კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რის გამო იძია შური 19 წლით უმცროს ყოფილ ცოლზე დიტო დონაძემ და რატომ არ უჩიოდა მას მეუღლე, ხშირი ძალადობის მიუხედავად

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 გასულ კვირას, ოზურგეთში, მალაზონიას ქუჩაზე, 53 წლის მამაკაცმა – დიტო დონაძემ ყოფილი სიდედრი, ყოფილი მეუღლის ხუთი თვის შვილი და მათი მეზობელი დაჭრა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და მიზეზად ეჭვიანობა დაასახელა.
„ასაკში რომ შევიდა და მიხვდა, ამის გამო ვეღარ „ქაჩავდა” მის იმას, ეჭვიანობა და რაღაცები დაიწყო... ძალიან ხშირად ფიზიკურადაც მეხებოდა... არაერთხელ დავშორდი. მოვდიოდი და ისევ უკან ვბრუნდებოდი. მერე ნემსიც გაუკეთეს სამკურნალოდ, რომ სასმელს გადაჩვეოდა. დავბრუნდი, მაგრამ მაინც ისევ ისე იქცეოდა,” – ამბობს ბრალდებულის ყოფილი მეუღლე.
„მეზობელთან ვიყავი  გადასული, სიძემ დამირეკა ტელეფონზე, მთვრალი იყო. მითხრა, დამალაპარაკე ინდირაო (ჩემი ქალიშვილი, მისი ყოფილი მეუღლე). ვუთხარი, არ ვარ სახლში-მეთქი და გავუთიშე ტელეფონი. როცა გავთიშე, ხუთი წუთი არ იყო გასული, რომ ისევ დარეკა. კიდევ გავუთიშე. შემდეგ აღარ გაჩერებულა, რეკავდა და რეკავდა. საერთოდ აღარ ვპასუხობდი. მერე ჩემი გოგოსთვის დაურეკავს - ამაღამ ნახე, რა გიქნა, მოვალ და მოგკლავო. მე ეს არ ვიცოდი, წამოვედი სახლში. მეოთხე შვილიშვილი მყავს, ხუთი თვის. სახლის წინ, მაგიდაზე მეწვინა. ტიროდა, ძლივს გავაჩერე. მეზობლის ქალი, მზია შუბლაძე იყო აქ. ვლაპარაკობდით და უცებ, ჭიშკრის წინ გაჩერდა ჩემი ყოფილი სიძის მანქანა. შევხედე და მივხვდი, მთვრალი იყო. ვიფიქრე, ბავშვები არ წაიყვანოს-მეთქი. სამივე შვილიშვილი ჩვენთანაა. ავდექი, ბავშვი უნდა ამეყვანა ხელში და შევსულიყავი ჩემს გოგოსთან, რომ მეთქვა, მოსულია და ბავშვები არ გავატანოთ-მეთქი. ვერ მოვასწარი ამის გაფიქრებაც და ვერც ამ პატარა ბავშვის ხელში აყვანა. უცებ მანქანიდან გაისროლა. კიდევ კარგი, ბავშვი რომ არ ავიყვანე ხელში, თორემ ვერც გადარჩებოდა. მე მთლიანად სისხლში ვიყავი გასვრილი! ერთი ცალპირა თოფი აქვს, ის წამოუღია და ჭიშკრიდან მესროლა. ბავშვიც დაჭრილია და მეზობელიც. ჩემი სიძე ლიხაურელია, 53 წლის. რვა წელია, შეუღლებულნი არიან. 19 წლით უფროსია ჩემს გოგოზე. სამი შვილი ჰყავთ. მათ შორის ხშირად იყო გაუგებრობა, 8 თვის წინ კი ოფიციალურად გაშორდა ჩემი შვილი. გაშორება ვერ აიტანა. სულ გვემუქრებოდა და გვლანძღავდა,” – ასე იხსენებს მომხდარს ბრალდებულის ყოფილი სიდედრი.
ბრალდებულის მეუღლე კი ამბობს, რომ მისი ყოფილი ქმარი მასზე ეჭვიანობდა, რადგან მასთან დაშორების შემდეგ, მეორედ შექმნა ოჯახი. მეოთხე, ხუთი თვის შვილი სწორედ ამ ქორწინების შედეგად ჰყავს. ქალბატონის თქმით, მეუღლეს ოფიციალურად გაშორდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის ხშირად ურეკავდა. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და მოკვლით ემუქრებოდა. მას და მის ყოფილ მეუღლეს, ქორწინების დროსაც ძალიან ხშირად ჰქონდათ უთანხმოება, რისი მიზეზიც, დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო.

ბრალდებულის ყოფილი მეუღლე: ჩვენ ერთმანეთს დაშორებულები ვიყავით, მხოლოდ შვილების ნახვის უფლება ჰქონდა. მოვიდოდა და მიჰყავდა ხოლმე. მე ტელეფონზე მირეკავდა, შეურაცხყოფას მაყენებდა – მაგინებდა. იმ დღეს მითხრა: ახლა მოვალ და მოგკლავო. მოვიდა და ასეთი რაღაც გააკეთა.
– რატომ გაყენებდათ შეურაცხყოფას ან მოკვლით რატომ გემუქრებოდათ?
– ეჭვიანობდა. მასთან დაშორების შემდეგ, გავთხოვდი. ჩემი ოჯახი მაქვს და შვილი მყავს. რატომ გათხოვდიო, ამაზე ბრაზდებოდა და ამის გამო გააკეთა ეს ყველაფერი. იმ დღეს მოვიდა. დედაჩემი, მეზობლის ქალი და ჩემი ხუთი თვის შვილი გარეთ იყვნენ. ავტომობილი გააჩერა, იარაღი გადმოიღო და სროლა დაიწყო. დედაჩემიც დაჭრა, ჩემი ხუთი თვის შვილი და მეზობლის ქალიც. საბედნიეროდ, მსუბუქი ჭრილობები ჰქონდათ და ბავშვი მეორე დღეს გამოწერეს, დედაჩემი და მეზობელი კი, იმ დღესვე. დაზიანებები ისევ აქვთ, მაგრამ საფრთხე აღარ ემუქრებათ.
– თვითონვე ჩაჰბარდა პოლიციას?
– არა, სახლში აუყვანიათ. წინააღმდეგობა არ გაუწევია. დანაშაულს აღიარებს. შურისძიების მიზნით მოვიქეცი ასეო.
– რამდენადაც ვიცი, თქვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. თქვენი დაქორწინება როგორ მოხდა. ძალდატანების შედეგი ხომ არ იყო ეს ნაბიჯი?
– 53 წლისაა თვითონ და 34-ის ვარ მე. როცა ცოლად გავყევი, არც ფიზიკურად და არც პიროვნულად ცუდი ადამიანი არ ყოფილა. მაგრამ მერე, ასაკში რომ შევიდა და მიხვდა, ამის გამო ვერ „ქაჩავდა” მის იმას, ეჭვიანობა და რაღაცები დაიწყო.
– რა მიზეზით დაშორდით?
– მერე სმა დაიწყო. თან, აზარტული თამაშების მოყვარულიც გახდა და ამ ყველაფრის გამო, სულ კონფლიქტი გქვონდა. რვა წელი ვიცხოვრეთ ერთად. თუმცა, ცხოვრება ამას არ ერქვა, ერთმანეთი გაგვქონდა. თუმცა ამ დროის განმავლობაში უთანხმოება ძალიან ხშირად გვქონდა.
– მანამდე არ გიცდიათ განქორწინება?
– კი, არაერთხელ დავშორდი. მოვდიოდი და ისევ უკან ვბრუნდებოდი. მერე ნემსიც გაუკეთეს სამკურნალოდ, რომ სასმელს გადაჩვეოდა. დავბრუნდი, მაგრამ მაინც ისევ ისე იქცეოდა. არ შეიცვალა.
– ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ხომ არ გაყენებდათ?
– კი. ძალიან ხშირად ფიზიკურადაც მეხებოდა.
– ამის შესახებ არ გითქვამთ ახლობლებისთვის, ან სამართალდამცველებისთვის არ მიგიმართავთ?
– კი, რამდენიმეჯერ მეზობლებიც შეესწრნენ, რომ მცემდა. ყველა ეუბნებოდა, გაჩერდიო, მაგრამ მაინც არ ესმოდა. სამართალდამცველებისთვის არ მიმიმართავს. მაინც ოჯახს ეხებოდა და არ მინდოდა, პოლიციამდე მისულიყო საქმე. რამდენიმეჯერ დავემუქრე, პოლიციაში მივალ და ყველაფერს განვაცხადებ-მეთქი. მპასუხობდა: სადაც გინდა, იქ წადი, არ მეშინიაო.
– თქვენი შვილებიც ხედავდნენ, რომ გცემდათ?
– ბავშვები კი, რამდენჯერმე შეესწრნენ, ცემის სცენას. მასთან სამი შვილი მყავს: ბიჭი მეორე კლასშია, გოგო წელს შედის პირველში, პატარა კი – ოთხი წლისაა.
– მათზეც ძალადობდა?
– ბავშვები მამას მთვრალს რომ ხედავდნენ, ეშინოდათ. ფხიზელი თუ იყო, მაშინ ბავშვებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. სიმთვრალეში. თუ რამე მოელანდებოდა, პატარებსაც სცემდა. მაგრამ ისე, არ ჰქონდა ცუდი ურთიერთობა შვილებთან.
საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
скачать dle 11.3