კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (215)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

№36 იღებდა თუ არა მარიამ ტორონჯაძე ყურადღების მისაქცევად თამამ ფოტოებს და ჰქონდა თუ არა მას გიორგი ვარდოსანიძესთან ურთიერთობა

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 21 წლის მარიამ ტორონჯაძე საზოგადოებამ ერთ-ერთი გადაცემიდან გაიცნო. ლამაზმა და მხიარულმა გოგონამ ხალხის სიყვარულიც მალე დაიმსახურა. ფოტომოდელი არ არის, თუმცა ფოტოები უყვარს და თამამი ფოტოსესიითაც გამოირჩევა. ეკრანზე გამოჩენის შემდეგ, მასზეც მალევე გავრცელდა ჭორები. მარიამი თავად გიამბობთ, რა არის მის ცხოვრებაში ჭორი და რა მართალი.
მარიამ ტორონჯაძე
: პროფესიით არ ვარ მსახიობი. „ფეისბუქზე“ „ქალთა სახეების“ ოპერატორი მყავდა მეგობრებში და მან მითხრა, ქასთინგზე მივსულიყავი. ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და მეგონა, ვერ მოვხვდებოდი. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მქონდა სიცხე, ნერვიულობამ კიდევ უფრო იმოქმედა და ფიზიკურად ვიყავი ძალიან ცუდად. ზოგადად, კომპლექსიანი არ ვარ, მაგრამ ამდენი ცნობილი სახე რომ დავინახე ქასთინგის ოთახში, ცოტა დავიბენი. ბოლოს, რაღაც ტექსტი მომცეს, პატარა სკეტჩიც უნდა გამეკეთებინა. რომ გითხრათ, დიდი ნიჭიერებით გამოვირჩევი-მეთქი, არა, თან ყველაფერი საშინლად გავაკეთე. აქედან გამომდინარე, არც მქონდა იმედი, რომ დამირეკეავდნენ. თუმცა, სადღაც ხუთ დღეში, ბექა მამაგეიშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ საცდელი მწვანე ფონის გადაღებაზე უნდა მივსულიყავი. ბუნებრივია, გამიხარდა. ამის მერე ისე მოხდა, რომ დავრჩი გადაცემაში. ისე, როგორც ასეთი, კონკრეტული პროფესია არ მაქვს. რაღაც პერიოდი ვსწავლობდი პერმანენტულ მაკიაჟს და ვაპირებ, სამომავლოდ ამ სფეროში დავრჩე.
– კამერებთან ურთიერთობა არ გაგიჭირდა?
მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა და გადაწყვეტილი მქონდა, სკოლის მერე აუცილებლად   ამ განხრით გამეგრძელებინა სწავლა. მაგრამ ეს სფერო ძალიან რთულია, რამაც ცოტა შემაშინა. მეგონა, ვერ შევძლებდი. „ქალთა სახეებამდეც“  მქონდა გადაღებები, ფოტოსესიები და მიჩვეული ვიყავი კამერას. შესაბამისად, დიდად არ გამჭირვებია. „ქალთა სახეები“ რაც დაიხურა, ეკრანზე აღარ ვარ და მენატრება გადაღების პროცესი.
– თამამი ფოტოსესიითაც გამოირჩევი...
არ მიმაჩნია, რომ თამამი ფოტოსესიები მქონია. არ მაქვს იმის კომპლექსი, რომ „კუპალნიკში“  ან მოკლე კაბით გამოვჩნდე ფოტოზე. მოკლე კაბა ისედაც მაცვია და ძალიან მიყვარს. მომწონს, გოგოს რომ მოკლე კაბა აცვია. არც „ფეისბუქზე“ დაუკომენტარებიათ:  „ეს რა გაცვია, ქართველობას არცხვენ და მსგავსი რაღაცები“ (იცინის). ადრე ჩანჩქერთან მქონდა ფოტოსესია, სადაც საცურაო კოსტიუმი მაცვია. მაშინ 17 წლის ვიყავი. ეს ფოტოები გავრცელდა ინტერნეტში და მახსოვს, აჟიოტაჟი გამოიწვია. მიწერდნენ ცუდ კომენტარებს. ვკითხულობდი კაცების უხეშ ტექსტებს: „რას ჰგავს, ამას თავი ვინ ჰგონია... უხ, რა ფორმები აქვს“ და ასე შემდეგ. თუმცა, ამაზე არ ვნერვიულობ, რადგან ბევრ კარგში, ერთი-ორი ცუდი მაინც გაერევა.
– შიშვლად ფოტოსესიაზე დათანხმდები?
– გააჩნია, ვისი შემოთავაზება და რა ჰონორარი იქნება. თუ მიღირს, დავთანხმდები, ოღონდ ფოტოსესია ვულგარული არ უნდა იყოს. ზოგადად, ძალიან მომწონს სიშიშვლის ხელოვნება და რატომაც არა?! დავთანხმდები შიშვლად ფოტოსესიას.
– თამამ ფოტოებს საზოგადოების ყურადღების მისაქცევად იღებდი?
მიყვარს თუ არა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ვერ ჩამოვყალიბდი. ზოგჯერ ამით ვკომპლექსდები. უფრო იმიტომ ვიღებდი, რომ მომწონდა ფოტოსესიები. იმის გამო არ გადამიღია, რომ სკანდალი გამოეწვია ან რაიმე მსგავსი.
– ოჯახის წევრებს როგორი დამოკიდებულება აქვთ შენი ინტერესის მიმართ?
– თავიდან რომ დავიწყე ფოტოგადაღებები, მამასგან მქონდა ცოტა შეზღუდვები. დედა და მამა დიდი ხანია, გაშორებულები არიან. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ კარგიც არის, რომ დაშორდნენ. მათი ერთად ყოფნით ბევრ რამეში შევიზღუდებოდი და რაც დღეს ვარ, არ ვიქნებოდი. დღეს მე მაქვს სიტყვის თავისუფლება და არ მეშინია იმის, რასაც ვფიქრობ – ვაკეთებ იმას, რაც მინდა. „ქალთა სახეებში“ თეთრ „კუპალნიკში“ რომ გამოვედი, მამას ესეც არ მოეწონა.
– მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ნორმალური. იყო პერიოდი, როცა ვჩხუბობდით, თუნდაც ფოტოების გამო. დიდად არ ვარ ღამის კლუბების მოყვარული, მაგრამ მიკრძალავდა სახლში გვიან მისვლას და ასე შემდეგ. შესაბამისად, პროტესტის გრძნობა მქონდა. 18 წლის ვიყავი, როცა კლუბებში დავიწყე სიარული, მაგრამ ჩემი ერთი წასვლა, მეორე დღეს დიდი ლექციის მიზეზი იყო. შეეძლო, მთელი დღე ელაპარაკა  ამ თემაზე. აქედან გამომდინარე, გვქონდა ჩხუბი და კამათი. იყო პერიოდი, როცა არ ველაპარაკებოდი. ბოლოს მიხვდა, რომ ჩემიც უნდა გაეთვალისწინებინა და დღეს დაგვილაგდა ურთიერთობა.
– ბავშვობაში რომელიმეს დანაკლისს არ განიცდიდი?
– დედასთან ვიზრდები და შესაბამისად, მამასთან არ მიცხოვრია. პროტესტი მქონდა მის მიმართ იმიტომ, რომ იშვიათად ვნახულობდი. შესაბამისად, შენიშვნას რომ მომცემდა ან ჩხუბს დამიწყებდა, მიმაჩნდა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. მამასთან იმიტომ ვერ ვამყარებდი კომუნიკაციას, რომ ვერ მიხსნიდა, რა დავაშავე. მეჩხუბებოდა და ეს ფორმა ჩემთვის მიუღებელია. დედაჩემთან სულ სხვა დამოკიდებულება მაქვს, მეგობრული.
– შეყვარებული გყავს?
– კი, მყავს. არის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ვისთან ერთადაც მიხარია ცხოვრება. პირად ურთიერთობებში ძალიან ერთგული და სერიოზული ვარ. თუ შემიყვარდა, მის იქით სხვა არავინ მაინტერესებს.
– გყვარებია აქამდე?
– კი. ერთხელ, ორი წელი მიყვარდა ერთი ადამიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, უნიათო  გამოდგა. დღემდე ვფიქრობ, რატომ მიყვარდა (იცინის). ორმხრივი გრძნობა იყო, თუმცა ეს ურთიერთობა დასრულდა. მან ბევრ რამეში შემიშალა ხელი. მანამდე თუ არ ვიყავი ტელევიზიაში, მისი დამსახურებაა. ეგოისტი იყო, მიკრძალავდა რაღაცებს. ამ ყველაფერმა ერთ დღესაც აფეთქება გამოიწვია და დავშორდით. იყო მისი მხრიდან შერიგების ბევრი ცდა, თუმცა სურვილი აღარ მქონდა.
– ამბობენ, რომ გიორგი ვარდოსანიძესთან გქონდა ურთიერთობა... ჭორი ხშირად ვრცელდება შენზე?
– არა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გიორგი ერთი წლის წინ გავიცანი და ვართ ჩვეულებრივი ნაცნობები. მეგობრობასაც ვერ დავარქმევ ჩვენს ურთიერთობას. ეგეთი რაღაც პირველად გავიგე ჩემზე. არც ჭორი გამიგია, ყოველი შემთხვევისთვის, მე დასამალი ისედაც არაფერი მაქვს და ყველაფერს ვამბობ, რასაც საჭიროდ მივიჩნევ.
скачать dle 11.3