კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

№36 ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელმაც ახალ, პოპულარულ მიმდინარეობას დაუდო საფუძველი და რომლის ნამუშევრებსაც ცნობილი კოლექციონერები ყიდულობენ

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 ნათია მალაზონია წარმატებული ხელოვანია, რომელიც ტიხრული მინანქრით ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის და ის ამ სფეროში ერთ-ერთი პირველი და საუკეთესოა. გარდა იმისა, რომ  არაერთი საპატიო ჯილდოს და პრიზის მფლობელია, ბევრი მიღწევა აქვს. მან ამ სფეროში ახალ მიმდინარეობას დაუდო საფუძველი და ბევრი მიმდევარიც გაიჩინა. მის ნიჭს, გამორჩეულ ხელწერას არა მხოლოდ საქართველოში, ბევრ სხვა ქვეყანაშიც აღიარებენ, როგორც ამ საქმის პროფესიონალები, ხელოვანები, ასევე აბსოლუტურად სხვა პროფესიის წარმომადგენლები.
ნათია მალაზონია:
ბავშვობიდან ჩემი ინტერესის სფეროს ყოველთვის ხელოვნება წარმოადგენდა. ყოველთვის მიტაცებდა როგორც ძველი, ასევე თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობა. მოგვიანებით, ჩემი შთაგონების წყარო გახდა უძველესი და შთამბეჭდავი ტიხრული მინანქრის ნიმუშებით შემკული, ხახულის ტრიპტიხი. გადავწყვიტე, დავუფლებოდი ტიხრული მინანქრის ურთულესსა და უნატიფეს ტექნოლოგიას. უკვე 12 წელიწადია ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა გალერეაში იფინება, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც.  სისტემატიურად ვმონაწილეობ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. ვარ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და აქტიურად ვერთვები კავშირის მიერ ორგანიზებულ გამოფენებში.  ჩემი ნამუშევრები შესულია წიგნებში „საქართველოს მხატვართა კავშირის 80 წლისთავი“ და „ქართული მხატვრობა 2014-2015“.
– როგორც ვიცი, უნიკალური ხელწერა გაქვთ და ექსტრაორდინარული ნიჭით გამოირჩევით, რასაც ყველა უსვამს ხაზს.
– ბევრი ექპერიმენტის შედეგად მივაღწიე სრულიად უნიკალურ ხელწერას – მოვახერხე კლასიკური ტიხრული მინანქრისა და ფერწერის შერწყმა. როგორც ამბობენ: ჩემი ხელწერა გამოირჩევა უსაზღვრო ფერთა გამით, ტექნიკური ოსტატობითა და მკვეთრი ინდივიდუალიზმით, რაც ჩემი ნამუშევრების წარმატებას განსაზღვრავს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. 2016 წელს ჩემი ნამუშევრები გამოიფინა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის AGORA GALLERY-ში, რამაც დიდი წარმატება მომიტანა. 2016 წლის სექტემბერში ვენეციაში ავიღე ჯილდო –  International award CASANOVA ART LOVER. ასევე, ვარ რამდენიმე საერთაშორისო გილდიის წევრი, ერთ-ერთი მათგანია CKI – Creativ Kreis International, სადაც, ძირითადად, გაერთიანებული არიან ევროპელი მხატვრები. ამ გილდიის მოწვევის საფუძველზე, 2016 წლის ოქტომბერში
მონაწილეობა მივიღე მე-4 საერთაშორისო ბიენალეზე, რომელიც ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ფოლკენსვარდში. ჩემმა ნამუშევრებმა პირველი ადგილი აიღო. 2017 წლის თებერვალში  ავიღე პირველი ადგილი ნომინაციაში „საუკეთესო სკულპტურა ქალაქ ჯენოვაში“. მონაწილეობა მივიღე არტ-სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში – NEW YORK ART EXPO 2017. იქ ჩემმა ნამუშევრებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია და რამდენიმე ცნობილმა კოლექციონერმა შეიძინა.
– ქართული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც დიდი წვლილი მიგიძღვით.
– ჩემი ექსპერიმენტების ერთ-ერთი მიმართულება გახლდათ ტიხრული მინანქარისა და ღვინის ტრადიციის გაერთიანება. სხვადასხვა მასალისა და ტიხრული მინანქრის შერწყმით, შევქმენი ნამუშევრები, რომლებმაც დღეს უკვე მიმდინარეობის სახე მიიღო და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტულ სფეროში.
P.S. ნათია მალაზონია მიეკუთვნება  მხატვართა იმ მცირე პროცენტს, რომელთაც  ასეთ წარმატებას  მიაღწიეს. ნათია  ახლა კარიერის ზენიტშია და იმედი გვაქვს, ხელოვანის ბევრ საინტერესო მიღწევას მომავალშიც გავაცნობთ ჩვენს მკითხველს.
скачать dle 11.3