კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“ – ინოვაციებისა და თანამედროვე სამედიცინო მიღწევების კვალდაკვალ

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 კლინიკა „მედიქლაბჯორჯია” წლების განმავლობაში შეუფერხებლად განაგრძობს უმაღლესი სტანდარტებით სამედიცინო მომსახურებას. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო კლინიკა პაციენტებს მომსახურებათა ფართო სპექტრს სთავაზობს. კლინიკის წარმატების მთავარ წინაპირობას პროფესიონალთა დიდი გუნდი წარმოადგენს. „მედიქლაბჯორჯიას” შესახებ უფრო დაწვრილებით კლინიკის უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ლაპაროსკოპიული ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი დავით ნიკოლეიშვილი გვესაუბრა.
დავით ნიკოლეიშვილი:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე 2000 წელს. რეზიდენტურის პროგრამა გავიარე უროლოგიის ეროვნული ცენტრის ბაზაზე, სადაც მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და ქირურგიული გამოცდილება მივიღე. მრავალწლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა და ათვისება, უცხოეთის მრავალ კლინიკაში სტაჟირება მოკლე და გრძელვადიანი პერიოდით – ასეთი დატვირთული სამუშაო რეჟიმი ყოველთვის წარმატების საწინდარია. ლაპარასკოპიული უროლოგია, ფაქტობრივად, ჩემი დანერგილია საქართველოში და ჩვენს მეზობელ რესპუბლიკებში. 2010 წელს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, პირველებმა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსეთის გარდა, ჩვენ გავაკეთეთ რადიკალური პროსტატექტომია ლაპარასკოპიული მეთოდით. ბოლო 5 წლის განმავლობაში მრავალი მასტერკლასი, ლექცია და სტაჟირება ჩავატარე ყაზახეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ყირგიზეთში. ამჟამად გახლავართ კლინიკა „მედიქლაბის” უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი და დიდი ენთუზიაზმით ვაშენებთ ახალ უროლოგიურ განყოფილებას.
– როგორ დაახასიათებდით კლინიკა „მედიქლაბჯორჯიას”?
– „მედიქლაბი” მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც თითქმის ყველა მიმართულება მოქმედებს. კლინიკისთვის მაღალკვალიფიციური წამყვანი  სამედიცინო პერსონალი მთავარი ინტელექტუალური ძალაა. „მედიქლაბი” ტექნიკურ-მატერიალური აღჭურვილობითა და ინფრასტრუქტურით არ ჩამორჩება მსოფილო წამყვან კლინიკებს. ამ სიბიოზის წარმატების დამადასტურებელი კი, ჩვენი კლინიკის საერთაშორისო აღიარებაა. „მედიქლაბჯორჯიამ” მოიპოვა JCI აკრედიტაცია, რაც სამედიცინო მომსახურებისა და უსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტია. ორმაგად საამაყოა, რომ ამ სტანდარტების მქონე დაწესებულებები არ არის ამიერკავკასიაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში.
– კლინიკის უროლოგიურ დეპარტამენტზე მოგვიყევით.
– „მედიქლაბში” უროლოგიურ დეპარტამენტს საფუძვლად უდევს საკმაოდ ხანგრძლივი და სერიოზული სამუშაო. დაახლოებით 3-4 წელია, მე ვითვლები „მედიქლაბის” კონსულტანტ ექიმად. პერიოდულად კონსულტაციას ვუწევდი პაციენტებს და ვასრულებდი ოპერაციებსაც. დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩემი და კლინიკის ურთიერთობა სხვა სიმაღლეზე ავიდა. კლინიკამ შეიძინა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ინსტრუმენტების მწარმოებელი იაპონური ფირმა „ოლიმპუსის” მთელი ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ქირურგიის აღჭურვილობის თანამედროვე ინსტრუმენტები: სამგანზომილებიანი ენდოვიდეო სისტემა, მაღალი გარჩევადობის ენდოსკოპიური ვიდეოსისტემა და ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია უროლოგიური ონკოლოგიის, შარდკენჭოვანი დაავადებებისა და ზოგადი უროლოგიური მიმართულებების სრულყოფილი დაფარვა. აღსანიშნავია, რომ ასეთი სრულყოფილი აღჭურვილობა პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში იქნა შეძენილი. ეს მაღალი ხარისხის სუპერთანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, უროლოგიაში ჩატარდეს ყველა ნაკლებად ინვაზიური ოპერაცია და მანიპულაციები. რაც შეეხება თავად „ოლიმპუსს,” მე ვარ ამ ფირმის ექსპერტი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მასშტაბით უროლოგიის დარგში. ძალიან ხშირად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვატარებ საჩვენებელ ოპერაციებს, მასტერკლასებს. „ოლიმპუსის” ევროპის ოფისმა გადაწყვიტა, „მედიქლაბის” ბაზაზე შეიქმნას საერთაშორისო ტრენინგცენტრი უროლოგიურ ენდოსკოპიაში, რომლის ხელმძღვანელიც ვიქნები მე და ამ ცენტრის საშუალებით ჩვენთან მოხდება ყველა მსურველის სწავლება (საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან) როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა.
– „მედიქლაბჯორჯიას” თუ აქვს საერთაშორისო კავშირები?
– რა თქმა უნდა, მუდმივად გვაქვს კონტაქტი ჩვენს უცხოელ კოლეგებთან და ხშირად ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა. „მედიქლაბში” ხშირად იმართება სხვადასხვა სახის კონგრესი და მასტერკლასები. რეგულარულად მიმნდინარეობს ექიმების გადამზადება. ეს ყველაფერი საერთაშორისო საზოგადოებასთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. რაც შეეხება კონკრეტულად უროლოგიის დეპარტმენტს, გვაქვს ძალიან მჭოდრო კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და ვცდილობთ, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ. გასულ წელს ჩვენთან იმყოფებოდა იენს-უვე შტოლცენბურგი, ლაიფციგის საუნივესიტეტო კლინიკის უროლოგიური დეპარტამენტის დირექტორი, ჩემი მასწავლებელი და ლაპაროსკოპიული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით. მან ბრწყინვალე საჩვენებილი ოპერაცია ჩაატარა. წელს მაისში ჩვენთან სტუმრობდა ჰეინ ვან-პოპელი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ლუვენის (ბელგია) საუნივერსიტეტო კლინიკის საპატიო ხელმძღვანელი, ონკოუროლოგიის კორიფე, რომლის ოპერაციამ აღფრთოვანებაში მოიყვანა დამსწრე საზოგადოება. „მედიქლაბჯორჯიას” უროლოგიის დეპარტამენტის ექიმი გივი კობერიძე პირველია საქართველოში, ვინც შეძლო და ევროპის უროლოგთა საბჭოს სერტიფიცირება მოიპოვა. ის საქართველოში პირველი უროლოგია, რომელიც FEBU-ს ტიტულს ფლობს. მისი ინტელექტუალური პოტენციალი დიდი იმედია ჩვენი განყოფილებისთვის. უახლოეს მომავალში აუცილებლად იგეგმება ჩვენი დეპარტამენტის გაფართოება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი გახსნილია, საკმაოდ დიდია პაციენტთა ნაკადი, როგორც ონკოლოგიური, ასევე არაონკოლოგიური მიმართულებით. ჩვენი საქმიანობის დაახლოებით 85 პროცენტი ონკოლოგიური პაციენტია უროლოგიაში.
– რა სახის ოპერაციები კეთდება?
– როგორც აღვნიშნე, ჩვენი საქმიანობა მოიცავს ყველა მიმართულებას უროლოგიის დარგში. იქნება ეს, ეგრეთ წოდებული, ონკოლოგიური უროლოგია თუ ზოგადი უროლოგია. მამაკაცების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას, ასაკში რომ შედის, უჩნდება შარდვის პრობლემები, პროსტატის ჰიპერპლაზისა და გადიდების გამო. ამიტომ, მათ სჭირდებათ საკმაოდ ხანგრძლივი მონიტორინგი. მათი მკურნალობა წარმოებს როგორც მედიკამენტური გზით, ასევე ქირურგიული და ნაკლებად ინვაზიური ენდოსკოპიური ოპერაციული ჩარევით. ტრადიციულ ტრანსურეთრულ ქირურგიასთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის ვაპორიზაცია ეგრეთ წოდებული „გალღობა-აორთქლება”, ასევე ენუკლეაცია. რაც შეეხება შარდ-კენჭოვან დაავადებებს, კლინიკაში გაიხსნა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი რენტგენ-საოპერაციო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი საოპერაციო ევროპის წამყვან კლინიკებშიც კი იშვიათია და ფაქტობრივად, ყველანაირი ენდოსკოპიური ოპერაცია და მანიპულაციის ჩატარებაა შესაძლებელი უმაღლეს დონეზე. ამ შემთხვევაშიც ჩვენი ტექნიკური აღჭურვილობა გვიწყობს ხელს, რომ ნაკლებად ინვაზიური მანიპულაციები ჩავარტაროთ როგორც თირკმელში, ასევე შარდსაწვეთში არსებულ კენჭებზე. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიყენოთ ლაზერი და ამის მეშვეობით, კენჭების დეზინტეგრაცია მოვახდინოთ. მაღალი გარჩევადობის ენდოსკოპიური სისტემითა და ინსტრუმენტებით, გაკვეთის გარეშე შეგვიძლია, გავაკეთოთ ოპერაცია თირკმელზე და იქიდან მოხდეს კენჭების დაშლა და ევაკუაცია. რაც შეეხება ონკოლოგიურ უროლოგიას, აქ ძირითადად, ვხვდებით: შარდის ბუშტის, თირკმლის, რეტროპერიტონულ სიმსივნეს, თირკმელზედა ჯირკვლის კიბოს, სათესლე ჯირკვლის კიბოს, პროსტატის კიბოს და ასე შემდეგ. ყველა ამ დაავადების როგორც ოპერაციული, ასევე მედიკამენტური ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია და ტარგეტული მკურნალობა შესაძლებელია ჩვენთან. ქირურგიულად ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ როგორც ლაპარასკოპიული, ასევე ღია ოპერაციები. ლაპაროსკოპიული მეთოდით მრავალ ოპერაციაზე გვაქვს ჩვენ ექსკლუზივი, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა ჩემი დანერგილია, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე რეგიონში. სამგანზომილებიანი ენდოვიდეო სისტემები იძლევა საშუალებას, ლაპარასკოპიული მეთოდით, უფრო ნატიფი სახით შესრულდეს ოპერაცია და  ამის გამო ფუნქციური შედეგები გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი ლაპაროსკოპიის დროს. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ აპარატურა რომლითაც ჩვენი კლინიკაა აღჭურვილი, სრულყოფილი ჩამონათვალია ენდოსკოპიურ და ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში, რაც „მედიქლაბშია,” საქართველოში, ფაქტობრივად, ჩვენი კლინიკის გარდა, სხვაგან არ არსებობს.
скачать dle 11.3