კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ მიიღეს კომუნისტურ პარტიაში აკაკი ბაქრაძე

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


 რეზო ჩხეიძე ასეთ კურიოზს ყვებოდა: „ჩვენი სასიქადულო აკაკი ბაქრაძე კარგა ხანს ჯიუტობდა, არ სურდა კომუნისტურ პარტიაში შესვლა. არადა, კომპარტიის მანდატის გარეშე თანამდებობაზე არ ნიშნავდნენ. თუკი ადამიანი თავისი ნიჭისა და წესიერების წყალობით მაინც მიაღწევდა გარკვეულ თანამდებობას, უპირატესობა ხელს უშლიდა კარიერულ წინსვლაში. მსგავსი წინაღობები ხვდებოდა კაკოსაც და ბოლო მომენტში, მის კანდიდატურას იღებდნენ დასანიშნთა სიიდან. არადა, მასზე განათლებული, ნიჭიერი და წესიერი ადამიანი მეორე არ იყო არა მარტო საქართველოში, არამედ თამამად ვიტყვი, მთელ მსოფლიოშიც. საქმე იქამდე მივიდა, რომ კაკოს ცეკას პირველი მდივანი ესაუბრა პირისპირ და კომპარტიაში შესვლაზე დაითანხმა. წესისამებრ, მომავალი კომუნისტის „კურთხევის“ პროცესი პარტკომში ან რაიკომში ტარდებოდა. მას ადგილობრივ პარტიულ ბონზებთან ერთად, საქვეყნოდ ცნობილი, მუშა-გლეხი, გმირი კომუნისტებიც ესწრებოდნენ. კანდიდატს კითხვებს უსვამდნენ იდეოლოგიური კუთხით და მას შაბლონური პასუხები უნდა გაეცა. შემდეგ ლენინის ერთი-ორი გაზეპირებული ციტატაც უნდა ეთქვა და საქმე მოგვარებული იყო... კაკოს „კურთხევა“ თბილისის ერთ-ერთ რაიკომში (შეგნებულად არ ვამხელ, რომელში) გაიმართა. იქ იმყოფებოდნენ: რაიკომის ყველა მდივანი – ნუმერაციის მიხედვით, ორი ცნობილი მუშა – სოციალისტური  შრომის გმირები. მიმიწვიეს მეც და რაც მთავარია, მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოფრინდა საკავშირო კულტურის სამინისტროს პარტკომი, რომელსაც კაკოს „კურთხევის“ ვიზირება უნდა მოეხდინა. მთელი ეს პროცესი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და მთავარი, კურიოზული ის იყო, რომ, როდესაც კაკოს ლენინის ციტატების გამოკითხვა დაუწყეს, მან „გუდას პირი მოხსნა“ და თუკი მსოფლიოში ვინმე ცნობილი ანტიბოლშევიკი და ეროვნული მოღვაწე იყო, ყველას ციტატები და გამონათქვამები „ჩაარაკრაკა“ – დაწყებული ილია ჭავჭავაძით, მიხაკო წერეთლით თუ ამბროსი ხელაიათი, კანტით, ნიცშეთი და თვით, რასელით დამთავრებული, რომელიც კომუნისტებს ვერ იტანდა. პარტიული ბონზები, გმირი მუშები და თვით მოსკოველი სტუმარი პირდაღებული უსმენდნენ კაკოს – „ლენინის ამდენი ციტატა“ ასე ერთბაშად ალბათ, არასოდეს გაეგოთ. მე კი სიცილს ძლივს ვიკავებდი... ბოლოს მოსკოველმა სტუმარმა დიდი მოწიწებით ჩამოართვა ხელი კაკოს და „კომუნისტად აკურთხა“ და განსაკუთრებულად შეაქო ლენინის ციტატების სანიმუშო ცოდნისთვის.“
скачать dle 11.3