კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ იტაცებდა და ატყვევებდა ახალგაზრდა გოგონებს თბილისელი მოჭიდავე

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური



ჩუქურთმიანი ბეჭედი

1965 წლის 23 მარტს თბილისის მილიციის სამმართველოში 50 წლის ელენე კაკაბაძე მივიდა, გამომძიებელ კოტე ოქროპირიძეს ათგრამიანი, ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული ჩუქურთმიანი ბეჭედი დაუდო წინ და უთხრა:
– ამხანაგო კაპიტანო, ეს ბეჭედი დღეს დილით მოიტანა ლომბარდში ერთმა კაცმა და სამოც მანეთად დააგირავა. ათი წლის წინ კი მე ოცი წლის ქალიშვილი – ლიანა დამეკარგა უგზო-უკვლოდ და ბეჭედი ჩემი შვილისაა. გთხოვთ, გამოიძიოთ ეს საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი საბრალო გოგონა მოკლეს და გაძარცვეს, ბეჭედი კი – გამოჩნდა.
კაპიტანმა ჯერ ბეჭედი დაათვალიერა. შემდეგ ელენე კაკაბაძეს მიაპყრო მზერა და ჰკითხა:
– დარწმუნებული ხართ, რომ ეს ბეჭედი ნამდვილად თქვენი ქალიშვილისაა?
– მილიონი პროცენტით. მეორე ასეთი ბეჭედი ამქვეყნად არ არსებობს. ლიანამ რომ სკოლა დაამთავრა, მე და ჩემმა მეუღლემ მაშინ ვაჩუქეთ. ჩემი მეუღლე იუველირი იყო და ერთ ეგზემპლარად გააკეთა. ლიანას დაკარგვის შემდეგ ერთი წელი იცოცხლა. შვილის დარდს გადაჰყვა და ჭლექით გარდაიცვალა, – თქვა ქალმა და თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა.
ელენე კაკაბაძემ კოტე ოქროპირიძეს ბეჭდის ჩამბარებლის მონაცემები დაუდო წინ, რომელიც ქვითრიდან ამოიწერა. დამლომბარდებელი იყო 1920 წელს დაბადებული ბეჟან აქვსენტის ძე ლოხიშვილი, მცხოვრები თბილისში, ლოტკინის მთაზე, ერთ-ერთ კერძო სახლში.
კაპიტანმა კაკაბაძეს განცხადება დააწერინა და შეჰპირდა, რომ ყველაფერს დაწვრილებით გამოიკვლევდა, თან გააფრთხილა, არავისთვის არაფერი ეთქვა და თუკი ლოხიშვილი ლომბარდში გამოჩნდებოდა, მისთვის არაფერი ეგრძნობინებინა.

ეჭვმიტანილის დოსიე
როგორც კი ქალი გაისტუმრა, კოტე ოქროპირიძე სამმართველოს უფროსს კაბინეტში ეახლა, საქმის შინაარსი გააცნო და უთხრა:
– რას იტყვით, ამხანაგო პოლკოვნიკო?
– შენ რას აპირებ, კოტე? – კითხვა დაუბრუნა პოლკოვნიკმა კაპიტანს.
– ბეჟან ლოხიშვილს დავიბარებ და დავკითხავ. გავარკვევ, ბეჭედი როგორ ჩაუვარდა ხელში. ერთი სიტყვით, როგორც პროცედურულადაა დადგენილი, ისე მოვიქცევი, ჩვეულებრივად, – თქვა კაპიტანმა.
პოლკოვნიკი ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ ოქროპირიძეს უთხრა:
– ეს საქმე ჩვეულებრივი არ უნდა იყოს და მოდი, ნუ იჩქარებ. ჯერ ფარულად ვიმოქმედოთ. მოდი, გაარკვიე, ვინაა ეგ ლოხიშვილი. ჩვენს არქივებსაც ჩახედე და საერთოდ, კარგად გაშიფრე. მასთან კონტაქტში კი ჯერ ნუ შეხვალ, რომ თუ დამნაშავეა, კვალი არ წაშალოს.
– კვალი როგორ უნდა წაშალოს, ამხანაგო პოლკოვნიკო, – გაეღიმა კაპიტანს, – ბეჭედი აქაა. დაკარგული გოგონას დედამ ის ამოიცნო. ლოხიშვილის კოორდინატებიც დადგენილია. მოვიყვან, დავკითხავ. თუ საჭირო იქნა, ცოტას „დავუნაჟიმებ“ კიდეც და ყველაფერი გაირკვევა.
– თვითშემოქმედების გარეშე, კაპიტანო! წადი, შეასრულე ჩემი მითითებები. ხვალ ამ დროს გელოდები სრული ინფორმაციით, – ტონი გაამკაცრა პოლკოვნიკმა და კაპიტანი გაისტუმრა. თავად კი ჩაფიქრდა და ძველი საქმეები გაიხსენა უგზო-უკვლოდ დაკარგული ქალიშვილების შესახებ, რომლებზეც დაწინაურებამდე მუშაობდა. მათ შორის იყო ლია კაკაბაძის საქმეც...
ოქროპირიძე დანიშნულ დროს ეახლა პოლკოვნიკს და მოახსენა:
– ამხანაგო პოლკოვნიკო, ორმოცდახუთი წლის ბეჟან ლოხიშვილი მოჭიდავეთა მწვრთნელია და ცხოვრობს ლოტკინის დასახლებაში, ორსართულიან სახლში, მარტოხელაა. ახასიათებენ, როგორც კარჩაკეტილ, სიტყვაძუნწ ადამიანს. ადრე თავადაც ჭიდაობდა, მაგრამ მიიღო თავის ტრავმა და სამი თვე საავადმყოფოში გაატარა. საბოლოოდ, რომ გამოჯანმრთელდა, 30 წლის ასაკში, მწვრთნელობა დაიწყო და მას მერე ბავშვებს ავარჯიშებს. ჰყავდა ცოლი, მაგრამ მიატოვა სწორედ მაშინ, ტრავმირებული რომ იყო. აი, სულ ესაა.
– მისი მეუღლის შესახებ არაფერი გაგიგია?
– არა, რა საჭირო იყო?! – მხრები აიჩეჩა კაპიტანმა, – რა მითითებები გექნებათ, გამოვიძახო ლოხიშვილი დაკითხვაზე?
– ჯერ არა. ადრეა. ახლა შენ ლოხიშვილის ცოლის ვინაობა დაადგინე და გამირკვიე, სად ცხოვრობს. დანარჩენზე კი მერე ვილაპარაკოთ, – უთხრა სამმართველოს უფროსმა კაპიტანს და კაბინეტიდან გაისტუმრა.

იატაკქვეშა ჰარამხანა
ოქროპირიძემ დაადგინა, რომ ლოხიშვილის მეუღლე, დარიკო ხმიადაძე 1949 წლის დეკემბერში დაშორდა თავის ქმარს და აჭარაში, დედასთან დაბრუნდა. ხმიადაძის დედა დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მაგრამ მისმა უმცროსმა დამ, ფერიდემ, კაპიტანს უამბო, რომ დარიკო მოსკოვში აპირებდა გამგზავრებას ბიძასთან, რომელიც აგრეთვე გარდაცვლილი იყო.
– ყველაფერი გამზადებული ჰქონდა საცოდავ დარიკოს, – ამოიხვნეშა ფერიდემ, – ბიძია, მაშინ ცოცხალი იყო და ელოდებოდა მას. მატარებელზეც მე და დედიკომ გავაცილეთ, მაგრამ მოსკოვში არ ჩასულა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მილიციაშიც განვაცხადეთ, მაგრამ ვერსად იპოვეს.
– ქმარს რატომ დაშორდა? – ჰკითხა კაპიტანმა ქალს.
– არაფერი უთქვამს და არც ჩვენ ვეკითხებოდით. მის ქმარს არც კი ვიცნობდით. ახალი დაქორწინებულები იყვნენ და მალევე დაშორდნენ ერთმანეთს. რატომ? რისთვის? – ვერაფერს გატყვით, – ხელები გაშალა ფერიდემ.
აჭარიდან დაბრუნებული ოქროპირიძის პატაკი რომ მოისმინა, პოლკოვნიკმა თქვა:
– კიდევ ერთი უგზო-უკვლოდ გამქრალი ქალი. ძალიან საეჭვო ამბავია. ვფიქრობ, ლოხიშვილზე თვალთვალი უნდა დაწესდეს და თუ დადებითი შედეგი ვერ მივიღეთ, მაშინ დავიბაროთ და ბეჭდის თაობაზე დავკითხოთ.
ბეჟან ლოხიშვილს თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერჯგუფი დააჯდა კუდზე და დადგინდა, რომ მარტოხელა მოჭიდავე თბილისის სხვადასხვა უბნის გასტრონომებში ერთნაირ პროდუქტებს ყიდულობდა საღამოობით და სახლში მიჰქონდა. 1965 წლის 5 მაისს კი ლომბარდში მივიდა და ბეჭედი გამოიტანა. სწორედ იმ დღეს აიღო მან ხელფასი. ოპერებმა ლოხიშვილი ლომბარდში დააკავეს და მილიციის სამმართველოში დაკითხვაზე წაიყვანეს. ორი დღის შემდეგ კი, ის თავის მეუღლის, დარიკო ხმიადაძის მკვლელობასა და ხუთი გოგონას გატაცება-დატყვევებასა და სექსუალურ ძალადობაში გამოტყდა. ლოხიშვილის სახლის სარდაფში მილიციამ ღრმა ბუნკერი აღმოაჩინა, რომელიც თავად მან გათხარა. ბუნკერში კი ხუთი გატაცებული ქალი აღმოჩნდა, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ. ხუთივე ცოცხალი იყო, მათ შორის, ლია კაკაბაძეც და ლოხიშვილი მათზე მუდმივად ძალადობდა. თავის ჩვენებაში ლოხიშვილმა დაწერა, რომ მეუღლეს არატრადიციულ სექსს სთხოვდა და ქალმა ამიტომ მიატოვა, რომელიც შემდეგ თბილისი-მოსკოვის მატარებელში მოკლა და წიფის გვირაბში გადააგდო. ქალების გატაცება და მათი დატყვევება კი იმით ახსნა, რომ მუდმივი, მრავალფეროვანი სექსუალური პარტნიორი ჰყოლოდა, რომელიც არსად გაიქცეოდა.
საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ ლოხიშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რაც ერთ თვეში მოიყვანეს სისრულეში.
скачать dle 11.3