კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რა საფრთხე ელის საქართველოს მოსკოვის კონტროლიდან გამოსული ჩრდილო კავკასიიდან და რა ადგილს იმზადებს თავისთვის რამზან კადიროვი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

გასულ კვირას ბირმაში ბუდისტების მიერ რამდენიმე ათასი მუსლიმანის დახოცვამ დიდი მღელვარება გამოიწვია მსოფლიო მუსლიმანებს შორის. ამ მოვლენას მშვიდად არც რფ-ში ჩაუვლია. ვერც ჩაივლიდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მუსლიმანთა რაოდენობამ უკვე 20 მილიონს მიაღწია. საპროტესტო აქცია მათ მოსკოვშიც ჩაატარეს და აქცია ჩეჩნეთის დედაქალაქშიც გაიმართა (არც მეტი, არც ნაკლები –  მილიონიანი) და რამზან კადიროვმა ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც დაწყევლა მუსლიმანების გენოციდის ჩამდენები და რუსეთის ფედერაცია ინდიფერენტულობაშიც დაადანაშაულა. იქვე განმარტა, რომ ჯარის გაგზავნას ვერ შეძლებს, თუმცა მისი ნება რომ იყოს, მოძალადეებისთვის ატომურ ბომბსაც არ დაიშურებდა. მეტიც (მომყავს ციტატა): „თუ რუსეთი მხარს დაუჭერს შაითანებს, რომლებიც სჩადიან დანაშაულს, მე რუსეთის წინააღმდეგ ვიქნები. იმიტომ რომ, მე მაქვს ჩემი ხედვა და პოზიცია. დარწმუნებული ვარ, არავინ დაუჭერს მხარს მკვლელებსა და მოძალადეებს. ამიტომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, თუ როგორ იქცევიან სახელმწიფო მოღვაწეები და პოლიტიკოსები.“
რამზან კადიროვმა, ასევე, მადლობა გადაუხადა თურქეთის ხელისუფლებას, რაკი მათ ბირმაში მცხოვრები მუსლიმანები დაიცვეს და რუსეთში მცხოვრებ მუსლიმანებს შეახსენა, რომ ღმერთის იმედი უნდა ჰქონდეთ. ამასთანავე, ხაზი გაუსვა, რომ მუსლიმანთა გენოციდს მხარს უჭერს დასავლეთი.
მეტიც, ამ პროცესში თავისი როლიც განსაზღვრა (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „მე მხარს დავუჭერ ნებისმიერს, ვინც ამ ბოროტების წინააღმდეგ იქნება. მე ვიქნები მათ გვერდით, უკან თუ წინ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვიქნები მათთან ერთად, ვინც დასჯის ამ „შაითანებსა“ და არაადამიანებს. თუ გინდათ, ერთად გავაკეთოთ ეს. ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ.“
და თუმცა მედიამ მთავარი ყურადღება რამზან კადიროვის იმ სიტყვებს მიაქცია, რომლებშიც ის რფ-ის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე ლაპარაკობდა, მის გამოსვლაში იყო, ჩემი აზრით, ამაზე მნიშვნელოვანი პასაჟი: „ჩვენ ვიცით, რა არის ომი. იგივე ხდებოდა ჩვენს რესპუბლიკაში“. თუ გავიხსენებთ, რომ იმ რესპუბლიკაში რუსეთ-ჩეჩნეთის ორი ომი იყო, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის მმართველმა რუსული ჯარის მიერ ჩეჩნეთის მიწასთან გასწორება იგულისხმა.
რთული სათქმელია, არის თუ არა გროზნოში გამართული მასობრივი საპროტესტო აქცია გარედან დაგეგმილი, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ამით ისარგებლონ კიდეც გარე ძალებმა. ჩრდილო კავკასიაში ისლამისტური დაჯგუფებები ჯერჯერობით იატაკქვეშეთში მოქმედებენ, თუმცა არეულობის შემთხვევაში, ცხადია, ისინი ლეგალურად იმუშავებენ. ამ ფონზე კი ადვილი წარმოსადგენია, თუ რა საფრთხეები შეიძლება, დაემუქროს საქართველოს.
ექსპერტთან კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ რამზან კადიროვის პოლიტიკურ სვლებსა და ჩრდილო კავკასიიდან მომავალ საფრთხეებზე.

–  როგორია რამზან კადიროვის მიერ ნათქვამის კონტექსტი, რა გზავნილები იკითხება მის ვიდეომიმართვაში? ფაქტია, ბირმაში მომხდართან მას კავშირი არ აქვს, მაგრამ გამოყენებას აშკარად ცდილობს.
– კადიროვი ასეთი ტიპის შანტაჟით რუსეთის ხელისუფლებისადმი პირველად არ გამოსულა. ზოგ შემთხვევაში ეს შანტაჟი ეკონომიკური მიზეზით იყო განპირობებული, მაგალითად, მისი კონფლიქტი სეჩინთან, ამჟამად, რელიგიური ნიადაგია. სხვათა შორის, ეთნიკურ ნიადაგზეცაა ცნობილი მისი შანტაჟი, როდესაც ჩეჩნებს არ აძლევდნენ უფლებას, განსახლებულიყვნენ სტავროპოლის ტერიტორიაზე. მაშინაც გააკეთა ამ ტიპის განცხადება, დღეს კი პირველადაა რელიგიური მიზეზი. კადიროვს მუდამ ჰქონდა ამბიცია, საერთაშორისო პოლიტიკურ მოთამაშედ ქცეულიყო. რადგან ეს ვერ მოახერხა, ეტყობა, გადაწყვიტა, რელიგიურ-პოლიტიკური თვალსაზრით იაქტიუროს.
– ანუ უნდა, რომ იყოს რუსეთის მუსლიმანთა ლიდერი?
– არა მარტო რუსეთის. უნდა, რომ იყოს მუსლიმანური თემის ლიდერთა შორის მთელ მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში, სუნიტურ სამყაროში მაინც. ამიტომაა, რომ ასეთ ფართო ურთიერთობას ამყარებს სხვადასხვა მიმართულებით სუნიტურ სამყაროში და დედამისის ჩასვლაც კი ისე მოაწყო მექაში, თითქოს ყველა მუსლიმანთა დედა ჩავიდა. ეს მისი ხელწერაა. ამ მხრივ, ნიჭიერი კაცია და მიაღწია კიდეც ნაწილობრივ თავის მიზანს: გახდა, განსაკუთრებით, მუსლიმანური საინფორმაციო სივრცის გმირი. ორი დღის განმავლობაში იყო კიდეც, სანამ დაუთოღლუ არ ჩავიდა ბირმაში და აქცენტი არ გადანაწილდა.
რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლების პოზიციას: ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც კადიროვი განცხადებას აკეთებს კრემლის ჩუმი მხარდაჭერით. მოსკოვში ნამდვილად არ მოსწონთ მისი განცხადებები, უბრალოდ, ვერაფერს უხერხებენ. მოსკოვში, ასევე, არ მოსწონთ, როდესაც მოსკოვის ცენტრი გადაკეტეს მომიტინგეებმა და საკმაოდ თავგასულად იქცეოდნენ. სხვათა შორის, ძალიან აგრესიულად გამოეხმაურა ამ აქციას რუსულ სოციალურ ქსელებში რუსი მომხმარებელი და უკმაყოფილო იყო, რომ არ გამოიძახეს „ომონი“ და არ დაარბიეს ის აქცია. ერთი სიტყვით, დაპირისპირების საინტერესო ფორმატი შეიქმნა. მოკლედ, რასაც კადიროვი აკეთებს, არ არის კრემლის პოზიცია.
– რუსეთის მუსლიმანები სპონტანურად დაირაზმდნენ?
– კადიროვმა დარაზმა. ის ძალიან შორს იყურება, მიაჩნია, რომ ახალგაზრდაა და ფიქრობს თავის ზეგინდელ დღეზე. როდესაც რუსეთში ახალი ხელისუფლება ჩამოყალიბდება, არ არის გამორიცხული, მას ჰქონდეს მაღალი რანგის ფუნქცია. მაგალითად, იყოს რუსული მუსლიმანური თემის კურატორი, რომელთა რაოდენობა 20 მილიონს აღწევს უკვე.
– მას უნდა თანამდებობა კრემლში და ამისთვის ამზადებს ნიადაგს? ჩეჩნეთი აღარ ჰყოფნის?
– ჩეჩნეთი მისთვის აღარ არის საკმარისი. მეორე მხრივ, ეს არის თურქეთის ხელმძღვანელობასა და კადიროვს შორის გარკვეული შეთანხმება, რომელშიც, სავარაუდოდ, მონაწილეობას იღებდნენ ინდონეზიისა და მალაიზიის წარმომადგენლებიც. დღემდე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ერთთავად იმაზე ლაპარაკობდნენ, რომ ისლამისტები ხოცავენ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს.
– მოსაზრება, რომ ყველა ტერორისტი მუსლიმანია ამ ფაქტმა შეცვალა, აგერ ბუდისტებმაც მოაწყვეს მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და ამჯერად მსხვერპლია მუსლიმანი.
– დიახ, არასდროს ექცეოდა ყურადღება იმას, რომ ისლამური ტერორიზმის ყველაზე დიდი მსხვერპლნი იყვნენ მუსლიმანები. ამ ჯგუფმა დღეს ძალიან კარგად გამოიყენა ბირმაში მომხდარი, გადაფარა ყველა სხვა მასობრივი მკვლელობები და სცადა, ეჩვენებინა, რომ აი, მუსლიმანებიც არიან მასობრივი გენოციდის მსხვერპლნი და მოახერხა კონსოლიდაცია, რომ მუსლიმანებიც უნდა დავიცვათო.
– სერგეი მარკედონოვს ვკითხე, იგულისხმა თუ არა ომში კადიროვმა, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები-მეთქი. ოღონდ მან თქვა, რომ რამზან კადიროვს უგულისხმია შიდა დაპირისპირება.
– მარკედონოვი იძულებულია, ასე თქვას.
– თქვენ როგორი გაიგეთ ეს ნათქვამი? მე გავიგე ისე, რომ ჩვენც, მუსლიმანებსაც გვხოცავდნენო და ხოცავდა მათ რუსული არმია.
– ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომზეა ლაპარაკი. კადიროვმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ უამრავი ჩეჩენი დაიხოცა იმ ომებში. მარკედონოვი სხვაგვარად ვერ იტყვის. ცუდად დახვდება წინ თავისი ეს ნათქვამი, ამიტომ მე გეუბნებით.
– რა უთხრა ამით რუსეთის ხელისუფლებას?
– მე და ჩეჩნებმა, დროებით დავივიწყეთ, რაც მოხდა და ნუ გაგვახსენებთო.
– არის თუ არა შესაძლებელი, ვიღაც გარედან შეეცადოს მუსლიმანური ფაქტორის გამოყენებას პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ?
– თუ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ამას არ მიეცა შესაბამისი რეაქცია და რუსეთის ხელისუფლებამ არ მოიფიქრა კონტრღონისძიება, რასაკვირველია, ეცდებიან გამოყენებას. დღეს კადიროვი თავის თავს მიიჩნევს მუსლიმანთა ერთ-ერთ მთავარ დამცველად. თუ ის იმ თეთრი ცხენიდან არ ჩამოსვეს, მას ვერ გააჩერებენ. ეს კარგად იცის პუტინმაც და მისმა გარემოცვამაც. ამდენად, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მხოლოდ უნაგირი შეატოვონ ხელში, მაგრამ სხვა საკითხია, ეს გამოუვათ თუ არა. აუცილებლად ეცდება ამის გამოყენებას მავანი და რაკი თავად კადიროვიც ცამდე მართლად მიიჩნევს თავს, ბოლომდე მიაწვება ამ ფორმატს.
– ამ ფორმატს ის აწვება მხოლოდ იმიტომ, რომ რფ-ის მთავრობაში მიიღოს მაღალი პოსტი, ჩრდილო კავკასიის კურატორობა უნდა თუ დამოუკიდებელი ჩეჩნეთის?
– ჩრდილო კავკასიის დამოუკიდებლობა რომ არ გამოვა, ეს იცის და მისთვის ყველაზე უკეთესია, იყოს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ან ვიცე-პრემიერი. ჩრდილო კავკასიის ლიდერი ვერ გახდება, რადგან იცის, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს დაპირისპირებას ჩრდილო კავკასიაში. იმიტომ რომ, ჩრდილო კავკასიაში არ შეიძლება, ჩეჩენი ან ჩრდილო კავკასიელი, სხვა რომელიმე ხალხის წარმომადგენელი იყოს ხელმძღვანელი. მხოლოდ რუსი, იმიტომ რომ, სხვა შემთხვევაში ეს აუცილებლად გამოიწვევს დაპირისპირებას მთელ ჩრდილო კავკასიაში. ელცინის დროს იყო მცდელობა, რომ ძასოხოვი ყოფილიყო ჩრდილო კავკასიის კურატორი, მაგრამ ამის გაგება და ჩრდილო კავკასიის ფეხზე დადგომა, ერთი იყო. ამდენად, გამორიცხულია ეს ამბავი.
– ვიცით, რომ მოსკოვს საფუძვლიანად აქვს ლაგამი ამოდებული ჩრდილო კავკასიისთვის. განვიხილოთ ვარიანტი, რომ რუსეთი დაიშალა, თანაც, ბევრი ელოდება ამას ჩვენთან და მიაჩნიათ, რომ ეს იქნება პანაცეა. რუსეთის დაშლა ნიშნავს უკონტროლო ჩრდილო კავკასიას. განვმარტოთ, რას ნიშნავს უკონტროლო ჩრდილო კავკასია ჩვენი ქვეყნისთვის?
– ამ ტიპის საფრთხე, რომ ჩრდილო კავკასია გამოეყოს რუსეთს, ამწუთას არ არსებობს. საშიში, როგორც წესი, ის სეპარატისტული რეგიონებია, რომლებსაც საკუთარი ბიუჯეტი აქვთ. მათგან, რომლებიც დოტაციაზე არიან, საფრთხე ვერ წამოვა. ყველა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკა კი დოტაციაზეა. ყველაზე დიდი საფრთხე სეპარატიზმისა არის თათარსტანში. მას აქვს საკუთარი ბიუჯეტი და საკუთარი უზარმაზარი რესურსი როგორც მატერიალური, ისე ინტელექტუალური და დემოგრაფიული. რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, კიდევ არის რუსეთში სეპარატისტული რეგიონები და, უპირველესად, ეს არის ცენტრალური ურალი. იმიტომ რომ, ეს არის რეგიონი, რომელიც თავის უზარმაზარ მატერიალურ სიმდიდრეს აძლევს დანარჩენ რუსეთს და თავად არც ისე კარგად ცხოვრობენ.  უკვე მობეზრდათ ეს ამბავი, ვგულისხმობ ციმბირს.
ხოლო, თუ რუსეთი დაიშალა, ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. იმიტომ რომ, უდიდესი ალბათობით, ჩრდილო კავკასიელები ერთმანეთს დაერევიან. მათ შორის სუკუნეობრივი დავებია, რაც ვერა და ვერ გადაწყდა. მეორეც, ჩვენ აღმოვჩნდებით რადიკალური ისლამის რკალში და რაც დღეს ჩრდილო კავკასიაში არის იატაკქვეშეთში, ხვალ იქნება ქუჩებსა და ხელისუფლებებში, რაც ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდება ჩვენთვისაც, სომხეთისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.
– კადიროვი ხაზს უსვამს იმას, რომ ერთგულება დაუდასტურა პუტინს, ანუ შემცვლელს არ დაემორჩილება.
– კადიროვმა თავის დროზე თქვა, რომ ფიცი მისცა პუტინს და არა –  რუსეთს. ამდენად, აგრძნობინა ყველას, რომ, ვიდრე არის პუტინი, ის ლოიალურია, თუ არ იქნება პუტინი, გადახედავს თავის ლოიალობას
– და რას ნიშნავს ეს ლოიალობის გადახედვა? დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, ვინმეს წინააღმდეგ ომს დაწყებს?
– არ დაუზუსტებია, მაგრამ ამ გზით წავა.
– და ჩვენ მივიღებთ იმ სახიფათო სურათს ჩრდილო კავკასიაში, რაზეც ვისაუბრეთ.

скачать dle 11.3