კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რა სირთულეების გამო თქვა ეკა აბულაძემ უარი მომღერლის კარიერაზე და ვინ მონათლა ის ნიკა გვარამიას საყვარლად

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 მომღერალი ეკა აბულაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. გამარჯვების შემდეგ საზოგადოებაში მასზე ბევრს ჭორაობდნენ. ამბობდნენ, მისი გამარჯვება მომღერლის მილიონერი ქმრის დამსახურებააო. წერდნენ იმასაც, რომ ეკა ნიკა გვარამიას საყვარელია და გამარჯვება ამ ურთიერთობის წყალობით დაიმსახურაო. რა რეაქცია აქვს მსგავს ინფორმაციებზე მომღერალს, რას საქმიანობს სინამდვილეში მისი მეუღლე და რა არის ეკასთვის ძალიან მტკივნეული თემა, ამას მისგან შეიტყობთ.
ეკა აბულაძე:
პროექტის ძალიან მადლიერი ვარ. ქუჩაში ხალხი საოცრად თბილად მხვდება. მაქვს უამრავი მიწვევა, მაგრამ, სანამ ჯერ კიდევ ახალი ამბავია, მინდა, კიდევ მეტი წარმატება მოჰყვეს. მინდა, სტუდიური ჩანაწერები მქონდეს, რომლის ჩაწერაც უკვე დავიწყეთ, რა თქმა უნდა, არა სახლში დასადებად. მინდა, სადმე იტრიალოს. ვგეგმავ დუეტის ჩაწერას ძალიან მაგარ მომღერალთან და ვნახოთ, რა იქნება.
– მეუღლე რა სფეროში მუშაობს, როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– მეუღლე, სამწუხაროდ, არსად მუშაობს. თუმცა ოთხი პროფესია აქვს – ოთხი უნივერსიტეტი დაამთავრა. მაგრამ, რას ვიზამთ, ასეც ხდება ხოლმე. იმუშაო შენი პროფესიით 400 ლარზე, ცოტა უხერხულია, ძალიან ჭკვიანია და ბიზნესის ნიჭი აქვს. ამიტომ ურჩევნია, თვითონ წამოიწყოს საკუთარი საქმე, ვიდრე სახელმწიფო სამსახურში იმუშაოს. ჩვენი ამბავი მოულოდნელად დაიწყო. აქამდე, ერთი ნახვით შეყვარების არ მჯეროდა, მაგრამ ახლა მჯერა. ერთ-ერთ ბარში ვმღეროდი, სადაც ის მოვიდა და ჩემი ხმა მოისმინა. ნანახი არ ვყავდი. ხმა მოეწონა და შევუყვარდი. ამიტომ, გამოვიდა სანახავად და დავხვდი მე. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, თუმცა თავიდან არა ჩემი, არამედ ვახოს მხრიდან. როცა ბარში მღერი, სიყვარულის ახსნა და საჩუქრები, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ასეთი შემთხვევა ბევრჯერ მქონია, ამიტომაც თავიდან არც მისი დავიჯერე. ვახოც ამ კატეგორიის ხალხს მივათვალე – რიგითი თაყვანისმცემელი, რომელმაც ცოტა დალია და სტიმული მიეცა. რამდენიმე თვეში ბოლომდე დავრწმუნდი მასში. მანამდე ვაკვირდებოდი და არაფერი მითქვამს. ყოველდღე ყვავილებითა და საჩუქრებით მოდიოდა. მივხვდი, ეს არ იყო ერთდღიანი გატაცება, რაც მართლა ყელში მქონდა ამოსული. როგორც ყველა გოგოს, თაყვანისმცემელი მეც ძალიან ბევრი მყავდა და ახლაც მყავს. ცუდია თუ კარგი ეს, უკვე აღარ ვიცი. თუმცა, ახლა საჩუქრებით აღარ მანებივრებენ, რადგან ჩემი მდგომარეობა შეიცვალა. ოჯახი მაქვს და თავი შორს უჭირავთ (იცინის). თუმცა, ვახო ძალიან ყურადღებიანი აღმოჩნდა. ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ჩემთვის და ასეა დღემდე. კარგად იცის – რა უყვართ ქალებს.
– მილიონერი ქმარი ჰყავს ეკას და მან მოაგებინა პროექტიო, ამბობდნენ.
– ენას ხომ ძვალი არა აქვს, მეც ბევრი რამის თქმა შემიძლია. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ხმა შემომივიდა, რატომღაც გაჩნდა ეჭვი, მხოლოდ ერთმა ადამიანმა დამირეკა, რაც ძალიან დიდი სისულელეა. მე რუსთაველი ვარ და მთელი ჩემი ქალაქი მირეკავდა. თავიდან ამ ჭორმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, მაგრამ მერე სასაცილო გახდა ეს ყველაფერი. ისეთი რაღაცები მოვისმინე, რომ, არ ვიცი. წერდნენ, რომ ნიკა გვარამიას საყვარელი ვარ და კიდევ ათას სისულელეს. ამაზე ვეღარ ვინერვიულებ, მხოლოდ იუმორით შეიძლება, შევხედო. არ ვფიქრობ იმაზე, ვის შეიძლება, უნდოდეს მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. ისინი, ალბათ, მაინც უფრო სხვა მონაწილის გულშემატკივრები და ახლობლები არიან. ვიღაც უცხო არ მოვა და არ დაიწყებს მსგავს რაღაცებს. მოცლილები აკეთებენ ამ ყველაფერს. ერთხელ ერთმა საშინელი კომენტარი დამიწერა, თუმცა მერე ბოდიშები მომიხადა. მაგრამ, მიზეზი, რის გამოც დაწერა ეს კომენტარი საოცარი იყო – უბრალოდ, მინდოდა და დავწერე. ვიცი, რომ სისულელეა, მაგრამ მაინცო. რა უნდა ველაპარაკო ასეთ ადამიანს?! პირველი კომენტარი იყო, რომელზეც შოკში ჩავვარდი და იძულებული გავხდი, გამოვხმაურებოდი. პირველად აღმოვაჩინე, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი ბოროტი ადამიანები ცხოვრობდნენ. ის კი არა, კონკურსანტები იყვნენ ისეთები, გული რომ გაუსკდათ ჩემი ამბით. გამარჯვებაზე არ მაქვს ლაპარაკი „ოქროს ღილაკიდან“ მოყოლებული, ისეთ საშინელებებს პოსტავდნენ საკუთარ გვერდზე, რომ მე შემრცხვებოდა მათ ადგილას.
– კიდევ ერთი რამ, რასაც შენზე ამბობენ – ძალიან შეცვალა პოპულარობამ, თავში აუვარდაო.
ვიდეო ჩავწერეთ, რომელიც შემდეგ „ფეისბუქზე“ დავდეთ. ვხუმრობდი, ჩვენი მისამართით გაკეთებულ უარყოფით კომენტარებზე. თუმცა, ეს სხვა კონკურსანტებმაც ჩაწერეს. რადგან ხალხის კომენტარებზე ვიხალისე, ესე იგი, თავში ამივარდა? ჩემთვის ძალიან გაუგებარია და საერთოდ, ვერ ვხვდები, ვის რა უვარდება თავში. ჩემთვის განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ ძალიან მაგარი ბინა მოვიგე. ტიტული გადასარევია, მაგრამ „თავში ავარდნა“ არაფერია, რადგან ორი დღის შემდეგ, აღარც ახსოვხარ ხალხს.
– როგორც ვხვდები, მილიონერობას რომ თავი დავანებოთ, სინამდვილეში, ძალიან რთული ცხოვრების გამოვლა მოგიწია. გყავს და, რომელსაც  პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
– ეს ჩემთვის ძალიან მძიმე თემაა. საშინელებაა. ჩემი და უკვე დიდია, 24 წლის. ამდენი წელია, მის მდგომარეობას ვუყურებ. ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ ორი წლისას შეხვდა ვირუსული გრიპი. სისხლს აღებინებდა, გადარჩენის ათასიდან ერთი შანსი იყო. გადაარჩინეს. თავიდან ჩვეულებრივად ვითარდებოდა, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელად, განვითარება შეაჩერა. ხერხემალი დეგრადირდა, ფორმა შეეცვალა, ანალოგიურად – მეტყველებაც. მთელი ცხოვრება წამლებსა და ექიმებში გავატარეთ. როგორც კი მინიმალური თანხა გაჩნდებოდა ჩვენს ოჯახში, ყველაფერი ექიმებსა და წამლებს ხმარდებოდა. თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ „გავქაჩეთ“. მეც სიმღერას თავი იმიტომ დავანებე, რომ ფინანსური საშუალება აღარ გვქონდა. მაშინ, როცა საკმაოდ წარმატებული ბავშვი ვიყავი და ყველა მეუბნებოდა, რომ მუსიკალური კარიერა უნდა გამეგრძელებინა. ახლაც რამდენიმე ოპერაცია სჭირდება თურქეთში, მაგრამ ამისთვის შესაბამისი ფინანსები არ გვაქვს. მისი დიაგნოზი ცერებრალური დამბლაა. დადის, ლაპარაკობს, მაგრამ განვითარება შეჩერებული აქვს. ჩემთვის ძალიან მძიმე გადასატანია ეს ყველაფერი. ახლა უკვე დიდი გოგოა. ჩემი დაქალი უნდა იყოს, მაგრამ მასთან, როგორც პატარა ბავშვთან, ისე მიწევს ურთიერთობა. ამაზე არ ვფიქრობ, არ ვუღრმავდები, თორემ შეიძლება, გავგიჟდე.
скачать dle 11.3