კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: ვიცი, რომ ერთი ჭიქა ყავაც კი, ტვინსა თუ სხეულს ენერგიით, სიხალისით ავსებს. ახლა კი მითხრეს, რომ ის დადებითად მოქმედებს, კანზეც. კერძოდ, მისი ნიღაბი თვალების გარშემო არსებულ სიშავეს აქრობსო. როგორ მოვამზადო ეს ნიღაბი და რა ინგრედიენტების დამატებაა კიდევ საჭირო?
პასუხი
: ყავის ნიღაბი მართლაც საუკეთესო საშუალებაა დასიებული თვალებისა და შავი რკალების მოსაცილებლად. ეს პრობლემა კი, მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს აწუხებს. ყავის ნიღაბი ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. კერძოდ,  დაფქული ყავა, ქოქოსის ზეთი, თაფლი და წყალი ერთმანეთს შეურიეთ და ეს ნიღაბი წაისვით თვალების გარშემო. ყავის მარცვლებს აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ამცირებს თვალების ანთებას და ჭიმავს კანს. თაფლი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და სათანადო ჟანგბადის მიწოდებას ამ არეალში. ქოქოსის ზეთი ატენიანებს კანს. აღნიშნული ნიღაბი თვალის არეში კანს იცავს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისა და დაბერებისგან.  ერთ ჩაის კოვზ ახლად დაფქულ ყავის მარცვლებს, დაამატეთ 1/4 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი და ცოტა წყალი. აურიეთ ერთმანეთში, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. ნიღაბი ფრთხილად წაისვით თვალების გარშემო, გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში და მოიშორეთ სველი ნაჭრით ან ხელსახოცით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ. ნიღაბი შეგიძლიათ, გამოიყენოთ სახისთვისაც.
კითხვა: როგორ გამოვიყენო სოდა სახეზე გამონაყრისა და შავი წერტილების ასალაგმად?
პასუხი:
  შეურიეთ სოდა ლიმონის წვენს ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. შეიზილეთ გამონაყარზე, დაელოდეთ გაშრობას და ჩამოიბანეთ. სიწითლე მალე გაქრება. გაითვალისწინეთ, ლიმონი კანს აშრობს, ამიტომ მისი დიდხანს სახის კანზე გაჩერება არ შეიძლება – არც ხშირად გამოყენება. ასევე, სოდა არაჩვეულებრივად აცილებს შავ წერტილებს. შეურიეთ 1 სადილის კოვზი სოდა, ერთ ჭიქა რძეს. წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით და ჩამოიბანეთ. უკეთესი შედეგისთვის, შეგიძლიათ, პროცედურა გაიმეოროთ.
скачать dle 11.3