კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ დაუბრუნა ლენინის ორდენი ედუარდ შევარდნაძეს სოლიკო ვირსალაძემ და რატომ უთხრა მან უარი უზბეკეთის „ცეკას” პირველ მდივანს რამდენიმე მილიონზე

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

ნიუ-იორკში „სუხიშვილების” ანსამბლის რეპეტიციას სალვადორ დალი დასწრებია, რომელიც თურმე ქართული ანსამბლის საცეკვაო კოსტიუმებმა ისე გადარია, გაჰყვიროდა: „სად არის მხატვარი, ის გენიოსია!“ ეს მხატვარი კი, რომელმაც არა მარტო სალვადორ დალი, მსოფლიო მხატვართა და თეატრალური საზოგადოება გადარია, სოლიკო ვირსალაძე გახლდათ. ის წლების განმავლობაში, სპეციალურად „სუხიშვილებისთვის” ქმნიდა ერთიმეორეზე უკეთეს („აფხაზურის“. „ჯეირანის“. „სამაიას“, „აჭარულის“…) კოსტიუმებს. მოგვიანებით ის გაიხსენებს: „როცა ანსამბლისათვის კოსტიუმებზე მუშაობა დავიწყეთ, ფული არ გვქონდა. ოპერაში შუშის მოსართავ ქვებს ვიპარავდი და ანსამბლის კოსტიუმებისთვის ვიყენებდი“. ნინო რამიშვილსა და ილიკო სუხიშვილს, სოლიკო ვირსალაძის სახით, გვერდით ჰყავდათ კარგი მეგობარი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მათი ანსამბლის შექმნის საკითხში. პირველი კოსტიუმებიც მან საკუთარი ხელით, ფუნჯითა და საღებავებით მოხატა. არავინ იჯერებდა, რომ ეს უბრალო ტილო, რომელიც შორიდან აბრეშუმისა და ფარჩის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ხელით იყო მოხატული. მის დღიურებში, ასევე გამორჩეული შემოქმედებითი პერიოდია 1966 წელი, როცა საქართველოში განსაკუთრებულად აღინიშნა შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილე. მაშინ ამ მოვლენას მსოფლიო რეზონანსი მოჰყვა. ღონისძიების მზადებაში ჩართული იყვნენ ხელოვნების წარმომადგენლები, მათ შორის, „სუხიშვილების” ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელსაც საიუბილეოდ უნდა მოემზადებინა კომპოზიცია „ვეფხისტყაოსნის” თემაზე. სოლიკო ვირსალაძემ უდიდესი შრომა გასწია და უმოკლეს დროში შექმნა რუსთაველის ეპოქისათვის დამახასიათებელი უნიკალური კოსტიუმები და შთამბეჭდავი სასცენო დეკორაციები თემით „ქაჯეთის ციხე“. ინგლისში აღფრთოვანებული მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს სოლიკო ვირსალაძის შექმნილ კოსტიუმებს.                           
ამბობენ, რომ ის თავისი პრინციპების, უღალატო, მართლის მთქმელი, მტკიცე ხასიათის, თავმდაბალი  კაცი იყო. 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით
მეორედ გადასცეს ლენინის ორდენი, რომელიც მაშინდელ, „ცეკას“ პირველ მდივანს, ედუარდ შევარდანაძეს უკანვე დაუბრუნა, როცა მასთან სახლში ინტერვიუზე ჯულიეტა ვაშაყმაძე მივიდა და ჰკითხა: ბატონო სოლიკო, მადლობას როგორ იტყოდითო. უზბეკეთის „ცეკას” პირველ მდივანზე კი, როდესაც მან რამდენიმე მილიონი და დეკადის მოწყობა შესთავაზა, სიცილით უთქვამს: ამაზე დრო როგორ დავკარგოო. ის იმდენად თავმდაბალი იყო, სცენაზე თავის დასაკრავადაც კი არ გადიოდა. ერთხელ, ვახტანგ ჭაბუკიანს ხელში აყვანილი გამოუყვანია.    
 „…წლების განმავლობაში ლენინგრადის, კიროვის სახელობის (დღევანდელი მარინის თეატრი) და მოსკოვის დიდ თეატრებში მუშაობდა მთავარ მხატვრად. როცა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, დას, ელენეს სთხოვა, მოეგვარებინა გადმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები. სოლიკოს (ამ სახელით იცნობდა მას თეატრალური სამყარო და მთელი საქართველოც) საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა. სწორედ ელენემ შეურჩია რამდენიმე ვარიანტი და ტელეფონით აცნობა ძმას: ბინა ახალ სახლში, აპარტამენტები ძველებურ შენობაში და სამოთახიანი ბინა ერთსართულიან კერძო სახლში — ცის ვაზის ბაღით. (წყარო: sputnik) ბატონი სოლიკოს დისშვილი, მანანა ხიდაშელი ამბობს: ბიძიამ წამში მიიღო გადაწყვეტილება და დედას უთხრა, ცისვაზიანი სახლი მინდაო. არც არასდროს უნანია არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომ სახლი კეთილმოუწყობელი იყო. პირიქით, შენობისგან, რომელშიც 50-იან
წლებამდე საბავშვო ბაღი იყო განთავსებული, ნამდვილი შედევრი შექმნა: ერთი ოთახი სამზარეულოდ და საპირფარეშოდ გაყო. დანარჩენები კი ძველებური ავეჯით გააწყო. ბიბლიოთეკის ჭერი სპარსული ჩუქურთმებით შეამკო და მყუდრო კაბინეტი მოიწყო... სწორედ ამ კედლებში გაჩნდა „სპარტაკი“ — იური გრიგოროვიჩის მიერ დადგმული ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ბალეტი. ვირსალაძე და გრიგოროვიჩი ჯერ კიდევ ლენინგრადში დამეგობრდნენ, როცა უკვე ცნობილი მხატვარი კიროვის თეატრის კორდებალეტის ახალგაზრდა მოცეკვავის სპექტაკლის სანახავად მივიდა. ამ ყმაწვილისთვის ბედისწერას  საუკუნის მეორე ნახევრის, ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ქორეოგრაფად ქცევა განესაზღვრა. მათი პირველი ერთობლივი ბალეტი პროკოფიევის მუსიკაზე გახლდათ  „ქვის ყვავილი.“ სპექტაკლის პრემიერა 1957 წელს შედგა ლენინგრადში… და გრიგოროვიჩ-ვირსალაძის თანამშრომლობა კიდევ ოთხი ათეული წლის განმავლობაში გაგრძელდა. მანანა ხიდაშელი იხსენებს, რომ გრიგოროვიჩი მოსკოვიდან რამდენიმე დღით ჩამოდიოდა. მიდიოდა სოლიკოსთან, ჩართავდნენ მაგნიტოფონს, დილიდან დაღამებამდე უსმენდნენ საბალეტო მუსიკას და ფანტაზიორობდნენ. სოლიკო ვირსალაძე, თურმე, თავადაც დადიოდა ბალეტზე ქართული ბალეტის ფუძემდებლად აღიარებულ, იტალიელ ქორეოგრაფთან, მარია პერინისთან, რომელსაც კომენდანტის ქუჩაზე, კომერსანტ არშაკუნის სახლში დაარსებული სამხატვრო აკადემიის ფლიგელში ჰქონდა სტუდია, 1937 წლამდე. თუმცა, საბოლოოდ, მაინც ხატვის სიყვარულმა სძლია ცეკვისას — სოლიკო ვირსალაძე ჯერ მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებელში შევიდა, მერე კი მოსკოვისა და ლენინგრადის სამხატვრო ინსტიტუტებში განაგრძო სწავლა…
თუმცა ბალეტს მაინც ვერ შეეშვა. სოლიკო შესანიშნავად ერკვეოდა საბალეტო ჟანრში და სიღრმისეულად შეიგრძნობდა ცეკვას. სწორედ ამიტომ, შეუცდომლად არჩევდა დეკორაციებს წარმატებული სპექტაკლისთვის.
პირველი ქორეოგრაფი, ვისთანაც სოლიკო ვირსალაძემ იმუშავა საქართველოში, დიდი ვახტანგ ჭაბუკიანი იყო. თუმცა, მხატვარმა ნამდვილი შედევრები მაინც იური გრიგოროვიჩთან დუეტში შექმნა. სულაც არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვირსალაძეს, ამ გენიალური ქორეოგრაფის, თანაბარუფლებიან თანაავტორს ვუწოდებთ... სოლიკო ვირსალაძე 1989 წელს გარდაიცვალა. როცა მისი გამოჯანმრთელების იმედი გადაიწურა, მანანა ხიდაშელმა ბიძა
კრემლის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანა. მანამდე კი, ის და მისი ვაჟი ლევან აბაშიძე – ახალგაზრდა, იმედისმომცემი მსახიობი მორიგეობით, თვეში რამდენჯერმე გადაფრინდებოდნენ ხოლმე, მოსკოვში სოლიკოს მისახედად… ახლა ამ სახლში მანანა მარტო ცხოვრობს და ბიძის არქივს სწავლობს. ზოგჯერ ისეთ უნიკალურ დოკუმენტს გადააწყდება ხოლმე, რომ…
ერთ-ერთი ვიზიტისას მითხრა, ძლივს ვაჯობე თავს და საწერი მაგიდის უჯრა გამოვაღე, რომლისთვისაც სოლიკოს გარდაცვალების დღიდან, ამდენი წლის განმავლობაში, ხელი არ მიხლიაო. შავი ტუშით დახატული პორტრეტი მაჩვენა — ახალგაზრდა, ლამაზი ქალის პორტრეტი გახლდათ. ვინ არის-მეთქი, ვკითხე და ქალბატონმა მანანამ სიყვარულის ისტორია მიამბო.
სოლიკოს ყმაწვილობაში მარიამ ბაგრატიონი შეჰყვარებოდა — საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის ქალიშვილი. თუმცა, ეს ტიტული უკვე მხოლოდ ცარიელი სიტყვებიღა იყო. 1801 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ბაგრატიონებმა ტახტი დაკარგეს. საუკუნეზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ კი, 1931 წელს, როცა ქვეყანა უკვე საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო, გიორგი მუხრანბატონის ოჯახი ევროპაში გადაიხვეწა, ვინაიდან აქ დარჩენა მათთვის უკვე სახიფათო იყო. მაგრამ, მარიამი მალევე დაბრუნებულა ტფილისში სატრფოსთან ერთად — საფრანგეთში საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი შეჰყვარებოდა, რომელიც, როგორც ამბობენ, დაბრუნებიდან მოკლე ხანში დაუხვრეტიათ. მარიამ ბაგრატიონი კი მშობლების ყოფილ სახლში დაბინავებულა, სადაც ახალ ხელისუფლებას მისთვის ერთი პაწაწინა ოთახი გამოეყო პირველ სართულზე. მარიამი კარგად ხატავდა — სამხატვრო ოსტატობას პარიზსა და ნიცაში დაუფლებოდა. დეკორაციებს აფორმებდა ოპერაში. სწორედ იქ გაიცნო სოლიკო ვირსალაძე და… ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, რომელიც მხოლოდ იმის გამო შეწყდა, რომ მარიამი დააპატიმრეს. დაკითხვებზე გამომძიებელი მისგან მოითხოვდა, აღიარე, რომ თავადიშვილი ხარო, რაზეც მარიამი გამუდმებით პასუხობდა ერთსა და იმავეს: „ეს  სიცრუეა!“ ბოლოს, როცა გამომძიებელი გაცოფდა, მარიამ ბაგრატიონმა პასუხი შეცვალა: „თავადის ტიტულის მიღება ნებისმიერ ბოშა ქალს შეუძლია, თუ თავადს გაჰყვება ცოლად. მე კი მეფის ასული ვარ!“ საბოლოოდ, მარიამ ბაგრატიონს ბრალი არარსებულ დანაშაულებში დასდეს და გადაასახლეს. პატიმრობაში ხატვის უნარი დიდად გამოადგა — კლუბში გაამწესეს კედლის გაზეთების გამფორმებლად. სოლიკო მარიამს პროდუქტების ამანათებსაც უგზავნიდა და ფულსაც, მაგრამ ერთსაც და მეორესაც ბანაკის ხელმძღვანელობა და ზედამხედველები ითვისებდნენ. ალბათ, ამიტომაც არ დაიჯერა ბაგრატიონების ასულმა, რომ სოლიკოს ის ამ წლების განმავლობაში არასდროს დავიწყებია და შეძლებისდაგვარად, დახმარებასაც ცდილობდა. თბილისში დაბრუნებულმა მარიამ ბაგრატიონმა სოლიკოსთან შეხვედრაზე უარი თქვა. მხატვარს თავის მართლება არც უცდია — ეს ღირსების შელახვად მიიჩნია. უფრო მეტიც, საერთოდ გვერდს უქცევდა გუდიაშვილის ქუჩას, სადაც მარიამი ცხოვრობდა… და აი, წლების შემდეგ გაირკვა, რომ მარიამ ბაგრატიონი მართლაც არ დავიწყებოდა. მისი პორტრეტი საწერი მაგიდის უჯრაში ედო ყველასგან მალულად — ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი არ აჩვენებდა.”

скачать dle 11.3