კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ღალატი – ტრაგედია

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



დიახ, ახლა ჩვენ  ღალატის თემას შევეხებით. ოღონდ არა ისე, როგორც ბევრგან და ბევრჯერ წაგიკითხავთ: თუ რა საშინელებაა ღალატი, რა უბედურია ამ დროს ქალი, როგორ იტანჯება და „ათი წესი, როგორ გამოვიდეთ ღალატისგან გამოწვეული დეპრესიიდან...” მოკლედ ჩვენ შევეცდებით ღალატის თემა ქალური ლოგიკით განვიხილოთ  და დაგანახვოთ, რომ ეს არც ისეთი საშინელებაა, როგორც წარმოგიდგენიათ. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ღალატს სარგებლობის მოტანაც შეუძლია! თუ გონებით  შეხედავ და დადებითი მხარეების პოვნას შეეცდები, დეპრესიაში აღარ ჩავარდები. შესაბამისად, აღარ დაგჭირდებათ დეპრესიიდან გამოსვლის ათი წესის დასწავლა, რაც ყოველთვის არც ამართლებს.
ბუნებრივია, ნებისმიერი ქალი მწარდება და ჭკუიდან გადადის, როცა ქმრის ღალატის შესახებ იგებს. ქალს არაფერი გამოეპარება! ამას ის თავიდანვე გრძნობს, ეჭვობს, რომ მისი ქმრის თავს რაღაც ხდება, შეიცვალა.  
ქმარი ბოლომდე ეცდება, დამალოს ღალატის ფაქტი. მაგრამ, კაცების ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ღალატი (იშვიათი გამონაკლისების გარდა) მათთვის სხვა არაფერია, თუ არა სპორტული ინტერესი და არავითარი კავშირი არ აქვს სიყვარულთან. ცოლს თავისი ადგილი აქვს, საყვარელს – თავისი. მაგრამ, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ,  გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ნაღალატევი ცოლების ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება, ღალატისაგან გამოწვეული დარტყმის შემდეგ. ეს ერთგვარი გამოფხიზლებაა! ქალი ვერ ეგუება აზრს, რომ „გაცვალეს“ და იწყებს პაექრობას მეტოქესთან – ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, რომ მასზე უკეთესია!
აუცილებელია, გულახდილად ვუპასუხოთ შეკითხვას – რა გვწყინს ყველაზე მეტად ღალატში? ის, რომ ქმარმა სხვასთან დაამყარა ფიზიკური კონტაქტი თუ ის, რომ „შენს თავს სხვა ამჯობინა?“ შეგიძლიათ, თქვენი ქალური ლოგიკა ამ კუთხითაც მომართოთ და საზოგადოებაში მიღებული სტერეოტიპების დამსხვრევას შეეცადოთ. მაგრამ, თუ თქვენთვის ამაზე ფიქრიც კი ზედმეტია, უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ მეუღლის მიმართ. თუ თქვენმა ქმარმა ზედიზედ რამდენჯერმე დაიგვიანა სამსახურიდან მოსვლა, აუცილებლად დაფიქრდით.
გაიხსენეთ ღალატის დადებითი მხარეები და შორს მოისროლეთ „ათი წესი, როგორ დავძლიოთ ღალატისგან გამოწვეული დეპრესია“.  აჯობებს, იმაზე იფიქროთ, რომ ქალებს ყველაფერი შესანიშნავად შეუძლიათ – ახალი პარტნიორის პოვნაც და ცხოვრების ხელახლა დაწყებაც.

ქალური საკითხავი

ქალებს უყვართ რებუსებით საუბარი, რაც მამაკაცებს აცოფებთ. იმიტომ რომ, ვერაფრით ხვდებიან, რისი თქმა უნდოდა ქალს სინამდვილეში. ქალებსაც უკვირთ, რა ვთქვი გაუგებარი. ესე იგი, არ მომისმინა ისე, როგორს საჭირო იყოო.
რეალურად, ქალების „ენა“ და „ლოგიკა“ კაცებისთვის მართლაც გაუგებარია.  
ქალური ლოგიკაა, მაგალითად, როდესაც მამაკაცს ეუბნები: „წადი“ და გულისხმობ – „მოდი“. ეუბნები: „მძულხარ!“ და გულისხმობ – „მიყვარხარ!“. თავის ტანსაცმლიანად სახლიდან გააგდებ და როგორც კი კარს მიხურავ, მაშინვე აწყობ გეგმებს, როგორ დაიბრუნო.
 ქალური ლოგიკაა, როცა არ იცი, ვინ გინდა, მაგრამ ვინც გვერდით გყავს, ის არ გინდა. როცა ერთადერთი სურვილი გტანჯავს – ოღონდ დაგირეკოს და როგორც კი ნანატრი ზარი შემოდის, ყოყმანობ  – ტელეფონს არ პასუხობ.
მამაკაცების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ქალის სამყაროში შეღწევა შეუძლებელია! მათი ხასიათი თითქმის ამოუხსნელია. ქალებს უყვართ ის, ვინც ყურადღებას არ აქცევს და ყურადღებას არ აქცევენ მას, ვისაც უყვართ.
თუმცა ვაღიაროთ ისიც, რომ  სწორედ ქალური ლოგიკის წყალობით, ქალებს ყოველთვის აქვთ საბოლოო გადაწყვეტილების რამდენიმე ვარიანტი...
რამდენიც უნდა იცინონ მამაკაცებმა, ქალს შეუძლია, ისეთი რაღაც, რაც მათ არ შეუძლიათ!
მაგალითად,  ქალს  ნამდვილად შეუძლია, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოს და რამდენიმე რაღაცაზე იფიქროს.
ქალი რაღაც მომენტში „ფოკუსნიკიცაა!” მას შეუძლია, არაფრისგან შექმნას სალათა და ტრაგედია.
 
გოგონა  მოუსვენარი
ბუნებით


მამაკაცებს უყვართ მხიარული ქალები,  უშუალოები და ბუნებრივები.  თუ ქალი, რომელშიც ჯერ კიდევ ცხოვრობს ბავშვი, მამაკაცის ნებისმიერ ხუმრობაზე იცინის. ძლიერი სქესი მისი თვალებით იხიბლება. მამაკაცები გიჟდებიან მის პირდაპირობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი ქალი  ამარტივებს მამაკაცის ცხოვრებას. სწორედ ეს არ აქვთ თანამედროვე ქალბატონებს, რომლებიც, როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფების ცხოვრებას ართულებენ.
წარმოიდგინეთ  ცოლი, რომელთანაც მამაკაცი მუდმივი მზრუნველობის ქვეშაა. მას მოსწონს საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება და კომფორტის შექმნა. ის ყოველთვის მზადაა მამაკაცის მოსასმენად და დასახმარებლად. ზოგიერთი მამაკაცი მიზანმიმართულად ეძებს ასეთ ქალს, რადგან დარწმუნებულია, რომ ის საუკეთესო დედა და ცოლი იქნება. თუმცა, ოჯახში მეტისმეტი ტვირთის აკიდება, თრგუნავს ქალს. უცვლის ხასიათს უარესობისკენ და იწყებს წუწუნს. აი, ეს კი არცერთ მამაკაცს არ მოსწონს.
იყავით არაორდინარული. ეს არის ის, რაც სხვებისგან  გამოგყოფთ. არაორდინარულობა  ყველას აოცებს  არასტანდარტული იდეებითა და აზრებით. მამაკაცებს მოსწონთ ასეთ ქალთან  ყოფნა, რადგან ყოველდღე სხვადასხვა თავგადასავალს აწყდებიან.
მამაკაცებს უყვართ მკვეთრი შეგრძნებები, რასაც თამაშ-გამოწვევებისგან იღებენ. მოსწონთ მიმზიდველი „დამები“, სისხლს რომ უდუღებთ და რთული მოსაპოვებელია.  ჭკვიანი ქალი არ ელოდება ზეციურ სასწაულებს. სწორედ ამის გამო აფასებენ მას მამაკაცები.
თქვენ შეგიძლიათ, დარჩეთ გოგონად გათხოვების შემდეგაც. მთავარია, არ ჩაკლათ თქვენში ბავშვი, რომელიც თავად არასდროს მიგატოვებთ.
скачать dle 11.3