კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მე თვითონ ასაკში ვარ და ჩემი მშობლები გასაგები მიზეზების გამო, კომუნისტები იყვნენ. სამწუხაროდ, არ ვიცი, მონათლულები იყვნენ თუ არა. რა გავაკეთო მათი სულებისთვის?
პასუხი
: თუ ადამიანი სიცოცხლეში უარყოფდა ღმერთს, მისი მოსხენიება საეკლესიო მსახურებაში არ შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ, მათ სახელზე მოწყალების გაღება.
კითხვა: როგორ გამოვხატოთ სიყვარული უფლისადმი?
პასუხი:
უფლის მიმართ სიყვარულს ადამიანი გამოხატავს ათი მცნების სრულყოფილად დაცვით.
კითხვა: აქვს თუ არა მარხვას ბოროტ სულზე ზემოქმედების უნარი?
პასუხი
: მარხვით ბოროტი ძალები განიდევნებიან. მარხვა მტრისთვის ისეთივე მსახვრალი იარაღია, როგორც ქრისტეს ჯვარი და სხვა სიწმიდეები, რასაც ვერ უძლებს დემონის უწმინდურება. მარხვა განგმირავს დემონურ ბოროტებას და მემარხულისგან გამოდევნის.
კითხვა: გარკვეულ სიტუაციაში ავადმყოფი დედა დავიფიცე, მაგრამ ვერ შევასრულე და ისიც მალე გარდაიცვალა. ძალიან განვიცდი, მგონია, რომ ჩემი ბრალია დედის გარდაცვალება. როგორ მოვიქცე?
პასუხი:
მიდით მოძღვართან და უამბეთ თქვენი გასაჭირი. მისი ლოცვა-კურთხევით, სულიერ სიმშვიდეს დაიბრუნებთ. როდესაც მოძღვარი მოგიტევებთ, ნუღარ მიეცემით სასოწარკვეთას, ეს მეორე უკიდურესობაა. სახარება გვასწავლის, რომ ადამიანის ნათქვამ „ჰოს“ და „არას,“ უნდა ჰქონდეს ფიცის მნიშვნელობა და დაფიცება აღარ იქნება საჭირო. მაგრამ, თუკი დაიფიცებთ, უნდა შეასრულოთ კიდეც.
კითხვა: წლის განმავლობაში რამდენჯერ უნდა ეზიაროს მართლმადიდებელი ქრისტიანი?
პასუხი:
მართლმადიდებლურ ტაძრებში ყოველ კვირას აღევლინება წირვა და ჩვენი ცოდვების გამოსყიდვას უფლის სისხლი და ხორცი სიმბოლურად ეწირება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასურველია, ყოველ კვირა დღეს ეზიარებოდეს მორწმუნე, მაგრამ რადგან ამას ვერ ახერხებენ, სულიერი მოუმზადებლობისა და სხვა მიზეზთა გამო, ზიარება თვეში ერთხელ მაინც უნდა შეძლოთ. შვიდ წლამდე ბავშვებს ზიარებისთვის განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდებათ. ამიტომ, შეგიძლიათ, ისინი ზიარების მისაღებად ტაძარში ყოველ კვირა მიიყვანოთ.
კითხვა: მეუღლესთან ჯვარდაწერილი ვარ, მაგრამ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ ავაწყვეთ ოჯახური ცხოვრება. ჩვენი თანაცხოვრება ჯოჯოხეთს ემსგავსება. როგორ მოვიქცე?
პასუხი:
ეკლესია ჯვარდაწერილ წყვილს ახსენებს იმ ვალდებულებას, რაც მათ აიღეს ჯვრისწერისას. ეს ორი ადამიანის ერთსულ და ერთხორც ყოფნა და ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულია. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანი ხშირად უძლურია და მისი ბუნება ვერ უძლებს მოვალეობების ტვირთს.  ამრიგად, ორი ადამიანის ერთად ცხოვრება შეუძლებელი ხდება, რასაც ბევრი ბოროტება მოჰყვება. ასეთ დროს ეკლესია უშვებს გვირგვინის ახსნას. ჯვრის ასახსნელად მეუღლეებმა უნდა მიმართონ მათი ეპარქიის მღვდელმთავარს.
კითხვა: რატომ არის ღვთისმშობლის გამოსახულებაზე სამი ვარსკვლავი – ერთი შუბლზე და ორი მხრებზე?
პასუხი:
იმიტომ რომ, ღვთისმშობელი არის ქალწული ქრისტეს შობამდე, შობის დროს და შობის შემდეგაც.скачать dle 11.3