კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 გასაღები სიბრძნის, საიდუმლოების, ოჯახის კეთილდღეობისა და წარმატების სიმბოლოა ნებისმიერი მიმართულებით

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 გასაღები – პატარა, მაგრამ ყველასთვის საჭირო ნივთი მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ კერძო საკუთრება ცნო. ეს მატერიალური თვალსაზრისით, ხოლო ფილოსოფიურად თუ მივუდგებით, გასაღების ძიებაშია ყოველი, რაც კი დაფარული და იდუმალია ამ სამყაროში. უძველესი რელიგიური წარმოდგენებით, სწორედ გასაღები გახლდათ მაგიური კავშირის სიმბოლო უზენაესი ღვთაებებისადმი და ამიტომაც გამოხატავდნენ ხშირად მითოლოგიურ გმირებსა თუ ქურუმებს გასაღებით ხელში. თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ ჩვეულებრივ, პატარა და საჭირო ნივთს, რომლიც ყველას საკუთარი აქვს და გავარკვიოთ, ძველი თუ ახალი, რა ხალხური მინიშნებები და გადმოცემებია ცნობილი მასთან დაკავშირებით, რაც, ამ ჩვენს დაძაბულ, ყოველდღიურ ყოფაში, აუცილებლად გამოგვადგება. ამ ყველაფერში კი გაგვარკვევს ეზოთერიკოსი, ქალბატონი მარინა.
– ალბათ, ბევრს და მათ შორის მეც, ბავშვობიდან შემორჩა მეხსიერებაში ბურატინო დიდი ოქროს გასაღებით, რომელმაც საშინელი ყარაბასისგან თოჯინების თეატრის მთელი დასი სწორედ ამ გასაღების საშუალებით იხსნა. ოქროს გასაღებით გააღო კარი სიკეთისა...
– ჰეკატეს – ბერძნულ მითოლოგიურ ჯადოქარს, სინათლისა და სულების ქალღმერთს, ხელში გასაღები ეპყრა; იანუსიც ხშირად ჩნდებოდა გასაღებით; ძველ ქურუმებსაც გასაღები ეჭირათ, რაც სიმბოლურად გამოხატავდა მათ ძლიერ მაგიურ კავშირს თავიანთი ღვთაებებისადმი. ასევე, გასაღებს, როგორც მამაკაცური პრინციპების გამომხატველს – სიბრძნის, განვითარების უმაღლესი დონისა და მაგიური ძალის ფალოსურ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. დღემდე უამრავი ხალხური გადმოცემა, მინიშნება თუ ცრურწმენაა მოღწეული, რომელთა უმრავლესობაც გასაღებს სიბრძნის, საიდუმლო ცოდნისა და რაც მთავარია, ოჯახის კეთილდღეობის, მისი წარმატების სიმბოლოდ სახავს ნებისმიერი მიმართულებით.
– რა წეს-ჩვეულებათა დაცვა მოგვეთხოვება იმისთვის, რომ, როგორც ოსტაპ ბენდერი იტყოდა, ხელში ჩავიგდოთ გასაღები ოთახისა, „სადაც ფული დევს...”  
– თქვენ წარმოიდგინეთ, ფულისა და სიმდიდრის მოსაპოვებლად, არც ცხრა მთას იქით გადაკარგვა მოგიწევთ, არც ცხრათავიან გველეშაპთან შებმა და არც ქარის წისქვილებთან ბრძოლა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი, ჟანგიანი გასაღებია ამისთვის საჭირო. დიახ, თუ თქვენს გასაღებს ჟანგი მოედო, მოულოდნელად გამდიდრდებით, მემკვიდრეობას გადმოგცემენ, ან სულაც, ძვირფას საჩუქარსა და სასიამოვნო სიურპრიზს მიიღებთ.
– შეიძლება, გასაღები ატარო როგორც თილისმა?
– გულსაკიდის ან სხვა სამკაულის სახით, პატარა გასაღების ტარება სხეულზე, სიბრძნეს შეგმატებთ. ასევე, მოძებნეთ იმდენი ძველი გასაღები, რამდენი კარიცაა თქვენს სახლში და ნელ-ნელა, ოთახიდან ოთახში გადაადგილებისას, როცა ცალკეულ კარს თავისი გასაღებით შეეხებით, სამ-სამჯერ გაიმეორეთ: „ღამით ქურდები ჩაკეტე!” ამის მერე, ყველა გასაღები ერთად, წითელი ლენტით შეკარით და შესასვლელი კარის თავზე დაკიდეთ, როგორც მაგიური მორთულობა. ეს ქურდებისა და ბოროტი ძალისგან დაგიცავთ. ალბათ, მისი, როგორც ფალოსური სიმბოლოს დამსახურებაა ის, რომ ძველი, რკინის გასაღების შენახვა ლეიბის ქვეშ, იმპოტენციისგან განგკურნავთ.
– ბურატინოს ოქროს გასაღები ვახსენეთ და რას მოგვიტანს, თუ მართლა ვიქონიებთ ოქროს გასაღებს?
– როგორც მოგახსენეთ, გასაღები შეიძლება, ატაროთ ან გამოიყენოთ სხვადსხვა მიზნით და მათ შორის, დაამზადებინოთ ის ოქროსგანაც, რომელიც ავი თვალისგან დაგიცავთ. ასევე, ჩამოვთვლი სხვა შემთხვევებსაც: ჩვეულებრივი, მაგრამ სამი გასაღების აცმა ძეწკვზე – ჯანმრთელობის, სიმდიდრისა და სიყვარულის საწინდარია; თუ გასაღებს ზურგზე დაიდებთ, თავის ტკივილი და ცხვირიდან სისხლდენა შეგიწყდებათ. საერთოდ, ნებისმიერი გასაღები, რომელსაც თან ატარებთ, ბედს გწევთ მანამ, სანამ თქვენს ერთ-ერთ საკეტს მაინც ერგება. თუ ახალშობილს აკვანში გასაღებს ჩაუდებთ, ამით მას სახლში „ჩაკეტავთ”, რომ ფერიებმა (თუმცა, ჩვენს დროში ეს უკვე პრობლემა აღარ არის და ისინი „ცუდმა ბიძიებმა” შეცვალეს) არ მოიტაცონ. უკუღმა დადებული გასაღები საწოლის გვერდით, ღამის კოშმარებს გაგიფანტავთ და დილამდე მშვიდი ძილი გარანტირებული გექნებათ. ასევე, თუ გინდათ, რომ საყვარელი ცხოველების სადგომი დაიცვათ, დადეთ მის გვერდით პატარა გასაღები. რაც შეეხება გასაღების სხეულზე ტარებას, სიბრძნის გარდა, ის ნაყოფიერებასა და შვილოსნობასაც უზრუნველყოფს. ასევე, თუ გინდათ, საიდუმლოს ფარდა ახადოთ, თან ატარეთ გასაღები. თუმცა, არამც და არამც, არ დადოთ ის მაგიდაზე, თორემ უიღბლობა და ფინანსური წარუმატებლობა არ აგცდებათ.
– თუ გასაღები ვიპოვეთ?
– თუ იპოვით და აიღებთ, ხალხური გადმოცემების თანახმად, ამას ორნაირი მნიშვნელობა აქვს: მპოვნელს პრობლემები შეექმნება ან პირიქით – ბედნიერებას ჰპოვებს და მომავალში საუკეთესო ცვლილებები ელის. თუ გასაღები კარის გაღებისას საკეტში ჩატყდა, ეს ცუდის ნიშანია, შეიძლება ძვირფასი ნივთები დაკარგოთ. ამიტომ, რამდენიმე ხნის განმავლობაში ფრთხილად უნდა იყოთ – ძვირფასი ნივთები უყურადღებოდ არ დატოვოთ.
– მაგრამ თუ გასაღები დაგვეკარგა?
– ასევე, უამრავი ცრურწმენა და მინიშნება არსებობს გასაღების დაკარგვასთან დაკავშირებით. თუმცა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა დროს დაიკარგა ის. თუ გასაღები გამგზავრების წინ დაკარგეთ, უსიამოვნება და შეიძლება, უბედურებაც კი შეგემთხვათ. მაგრამ, თუ ის მნიშვნელოვანი მოვლენის ან დღესასწაულის წინ გაუჩინარდა, ეს წარმატებისა და გამართლების ნიშანია: სურვილები შეგისრულდებათ და რთული ამოცანის გადასაჭრელად ახალი შესაძლებლობები მოგეცემათ. ქორწილის წინ გასაღების დაკარგვა ბედნიერებისა და სასიამოვნო მოვლენების საწინდარია. საერთოდ, ნებისმიერ შემთხვევაში, გასაღების დაკარგვა მნიშვნელოვანი და მოულოდნელი ცვლილებებია თქვენი ან თქვენი ახლობლების ცხოვრებში. ასევე, კიდევ უამრავი მინიშნებაა, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ მათგან ყველაზე აქტუალურს თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით ცხოვრებაში. თუ გასაღები ძირს დაგივარდათ – იატაკზე ან მიწაზე – მგზავრობისას იღბალი და წარმატება ზურგს შეგაქცევთ. ბზარი გასაღებზე – იმედგაცრუება და აუხდენელი ოცნებაა. თუ გასაღები სახლში დაგრჩათ, ამას წვრილმანი კამათი და ოჯახში უკმაყოფილება მოჰყვება; ხოლო თუ სამსახურში – საქმიანი გარიგება წარმატებით დასრულდება და შეიძლება, დაგაწინაურონ კიდეც. გასაღებით არ დაუსტვინოთ, თორემ მეხსიერებაზე ცუდად იმოქმედებს და შეიძლება, საერთოდ დაკარგოთ ის. გასაღების რგოლზე ჩხაკუნს კი, შეუძლია, ჭკუიდან შეგშალოთ. ასე რომ, გაუფრთხილდით გასაღებს და უდიერად ნუ მოეპყრობით. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და მოსალოდნელ სირთულეებს თავიდან აიცილებთ.  
скачать dle 11.3