კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რამზანის ფიქრები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ რაც გეჯავრებოდეს, ის გეძალებოდესო



ბირმაში ბუდისტების მიერ მუსლიმანთა მასობრივი დახოცვის ფაქტმა, იმას გარდა, რომ სრულიად მუსლიმანური სამყარო აღაშფოთა (სავსებით სამართლიანადაც), ის მტკიცე მოსაზრებაც შეარყია, რომ ტერორისტები მხოლოდ აღმსარებლობით მუსლიმანები არიან.
ამის პარალელურად, კიდევ ერთხელ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება ჩეჩნეთის ლიდერსა და პრ. პუტინის ფავორიტს.
მეტიც, რამზან კადიროვმა ისიც კი თქვა, რომ თვით რფ-ის ხელისუფლებასაც კი  დაუპირისპირდება, თუ ეს უკანასკნელი მოძალადე ბუდისტების წინააღმდეგ მკვეთრად არ იმოქმედებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული რამზანი მხოლოდ ხსენებულ ვლადიმირს აღიარებს რფ-ის მთელ ტერიტორიაზე, ამ განცხადების ქვეტექსტმა ყრუსაც კი გაუმახვილა სმენა.
და სანამ ყველანი ერთად, მოვლენების განვითარებას თვალგაფაციცებულები აკვირდებოდნენ, რფ-ის პრ.-მა განცხადებაც გააკეთა.
კერძოდ (მომყავს ციტატა): „თითოეულს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი აზრი, მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა. რაც შეეხება რეგიონების ხელმძღვანელებს: ეს მათაც ეხებათ. მაგრამ გარწმუნებთ, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან. ყველას გთხოვთ, დამშვიდდეთ, ყველაფერი რიგზეა.“
ცხადია, რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის, თუნდაც, იმიტომ რომ, თვით პრ. პუტინს დასჭირდა ამ პათოსის არგუმენტად გამოხატვის თავისუფლების მოხმობა. –
скачать dle 11.3