კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ხასიათი ასოციაციის მიხედვით

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

ძალიან საინტერესო ტესტია, თუ წარმოსახვის უნარი გაქვთ, შეგიძლიათ, ბევრი საინტერესო დეტალი შეიტყოთ საკუთარი ხასიათის შესახებ. უბრალოდ, წარმოიდგინეთ ასეთი სურათი – ხედავთ კლდის ქიმიდან ადამიანი გადმოეშვა, რას იფიქრებთ, ოღონდ, დაფიქრდით და ისე უპასუხეთ?
1. რა შეიძლებოდა, მომხდარიყო?
ა) ადამიანი კლდიდან გადმოხტა;
ბ) ადამიანი კლდიდან გადმოვარდა;
გ) ადამიანს ვიღაცამ ხელი ჰკრა და გადმოაგდო.
2. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ეს ადამიანი გარდაუვალ სიკვდილს გადაურჩეს.
ჩაწერეთ თქვენი პასუხები და ნახეთ, რა მიიღეთ.
პირველი კითხვის პასუხები:
ა) ძალიან აქტიური ხართ. სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას, გირჩევნიათ იმოქმედოთ, ვიდრე გულხელდაკრეფილი იჯდეთ. ყოველთვის ზუსტად იცით, რა შეიძლება, მოჰყვეს გაუაზრებელ რისკს. ზოგჯერ ზედმეტად ცხარობთ და „ფეთქდებით“. გააკონტროლეთ თქვენი ხასიათის ეს თვისება.
ბ) სულ ყოყმანობთ. გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება. სამაგიეროდ, მომთმენი ხართ და ელოდებით, პრობლემა თავისით როდის მოგვარდება და სიტუაციაც დალაგდება. მოქმედებთ პრინციპით – ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი. ამასობაში, შეიძლება, „ოქროს“ დრო დაკარგოთ და ხელსაყრელი მომენტი „გამოგეპაროთ“.
გ) საკუთარი ცხოვრების მართვა გიჭირთ. ყველაფერ ცუდში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებთ და არასრულფასოვნების კომპლექსს იღრმავებთ. რატომ არ გინდათ, შეხედოთ რეალობას და აღიაროთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია. ისწავლეთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
მეორე კითხვის პასუხები:
ა) იდეალური ვარიანტი ბატუტი იქნებოდა;
ბ) ვიღაც დახვდება ქვემოთ და დაიჭერს, გადაარჩენს;
გ) სულაც არ არის უფსკრული, ქვემოთ მწვანე მოლია.
თუ პასუხად შეარჩიეთ „ა“ ვარიანტი:
ყოველთვის ზუსტად იცით, რა შეგიძლიათ და რა არა. დიდხანს არჩევთ ვარიანტებს. არ გახასიათებთ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. ნებისმიერ სიტუაციაში გაქვთ გეგმა „ბ“ – ეს კარგია.
პასუხებში შეარჩიეთ „ბ“ ვარიანტი:
მეტისმეტად წინდაუხედავი ხართ. ძირითადად, სხვების იმედად გიყვართ ყოფნა. რატომ არ გჯერათ საკუთარი შესაძლებლობების? რანაირად შეგიძლიათ, ენდოთ პირველივე შემხვედრს? მეტი სიფრთხილე გმართებთ.
„გ“ ვარიანტი:
ლიდერის თვისებებით ხართ შემკული. თანამოაზრეებს ადვილად და სწრაფად პოულობთ. მოქმედებისთვის ყოველთვის შესაფერის მომენტს არჩევთ. არ გეშინიათ სიძნელეების, გაქვთ საკუთარი თავის იმედი.
скачать dle 11.3