კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რა შემთხვევაში ჩხუბობს ზურა იაკობიშვილი ტატამს მიღმა და რატომ არ ესმით მისი გოგონებს

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი, ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ზურა იაკობიშვილმა მოიგო. 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე, მან ოთხი შეხვედრა ჩაატარა. პირველად ინდოელ ბაირანგ ბაირანგს სძლია და შემდეგ, თურქ მუსტაფა კაიასთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა. ზურამ ნახევარფინალში რუს ალან გოგაევთან ბრძოლა ფრედ დაასრულა, ხოლო, საჩემპიონო შეხვედრაში, პოლონეთის ნაკრების წევრ მაგომედ მურად გაჯიევს დაუპირისპირდა და დაამარცხა... მსოფლიოს ჩემპიონის კარიერისა და ცხოვრების დეტალებს უფრო დაწვრილებით, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ზურა იაკობიშვილი
: ნამდვილად რთული იყო გამარჯვება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენი მონაწილეობს და აქედან კიდევ, საუკეთესოს არჩევენ. შესაბამისად, ყველასთან რთულია ასპარეზობა, რადგან თითოეული მათგანი გამარჯვებისთვის იბრძვის. ჩემს წონაში ვერ გამოვარჩევ ისეთს, რომ ვინატრო: ეს სუსტია და ნეტა, მასთან შემახვედრა-მეთქი. ყველა ძლიერი და თანაბარი ძალის მოჭიდავეა. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს ბრძოლას, რუსთან ასპარეზობა განსაკუთრებით გამიჭირდა. ლამის წავაგე ფინალში გადასასვლელი ბრძოლა. არც პოლონელთან შეხვედრა გახლდათ იოლი, რადგან ფინალი იყო და უფრო დაძაბული ვიყავი.
–  რუსი გაცილებით ძლიერი იყო?
კი, ძლიერი სპორტსმენია. 3 წამი იყო დარჩენილი, როცა 2-ქულიანი ავიღე და მოვუგე ბრძოლა. ბოლოს აღარ დარჩა იმის საშუალება,  ამდგარიყო და გაეგრძელებინა ბრძოლა. ბოლო სამმა წამმა გადაწყვიტა ყველაფერი. საერთოდ, ჩვენთან ყველა ნიუანსს მნიშვნელობა აქვს. ერთმა წამმა შეიძლება, ყველაფერი შეცვალოს.
– როგორი განწყობით წახვედი ჩემპიონატზე?
– ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული, მინდოდა, მსოფლიო ჩემპიონატი მომეგო, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი. ვჭიდაობდი იმ მომენტისთვის და წინ არ ვიყურებოდი. არ ვფიქრობდი იმაზე, რომ, აი, ამ შეხვედრის მერე სხვას ვხვდებოდი. კონკრეტული მომენტისთვის ვიხარჯებოდი ბოლომდე.
– მსოფლიოს ჩემპიონობამდე რა გზა გაიარე?
– ამ წარმატებამდე გვქონდა ბევრი მომზადება, დაახლოებით, 3 თვე ვემზადებოდით. მანამდე, ევროპაზე მივიღე მონაწილეობა და მესამე ადგილი ავიღე. ყვარელში დავიბადე და სწორედ იქ დავიწყე ვარჯიში. მაშინ ჭიდაობა ძალიან პოპულარული იყო. ყველა ჩემი მეგობარი და მეზობელი სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობდა. მეც ჩემი ერთ-ერთი ძმაკაცის ინიციატივით მივედი. საკმაოდ პატარამ დავიწყე ვარჯიში - 8 წლის ვიყავი. ბუნებრივია, მაშინ არ ვიცოდი, რა იყო ჭიდაობა. უფრო გასართობად დავდიოდი. მერე მწვრთნელებმაც შეამჩნიეს, რომ მონაცემები მქონდა და მეც დავრჩი. უკვე 17 წელია, რაც ვჭიდაობ. განსაკუთრებით დიდი სტიმული მომცა პატარების ოლიმპიადაზე გამარჯვებამ. მაშინ განვიცადე პირველი, დიდი სიახრული და მივხვდი, თუ რა კარგი იყო მოგება.
– ძალისმიერი სპორტია, მშობლებს უნდოდათ, რომ მოჭიდავე ყოფილიყავი?
დედაჩემი ჩემს გადაწყვეტილებას მაშინაც პატივს სცემდა და ახლაც ასეა. რომ უთხრეს, ატარე და არ გამოიყვანოო, მაქსიმალურად მიწყობდა ხელს. ყოფილა შემთხვევა, ტრავმით მივსულვარ, მაგრამ გავუმხნევებივარ და უთქვამს, ეს არაფერია, ამან არ შეგაშინოსო.  
– ყურებზე გეტყობა, რომ არაერთი ტრავმა გექნებოდა...
მოჭიდავეს ყური მოტეხილი უნდა ჰქონდეს, ამას ვერ გავექცევით (იცინის). ბევრია ტრავმა. შეიძლება კოჭი, მუხლი, იდაყვი გეტკინოს. თუმცა, ერთი წელი რომ დამესვენოს, ასე არ ვყოფილვარ.  ისე, ტრავმის გამო მცირედი პაუზები, ყოველთვის იჩენს თავს. ახლა მუხლი მტკიოდა და ისე  ვიჭიდავე.
– როცა მოწინააღმდეგე ამჩნევს ტრავმას, ცდილობს, ნატკენ ადგილზე მიიტანოს იერიში. შენს შემთხვევაში როგორ იყო?
–  ვუფრთხილდებოდი და მეშინოდა, უფრო არ მტკენოდა. კი,  არის ხოლმე მომენტები, როცა შეგატყობენ, რომ გტკივა, ცდილობენ, ისე მოგიდგნენ, ბრძოლა ვეღარ გააგრძელო. ჩემი მუხლი შეამჩნიეს, მაგრამ მსგავსი შემთხვევა არ მქონია.
– როგორც ცნობილია, დატვირთული რეჟიმი გაქვთ. პირადი ცხოვრებისთვის დრო გრჩება?
– ძალიან რთული რეჟიმი გვაქვს, დღეში სამჯერ ვვარჯიშობთ. ბავშვებივით ვართ, 11 საათზე უკვე ვწევართ და ვცდილობთ, ცოტა ადრე დავიძინოთ. დილით 8-ზე ვდგებით და ასე შემდეგ. არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სადმე გავიდეთ. ჩემპიონატების შემდეგ, 1-2 კვირა გვრჩება მეგობრების, ნათესავების მოსანახულებლად.
– შეყვარებული გყავს?
– არა, არ მყავს. სულ შეკრებებია და წასული ვარ. ბევრი ფლირტი ყოფილა, თუმცა სერიოზული – არაფერი. გოგონებს უჭირთ იმის გაგება, რომ დრო არ გვრჩება. ბევრს არ ესმის, თუ რატომ ვერ ვაქცევთ ყურადღებას ისე, როგორც საჭიროა.
– როგორი გოგონები მოგწონს?
– ბავშვობიდან, რატომღაც ქერათმიანი გოგონები მიზიდავს. თუმცა, ისე რომ, აუცილებლად ქერათმიანს მოვიყვან ცოლად, არ მაქვს გადაწყვეტილი.
–  რა თვისება არ მოგწონს გოგოში?
– არ მომწონს, როცა გოგო სვამს და ეწევა. ეს ჩემში არ ჯდება. მე არ ვეწევი, ბოლიც კი მაღიზიანებს და ჩემთვის არ არის სასურველი, გოგო ეწეოდეს, მით უმეტეს, ჩემი შეყვარებული...
– ქერათმიანი შეყვარებული გყავდა?
– კი, მყავდა და ძალიან მიყვარდა (იცინის). მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, თუმცა სერიოზული ურთიერთობა არ გვქონია – მე მომწონდა ძალიან. ძალიან ლამაზი იყო და რაც მთავარია, ქერათმიანი (იცინის).
– როგორ აღნიშნავთ ხოლმე მოჭიდავეები გამარჯვებას, შეხვედრის შემდეგ?
– დალევა დიდად არ გვიყვარს, თუმცა ნორმის ფარგლებში ვსვამთ ხოლმე. შეჯიბრება რომ ჩაივლის, მერე ვცდილობთ, მაქსიმალურად გავერთოთ კლუბში ან სადმე. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ?! (იცინის).
– ტატამს მიღმა თუ გამოგიყენებია შენი შესაძლებლობები?
– კი, მაგრამ მოჭიდავეების უმეტესობა, თავს იკავებს მსგავს შემთხვევებში. თუ რაიმე შემთხვევა იქნება, ყველა ერთმანეთს ვუდგავართ გევრდში და ვისაც მისაღები აქვს, ყოველთვის იღებს (იცინის). პირადად მე, არ ვარ კონფლიქტური და არავის ვუშარდები. თუმცა, არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, როცა ჩხუბს ვერ ვცდები.
скачать dle 11.3