კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რა შემთხვევაში გადაწყვეტს ჯაბა კილაძე მეორედ დაქორწინებას და რისგან ცდილობს ის სიამოვნების მიღებას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 მსახიობ ჯაბა კილაძეს საკმაოდ აქტიური ზაფხული ჰქონდა: მას მალე ნახავთ ფილმში „ცელქი ბავშვები 3“, რომლის გადაღებები ახლაც მიმდინარეობს. ჯაბა „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ ბოლო სერიაშიც გამოჩნდა. თუმცა, ისევ იქნება თუ არა ის ახალ სეზონში, ჯერჯერობით უცნობია.
ჯაბა კილაძე:
ცოტა ხანი დავისვენე, დანარჩენი კი, აქტიურად გავატარე. ძალიან მიხარია ეს, რადგან ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს – არ მჭირდება დასვენება. „ცელქი ბავშვებს 3-ს“ იღებენ და ერთ-ერთი მთავარი როლი მაქვს. გადაღებები ახლაც მიმდინარეობს. ცოტა ფანტასტიკური სცენარია იმ რეალობაზე დაყრდნობით, რაც დღეს პრობლემაა – მობილურებზე, ვირტუალურ სამყაროზე დამოკიდებულება. ჩემს გმირს აქვს გადარჩენილი ბავშვების ბანაკი, რომლებიც ამ ყველაფერში არ არიან ჩართულები და ცდილობენ, სხვა ბავშვებიც გადაარჩინონ.
– ლამაზი და ჭკვიანი შვილი გყავს. როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?
– ძალიან კარგი და მეგობრული, რაც მახარებს. ყველას აღზრდის თავისი მეთოდი აქვს. თუ შეგიძლია, ადამიანს დაელაპარაკო, აუხსნა და გაიგოს, სიმკაცრე და ცემა რა საჭიროა?! თუ რამეს ვერ გაიგებს, ისევ იმას დააკლდება. აკრძალვას შედეგი არ მოაქვს. როგორ უნდა ავუკრძალოთ რამე ადამიანს?! ჩვენ ხომ ინდივიდებს ვზრდით. ყველაზე კარგად მე შემიძლია, შევაფასო ჩემი შვილი. ამიტომ შოკში არ ვვარდები, კმაყოფილი ვარ იმით, როგორიც არის.
– შენი მშობლებიც თავისუფლად, დამოუკიდებლად გზრდიდნენ?
– ჩემი მშობლები მაქსიმალურად თავისუფლად მზრდიდნენ, რის შედეგიცაა დღევანდელი ჩემი აზროვნება. იმდენად კარგი ურთიერთობა მქონდა მათთან, რომ ვიცოდი, არ უნდა მეწყენინებინა. ძალიან პატარა რომ ვიყავი, რაღაც საკითხზე დედაჩემი ისე გამიბრაზდა, რომ ამის მერე აღარ გამიკეთებია. რომ გადაბჟირდები: ეს მინდა და ასე შემდეგ... რაღაცები უნდა აგიკრძალონ, რომ მიხვდე, ასეც არ არის სამყარო მოწყობილი – შენ არ ხარ ერთადერთი.
– ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც ბევრი სირთულის გამოვლა მოუწია და უწევს. იყო ბევრი ცდუნება, მათ შორის, ნარკოტიკებიც. როგორ შეძელი ამ ყველაფრისგან თავი დაგეღწია?
– რეალურად რომ დაფიქრდე, ცხოვრება ასეთია: იბადები, იზრდები, გადიხარ გარეთ და იქ იწყება შენი თვითაღზრდა. ეს ერთგვარი სტარტია: ყველა ერთნაირად ვიწყებთ და ვიღაც ფინიშის ხაზთან პირველი მიდის, ვიღაც – მეორე, ან დავარდება და ფეხს იტეხს. შენს ხელშია ყველაფერი, თვითონ განაპირობებ შენს მომავალს. არასდროს გაჩერდე და არ ჩათვალო, რომ ეს ყველაფერი იცი. ცხოვრება წინ მიდის და შენც სულ უნდა ეცადო, ახალ რელსებზე გადახვიდე. ჩვენც ვექცევით სხვისი გავლენის ქვეშ, მაგრამ ბრძოლაც ეს არის. ალბათ, ამ ყველაფერში რომ გავრკვეულიყავი, ჩემი ტვინი დამეხმარა... როცა ხედავ, რომ წამალმა დაღუპა ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი. მე უფრო რეჟიმს ვაბრალებ ყველაფერს. იმ დანაშაულებრივი რეჟიმის დროს, როცა დევნიდნენ ნარკომანებს და იჭერდნენ, ამით ხელს უწყობდნენ მათ გაეფეტიშებინათ თავი – უხაროდათ, რომ კრიმინალები იყვნენ. თუმცა, ეს კრიმინალი არ იყო. მე იმიტომ არ დამემართა მსგავსი რაღაცები, რომ ყველაფერი რეალურად შევაფასე. რომ ვუყურებდი, არ მომწონდა და მიმაჩნდა, თუ რამის დამტკიცება მინდა, ამისთვის მონგრეული სახე არ მჭირდება, შემიძლია, ჩემმა ენამ და ტვინმაც უკეთესი  ეფექტი მოახდინოს-მეთქი. შეიძლება, „პლანიც“ მოწიო, ისიც ქნა, ესეც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არაფერმა არ უნდა ჩაანაცვლოს შენი პიროვნება. უნდა მიხვდე: ვინ ხარ, რა გეკადრება, რა არ გეკადრება და რა აჩერებს შენს პროგრესს. რაც პროგრესს აჩერებს, ის არ უნდა გინდოდეს და თუ ამას ვერ ხვდები, ესე იგი, შტერი ხარ. შენს ცხოვრებასაც თავადვე აწყობ. კაცი დილით რომ დგება, ტანსაცმელს ირგებს და მერე გადის, წამალს იკეთებს. ხომ უნდა შეუსაბამო ერთმანეთს და თუ არ გიხდება და განგრევს, თავი უნდა დაანებო. ტვინით მსჯელობ, აკეთებ ანალიზს და მერე ირჩევ. რასაც აირჩევ, შედეგიც ისეთი გექნება.
– საკუთარ შეცდომებზე სწავლობ?
– შეიძლება, მიიღო გადაწყვეტილება, არ გაამართლოს. მაგრამ, ამან არ უნდა დაგცეს, პირიქით, მეტი მოტივაციაა, რომ ყველა შეცდომაზე ისწავლო და საკუთარი თავი გაზარდო. ჩემს თუ სხვის მაგალითზე, ყველაფრიდან ვსწავლობ. შეიძლება, რაღაც სიტუაციაში ვინმე არ მოგეწონოს და მივხვდე, რომ შენ ასეთი არ უნდა იყო.
– როგორ რეაგირებ სირთულეებზე?
– ძლიერი იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული. ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები მოგვარებულია. ამიტომ, შესაბამისია ეს ისტერიკაც და ადამიანების გაღიზიანებაც. საბოლოო ჯამში, შენც ცდილობ, ამ მორევმა არ ჩაგითრიოს. როგორც შემიძლია,  ვცდილობ გამოსწორებას. ჩვენს სიტუაციაში კიდევ უფრო სასაცილოა წოდება: ვარსკვლავი, რაზეც სულ მეცინებოდა. პაფასის დაჭერაც არ გამოდის. ბანკში რომ ამდენი ვალი გაქვს, ვერ იქნები პაფასნი.
– როგორ აღწევ თავს ამ მორევს?
– როგორც ღრმა მორევს, ისე არ ვუყურებ – კანონზომიერად აღვიქვამ. მთავარობა რომ ვიყო, სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიწვევდი ბევრ ფსიქოლოგს, სხვა პროფესიის ადამიანებს, რომლებიც გამოიკვლევდნენ ჩვენი ქვეყნის პრობლემებს – რატომ ვერ ვყალიბდებით და ვერ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა ვაკეთოთ. არადა, ნიჭიერი ხალხი ვართ. დიაგნოზი გვაქვს დასასმელი, რომ მერე ვიმკურნალოთ... ბევრჯერ შემქმნია პრობლემა – გამოვუშვივარ, მწყენია, ბევრი კარგი რამეც მქონია. მაგრამ, მარტო მე ხომ არ ვარ, ასეთია ცხოვრება. იმისთვის არ მცალია, რომ ვიჯდე და ხელები ჩამოვუშვა. მიმაჩნია, რომ ადამიანმა რაც უნდა ხდებოდეს, თავად უნდა მიიღო მაქსიმალური სიამოვნება ცხოვრებისგან. არის რაღაცები, რითაც როგორც ტელეფონი იტენება, ისე უნდა იტენებოდე.
– როცა გოგონას გაიცნობ, მაშინაც ტვინს უსმენ და უჯერებ?
– ბევრი რამ შემეცვალა ამ კუთხით. მიდგომა შევცვალე და მივხვდი: ისე არ არის, როგორც მე მეგონა. ანუ, მეც ისე მეგონა, როგორც სხვებს. ისე, იმდენი ხანია, არავინ გამიცვნია, რადგან დიდი ხანია შეყვარებული მყავს და აღარ ვიცი, ეს გაცნობები როგორია.
– როგორ გესმის გენდერული თანასწორობა?
– ფიზიკურად რომ კაცი ქალზე ძლიერია, ამაზე აღარ არის საუბარი. როცა ოჯახში დომინანტია კაცი – ესეც ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მომდინარეობს. მაგრამ, საუკუნეების განმავლობაში ქალი ძალიან იჩაგრებოდა. დღეს, როცა ყველაფრისადმი მიდგომები შეცვლილია, შენი მიდგომაც უნდა შეიცვალოს. უნდა ეცადო, რომ ორივემ საერთო საქმე აკეთოთ და ის იმუშავებს, თუ შენ, ან ის დაალაგებს, თუ – შენ, ეს უკვე შიდა პოლიტიკაა. როცა მე გვერდით სრულფასოვანი ადამიანი მყავს, რომელთან ერთადაც ნებისმიერ თემაზე შეიძლება განსჯა, ნებისმიერი თვალსაზრისით დამეხმარება – ეს არის გენდერული თანასწორობა ჩემთვის. მაგრამ, ბევრს არ ესმის ეს საკითხი და ჰგონიათ: ქალი მოიყვანა და უნდა „დადოს“.
– როგორ უყურებ ღალატის თემას?
– მე მივხვდი ერთ რამეს: თუ შენ ღალატობ, ესე იგი, ღალატობ საკუთარ თავს და პრინციპს. თუ შენ ირჩევ კონკრეტულ ქალს, ხარ მასთან და მიიჩნევ, რომ ყველანაირად კომფორტულია მასთან ყოფნა, მაშინ რა საჭიროა ღალატი?! თუ რაღაც გაკლია – ეს არ გაქვს, ის არ გაქვს, მაშინ ნუ ხარ მასთან. მაგრამ, თუ ყველაფერი კარგად არის და მოდაშია და იმიტომ თუ სხვანაირად არ შეგიძლია, ან კიდევ რაღაც მიზეზებით ღალატობ – ეს იგივე საკუთარი თავისა და ღირსების ღალატია.
– რა შემთხვევაში მიიღებ ოჯახის მეორედ შექმნის გადაწყვეტილებას?
– ძალიან მინდა, რომ ზუსტად მივხვდე, ვისთან მინდა ცხოვრება. როცა ამას მივხვდები, მერე უნდა გადავწყვიტო და მარტო მე კი არა, ნებისმიერი ასე უნდა მოიქცეს.
– ცოტა ხნის წინ ღიმილიც შეგეცვალა – ჰოლივუდის ღიმილი გაქვს.
– სხვათა შორის, ეს არის ის, რამაც დამატებით გამაბედნიერა. რაც არ მომწონდა, ეს ჩემი კბილები იყო. გამიმართლა, მოვხვდი სუპერპროფესიონალ ექიმთან, ნინო ქარდავასთან, რომელსაც შარტავაზე თავისი სტომატოლოგიური კლინიკა აქვს. წამით რომ ვფიქრდებოდი, იქნებ ასე გავიღიმო-მეთქი... მორჩა, დავკარგე ეს თემა. ამანაც ძალიან შემმატა თვითრწმენა და თამამად ვიღიმი.
скачать dle 11.3