კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ოკუპანტებთან უნისონში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ 146-ე! 


აგვისტოს მიწურულს ჩვენი გულები გვარიანად შეაშფოთა ინფორმაციამ, რომ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები „არტეკში” გაემგზავრნენ; ან კი როგორ არ შეგვაშფოთებდა, როდესაც „არტეკი” ყირიმშია, ყირიმი კი ამ ჩვენმა ოკუპანტმა რუსეთმა, არც მეტი, არც ნაკლები, უცერემონიოდ მიიერთა.
მაგრამ ისე მოხდა, რომ რუსულენოვანმა „სპუტნიკმა“ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და გვაუწყა, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება თითქოს თბილისის 166-ე სკოლის დირექციამ ჩაიდინა, მაგრამ გაირკვა, რომ ხსენებული სკოლა უბრალოა და  ოკუპანტებთან უნისონში, თბილისის 146-ე საჯარო სკოლამ იმოქმედა.
ქართულმა მედიასაშუალებებმა შეცდომა გა(ვ)ასწორეს, თუმცა პირადად, ინფორმაციის კიდევ უფრო დაზუსტება ვცადე (იმიტომ რომ, მსგავსი გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ცარიელ ნიადაგზე არ ჩნდება).
შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ „არტეკთან” წილნაყარ, ანუ თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში, ფუნქციონირებს რუსული სექტორი და მეტად წარმატებითაც, თუმცა, წესითა და კანონით, საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ენაზე უნდა მიმდინარეობდეს (ან კი რატომ უნდა აღზარდოს სახელმწიფომ თავისი ფულით უცხო ქვეყნის მოქალაქე?!).
რაც ყველაზე მთავარია: ოკუპანტებთან მოთანამშრომლე თბილისის 146-ე საჯარო სკოლა ერთადერთი გამონაკლისი არ არის და რუსულ სექტორებს საქართველოს სახელმწიფო სკოლებში, რატომღაც, ისევ აცოცხლებენ. და თუმცა, ცხადია, ყველაზე უკეთ მტრის ენას უნდა ფლობდე, თუ გავიხსენებთ, რომ  რუსულ სექტორებს, ძირითადად, ჩვენი არაქართველი თანამემამულეები სწყალობენ, გამოდის, რომ ისევ ხელს ვუშლით მათ ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაციას.
აქედან გამომდინარე კი, იბადება საბედისწეროდ რიტორიკული კითხვა: ამ ჩვენს განათლების სამინისტროს საღათას ძილით ჩაეძინა თუ უკვე გავიდა მარილზე და გვიმალავენ?! –
скачать dle 11.3