კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ბრძნული აზრები

ჩერჩილი: ცხოვრებაში ყოველთვის ვიცავდი სამ წესს: არ გაიქცე, თუ შეგიძლია დგომა; არ დადგე, თუ შეგიძლია ჯდომა და არ დაჯდე, თუ შეგიძლია წოლა.
ვეისი: ბედნიერია, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ის, რაც სურს. უფრო ბედნიერია ის, ვისაც ის სურს, რაც მისთვის ხელმისაწვდომია.
შილერი: ამნისტია არის აქტი, რომლითაც მბრძანებლები სხვებს ისეთ უსამართლობებს აპატიებენ, თვითონ რომ ყველაზე ხშირად ჩაუდენიათ.
ფლობერი: მერე და სხვა რა არის თანასწორობა, თუ არა უარყოფა თავისუფლებისა, ყოველივე ამაღლებულისა და თვით ბუნებისა? თანასწორობა მონობაა!
ლინკი: მჭევრმეტყველებაა – თქვა სიმართლე და გაჩუმდე.
გოეთე: სიცოცხლე ისეთი გამოცდილებაა, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.
ნეტარი ავგუსტინე: სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ იმას, რაც ადამიანების შესახებ ვიცით.
მორი: სიმართლეა ის, რისთვისაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ.
პავეზე: მწუხარებაც და სიამოვნებაც იმას ნიშნავს, რომ ვნებებს აჰყოლიხარ.
პლუტარქე: ხასიათი სხვა არაფერია, თუ არა ხანგრძლივი ჩვეულება.
პლინიუსი: საყვედურის მშვიდად მოსმენა იმის თვისებაა, ვინც ღირსი ყოფილა ხშირი ქებისა.
ბალზაკი: ბავშვობას ამთავრებ მაშინ, როცა ცხოვრებას შეეთამაშები და არა სათამაშოს.
ესქილე: არსათქმელის უთქმელობა სათქმელის თქმაზე მეტი სიკეთეა.
ვოვენარგი: ყველა უმეცარი თავისი ვიწროდ გაგებული ბედნიერებითაა ბედნიერი. რა არის ბედნიერება? არ იცოდე იმაზე მეტი, რაც შენ მიერ ნაოცნებარ ბედნიერებას აღემატება.
ვოლტერი: კეთილშობილებას შეიძლება, ზოგჯერ უჭკუობაც დაბრალდეს, მაგრამ უჭკუობას არასდროს დაბრალდება კეთილშობილება.
პოლ ვალერი: ყველაზე მნიშვნელოვანი ის აზრებია, ჩვენსავე გრძნობებს რომ ეწინააღმდეგება.
მენკენი: ნდობა ის გრძნობაა, მაშინაც კი რომ  უჯერებ ადამიანს, როცა იცი, მის ადგილას ყველა მოიტყუებოდა.
დოსტოევსკი: სრულყოფილი რომ გახდე, ჯერ ბევრი რამ არ უნდა გესმოდეს! მალე გაგება ხშირად ცუდად გაგებას ნიშნავს.
ნაპოლეონი: თუ გინდა, რომ სიყვარულს სძლიო, გაექეცი.
მარკესი: მე შენ მიყვარხარ არა იმიტომ, ვინც ხარ შენ, არამედ იმიტომ – ვინც ვარ მე შენ გვერდით.скачать dle 11.3