონეზე მაინც მითხარი, რომ ჭორების საფუძველი არ გახდეს. როცა ზუსტად არ იცოდნენ, რა ხდებოდა შენს თავს, ხან დაგაფეხმძიმეს, ხან გაგათხოვეს და ასე შემდეგ.
– წონაში თუ მოიმატე, ესე იგი, ორსულად ხარ. ჩემდა გასაოცრად, 16 წლის ასაკში დამაორსულეს და 23 წლის ასაკში, როცა წონაში მოვიმატე, მაშინ აღარ დაუწერიათ მსგავსი რამ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მარტო არ ვარ, შეყვარებული მყავს (იცინის).
– საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია შენი რჩეული?
– არა და ზუსტად ის მხიბლავს, რომ ცნობილი არაა. მიმაჩნია, როცა ოჯახში ორი ცნობილი ადამიანია, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შეიქმნება პრობლემა. ერთი რომ წინ წავიდეს და მეორეს არ გაუმართლოს, ეს უარყოფითად აისახება ურთიერთობაზე.
– შენთვის როგორია მამაკაცის იდეალი. როგორი უნდა იყოს ის, ვინც შენ გვერდით იქნება?
– მამაკაცმა ყოველმხრივ ჩემ გარშემო უნდა იტრიალოს. შეიძლება, დამირეკოს და ვუთხრა, ახლა რადიოში ვარ და არ მცალია-მეთქი, მაგრამ ეთერიდან რომ გამოვალ, უნდა მითხრას, რომ მომისმინა. სანამ არ დავრწმუნდები მის სიყვარულში, მანამდე უნდა დამელოდოს. თუნდაც ექვსი-შვიდი თვე მოუწიოს ლოდინი, თუ ვუყვარვარ, უნდა მელოდოს. კაცმა ქალისთვის უნდა იბრძოლოს. ჩემ გვერდით ვინც იქნება, უპირველესად, ჩემს შემოქმედებას უნდა სცემდეს პატივს და მაფასებდეს, როგორც ქალს, იყოს ჩემი მეგობარი და გამგები. აუცილებელი არაა, სულ „შანელები“ და „გუჩები“ გამომიწეროს. კარგი ჩაცმა ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ბრენდებზე ჩაციკლული არ ვარ.
– მატერიალურ მდგომარეობას არ აქვს მნიშვნელობა?
– თუ კაცს მუშაობა არ უნდა და ქალის ხარჯზე აპირებს ცხოვრებას, ეს, რა თქმა უნდა, არ მომწონს. თავის საქმე აუცილებლად უნდა ჰქონდეს და რად უნდა თქმა, რომ კაცმა ოჯახში ფული უნდა შემოიტანოს. შეიძლება, მილიონერი არ იყოს და „შანელი“ ყოველ კვირას ვერ გაჩუქოს, მაგრამ არავინ თქვას, მთავარია, სიყვარული და მატერიალურ მხარეს მნიშვნელობა არ აქვსო. თუმცა, პირველ ადგილზე ურთიერთგაგება დგას.
– გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობ?
– არ მიმაჩნია, რომ კაცს მეტი უნდა ეთქმოდეს. ყველაფერზე შეიძლება შეთანხმება. რატომ უნდა ჰქონდეს ბიჭს უპირატესობა? მაგრამ, კაცის მოვალეობად მიმაჩნია ის, რომ ცოლ-შვილის რჩენა შეეძლოს. თუმცა, რაც არ უნდა მდიდარი მეუღლე მყავდეს, სახლში არც მე დავჯდები. კაცი რომ ცოცხით ხელში დავინახო, ნამდვილად არ მოვიხიბლები. თუმცა, რატომ არ უნდა გავაკეთოთ კერძი ერთად? მაგრამ, ისეთ კაცს არასდროს მივიღებ, რომელიც დამავალდებულებს: გააუთოე, დაალაგე, ან ასე შემდეგო. თუ გასაკეთებელია და მან გაკეთება არ იცის, გავუკეთებ, მაგრამ რომ მოვიდეს და მიბრძანოს: იცი, რა, ქალი ხარ და ეს შენი გასაკეთებელიაო. ბოდიში, რა, ეგეთ კაცთან არასდროს ვიცხოვრებ.
– რაც შეეხება ქორწინებამდე თანაცხოვრებას. როგორ ფიქრობ, აუცილებელია?
– აუცილებლად ერთად გადასვლა და ბინის დაქირავება, არაა საჭირო ადამიანის გასაცნობად. თუ ადამიანი ქორწინების შემდეგ შეიცვალა – რა, ვერ დაშორდები? გავთხოვდი და ახლა რაღა ვქნა? – ამას რომ ამბობენ, არ მესმის. თუ ქორწინების მერე მიხვდი, რომ ის ცუდი ადამიანია, რატომ უნდა გააგრძელო მასთან ერთად ცხოვრება? ამიტომ მოსწონს ბევრს ქორწინებამდე თანაცხოვრება, მაგრამ მე ბავშვობიდან პრინცესულ ნიშნობაზე, ძალიან ლამაზ ქორწილსა და თეთრ კაბაზე ვოცნებობ. იმიტომ კი არა, რომ სხვანაირი აზროვნება მაქვს, ეს, უბრალოდ, ჩემი ცისფერი ოცნებაა. თორემ, სრულიად მისაღები და ჯანსაღი მგონია, ქორწინებამდე თანაცხოვრებაც.
– რაც შეეხება თაყვანისმცემლებს...
– ძალიან უცნაური თაყვანისმცემლები მყავს. ერთმა ცოცხალი კუ მომიყვანა, ერთმა სახლის კართან ვარდის ფურცლების ნაცვლად, ჩემი საყვარელი გაზიანი სასმელები დამახვედრა ყუთებით (იცინის). ერთი ბიჭი მომწონდა და მასაც ძალიან მოვწონდი. რვა მარტს მირეკავს, ძალიან სერიოზული საქმე მაქვს და ამოგაკითხავო. გამოვიპრანჭე და გავედი. თეთრ ვარდებს ველოდები, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ეს ყველამ იცის. რვა მარტია – საჩუქრის გარდა, რა საქმე უნდა ჰქონოდა (იცინის). გავედი და რომელ თეთრ ვარდებზეა ლაპარაკი, მეუბნება, ოცი ლარი არ გაქვს რომ მასესხოო? (იცინის). ხომ არ გგონია, რომ უარი ვუთხარი?! გჩუქნი ამ ოც ლარს, ოღონდ ჩემთან მოწერაზე აღარ იფიქრო-მეთქი. აი, ამაზე უცნაური არაფერი შემხვედრია (იცინის).
– შენ გარეშემო ყოველთვის ბევრი ჭორი  ტრიალებს.
– „ჯეოსტარის“ შემდეგ, როცა ბერიძის ამბის გამო, ძალიან დიდი სტრესი მივიღე, სტატიები იეწერებოდა ჩემზე: საგიჟეთში მოხვდაო. ჟურნალისტები რეკავდნენ სახლში – ხმა გაგვცეს და დავიჯერებთო. ერთი კვირა კომენტარი არ გამიკეთებია და მერე გამოვჩნდი ერთ-ერთ შოუში. ყველაზე მეტად ამან მატკინა გული. იმიტომ რომ, მართლა ძალიან ცუდად ვიყავი ჯანმრთელობის მხრივ და ჩემს მდგომარეობას კიდევ უფრო რომ ამძაფრებდნენ – გიჟად გამომიყვანეს, ამაზე უფრო ცუდად ვხდებოდი. გაგიჟდა და ფსიქიატრიულში წევსო, ამბობდნენ. თან, მაშინ ბავშვი ვიყავი. ზუსტად ამ სტრესის გამო მოვიმატე წონაში. არ დამიმალავს, რომ ამ პროექტიდან წამოსვლის შემდეგ, ძალიან ცუდად ვიყავი. ძალიან დიდი სტრესი და დეპრესია გამოვიარე. რომ არა მეგობრები და დედა, მართლა არ ვიცი, რა დამემართებოდა. მაშინ მივხვდი, ვინ იყო ჩემი ნამდვილი მეგობარი. როცა წარმატებული გოგო ვიყავი, უამრავს უნდოდა ჩემთან მეგობრობა, მაგრამ ცუდად რომ გავხდი და ლოგინში ჩაწოლა მომიწია, მერე ვეღარ მოიცალეს ჩემთვის. კარი გაიხურეს და წავიდნენ. როცა ფეხზე დავდექი, უკან დაბრუნდნენ, მაგრამ აღარავინ მივიღე. 16 წლის ასაკში ასეთი რამის გადატანა ძალიან რთულია. ამ დროს გარკვეულ პრეპარატებს ვიღებდი, თან ვერაფერს ვჭამდი, გარდა ტკბილეულისა, თანაც უზომოდ, ამის გამო, წონაში მოვიმატე. ამიტომაც გამივრცელეს ხმა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ბავშვის მამად კი ჩემი ბავშვობის მეგობარი მონათლეს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემზე. მაგრამ, ახლა უკვე, როცა რამეს ვიგებ, მთავარია, მე ხომ ვიცი, რომ მართალი ვარ და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ამიტომ, ჭორები გულთან აღარ მიმაქვს.
скачать dle 11.3