კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ზურა დოიჯაშვილის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


პატარა ლექსოს დედას საყვარელი ესტუმრა. დედამ ლექსოს უთხრა: ფანჯარაში გაიხედე და მითხარი, ვინ რას შვრებაო. მოკლედ,  ქალი და კაცი ერთ ამბავში არიან გვერდით ოთახში. ლექსო იხედება ფანჯრიდან და დედას ეძახის ხოლმე: დედა, ავთო მოვიდა მანქანით, ტელევიზორი უყიდია... სოსო ისევ მთვრალია. უცებ დაუყვირა ლექსომ დედას:
– დეე... რიტას დედა ბოზი ყოფილა!
გამოვარდა დედამისი და დაუყვირა შვილს:
– აბა, რეებს ამბობ, არ გრცხვენია? რა იცი, საიდან მოიტანე?
–  როგორ თუ, რა ვიცი? აბა, გახედე, ისიც ერთი საათია, ჩემსავით ფანჯარაში იხედება.
***
გურული ზოოპარკს ეწვია.
– გურულოოო... – შემოესმა თუთიყუშის გალიიდან.
გადაირია გურული, ეს რა ვნახეო და თუთიყუშის ყიდვა გადაწყვიტა. ადმინისტრაციისგან კატეგორიული უარი მიიღო.
– მაგ თუთიყუშის კვერცხი მაინც მომყიდეთ! –  შეეხვეწა გურული.
იფიქრეს, ეს არ მოგვეშვებაო და მისცეს კვერცხი. წავიდა გახარებული გურული სახლში, კვერცხი კრუხს ჩაუდო გამოსაჩეკად და რამდენიმე დღეში, გამოიჩეკა იხვის ჭუკი.
გამწარებული გურული ზოოპარკში მივიდა საჩხუბრად.
–  გურულოოო! –  ისევ დაუძახა თუთიყუშმა.
–  მე რომ გურული ვარ, მაი არაა გასაკვირი, მარა შენ რომ ბოზი და ჩათლახი ხარ, მაი მთელმა გურიამ გეიგოო!
***
– ბიჭო, მგონი, ცოლი მღალატობს და გინეკოლოგთან უნდა წავიყვანო.
–  და, რა უნდა დაინახოს ექიმმა, მნახველების სია?
***
ზარია ტელეფონზე:
–  გამარჯობა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გირეკავთ.
–  ვიცი.
–  საიდან იცით?
–  გამორთულ ტელეფონზე დამირეკეთ.
***
კაცი მიდის აფთიაქში და ეკითხება:
–  პრეზერვატივი გაქვთ?
– რომელი გნებავთ – თეთრი, შავი თუ მიკი მაუსის გამოსახულებით?
– შავი მომეცით.
რამდენიმე ხნის შემდეგ, ამ კაცის ცოლს ეყოლა შავი ბავშვი. როცა გაიზარდა, მამას ეკითხება:
–  მამი, შენ რატომ ხარ თეთრი და მე შავი?
–  მადლობა თქვი, შვილო, მიკი მაუსი რომ არ ხარ!
***
– რატომ მიგატოვა შეყვარებულმა?
–  გაიგო, რომ მილიონერი ბაბუა მყავს.
–  მერე?
–  მერე, ახლა ჩემი ბებიაა.
***
კახელს ეკითხებიან:
–  რა არის მოთმინების საზომი ერთეული?
–  ფიალა!
***
ახალგაზრდა გოგონა, დედასთან ერთად მივა ექიმთან. ექიმი ეუბნება გოგონას:
–  თუ შეიძლება, გაიხადეთ, რომ გაგსინჯოთ.
– არა, ექიმო, მე კი არა, დედაა ავად.
– აა, კარგი, მაშინ, ქალბატონო, გამოყავით ენა, გაგსინჯოთ.
***
გურული კაცი ნაშასთან ერთობა. ყველაფერს რომ მორჩნენ, ქალს ეკითხება:
– შეიძლება, აქანე, საძინებელში მოვწიო?
–  ისე, მოიქეცი, როგორც საკუთარ სახლში.
–  რაფრა? აქანეც „ბალკონზე“ გევიდე?
***
მოხუცი ქალი აჩერებს ახალგაზრდა ბიჭს ქუჩაში და ეუბნება:
–  ბებო გენაცვალოს, სკლეროზი მაქვს და ქიქოძის ქუჩას ვერ ვაგნებ. ხომ ვერ მიმასწავლი?
–  ამ შენობას რომ გასცდები, ბებო, მარჯვნივ შეუხვიე და ისაა ქიქოძის ქუჩა.
–  შენ გაიხარე... ბარემ, ნომერიც მითხარი და  წავალ სახლში.скачать dle 11.3