კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რა ურთიერთობა აქვს ხვიჩა კვარაცხელიას სოფო ნიჟარაძესთან და როგორ ჩამოიშორა მან ყაზახეთის კონკურსზე ძლიერი კონკურენტები

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 ხვიჩა კვარაცხელია ფართო საზოგადოებამ ჯერ „ახალი ხმიდან” ხოლო შემდეგ „X ფაქტორიდან” გაიცნო. ხვიჩა ამ ეტაპზე მოსკოვში ცხოვრობს და იქ აგრძელებს მუსიკალურ კარიერას. ცოტა ხნის წინ ხვიჩა ასტანაში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებულიც გახდა.
ხვიჩა კვარაცხელია
: ამ კონკურსში ჩემი მონაწილეობა სპონტანურად მოხდა. სულ სხვა მიზნით ჩამოვედი მოსკოვში – აქ ვაპირებ ცხოვრებას, მუშაობას, კარიერის გაგრძელებას და უცებ გამოჩნდა ეს მუსიკალური კონკურსი – „ექსპო 2017 ასტანა”, რომელიც ყოველწლიურია და ფესტივალის ფარგლებში ტარდება. წელს 15 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა და ასევე, ფესტივალის მონაწილეები ტოპ-შემსრულებლები არიან. ამ მომენტში ვინც კი ყაზახეთში ყველაზე პოპულარული მომღერალია, ყველა მონაწილეობდა. ასევე იყვნენ ცნობილი მომღერლები მოსკოვიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ამერიკიდან და ასე შემდეგ. საკმაოდ მასშტაბური კონკურსია და სრულად ჰქვია: „ასტანა დაუსი”, ანუ „ასტანას ხმა” – „აზიის ხმადაც” ითარგმნება. წინასწარ გავაგზავნე ჩემი ფოტოები, ვიდეომასალები და მოკლე აღწერა, თუ რა გამიკეთებია აქამდე.  დამიკავშირდნენ, გადამიყვანეს მეორე ეტაპზე და  სხვა ვიდეოების გაგზავნა მომთხოვეს. როცა დამტკიცდა, რომ საქართველო მე უნდა წარმედგინა, თუმცა არ ვიცი, ჩემ გარდა ვინმეც თუ მონაწილეობდა საქართველოდან, გადავუგზავნე სიმღერები, რომელთა შესრულებასაც ვგეგმავდი. ერთ-ერთი იყო ქართული სიმღერა „გული გეფერება”, რომელსაც ქეთა თოფურია ასრულებს. მოგეხსენებათ, ქეთა „ა სტუდიოს“ სოლისტია, რომელიც ყაზახური ჯგუფია და ისინი კონცერტზე ყოველთვის ასრულებენ ამ სიმღერას. ამიტომაც გააკეთეს არჩევანი სწორედ ამ სიმღერაზე.
– ალბათ, კონკურსზე გასვლამდე ქეთასთან გაიარე კონსულტაციები. რჩევა ჰკითხე?
– რა თქმა უნდა. უპირველეს ყოვლისა, ქეთას ვკითხე რჩევა: ღირდა თუ არა კონკურსზე გასვლა. როგორც იცით, ქეთა ყველანაირად მეხმარება, მუდმივად მიდგას გვერდში და ახლაც მირჩია, რომ გავსულიყავი. ამ სიმღერის შესრულების ნებართვაც მომცა და თან, მამხნევებდა. სხვათა შორის, როგორც მერე გავარკვიე ჩემს არჩევაში დიდი როლი ითამაშა „მუს ტევეს” გენერალურმა დირექტორმა არმან დავლიწიარავიმ. „ვოისის” შემდეგ, როცა ქეთამ პირველად ჩამიყვანა მოსკოვში, ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ეს კაცი ახალ შემსრულებელს ეძებდა, რომელსაც აიყვანდა, მისი პროდიუსერი გახდებოდა და მთლიანად იზრუნებდა მის მუსიკალურ კარიერაზე. ქეთას მისთვის უნდა გაეცნო ჩემი თავი. დამპატიჟეს „მუს ტევეს” დაბადების დღეზე. გავიცანი, მაგრამ ნახევარ საათში ამერიკაში გაფრინდა და ვერ შეძლო ჩემი მოსმენა, ვერ დავილაპარაკეთ. შემდეგ ჩვენი შეხვედრა გადაიდო და გადაიდო. არმანი, როგორც რუსეთში, ასევე ყაზახეთში, მუსიკალურ სფეროში ნომერ პირველია. მოკლედ, მან ამირჩია ამ კონცერტისთვის. გამარჯვების შემდეგაც მომილოცა და მითხრა: ვითანამშრომლებთო. თუმცა, ჯერჯერობით არაფერია ამ კუთხით გადაწყვეტილი.
– როგორ შეაფასებდი შენს გამოსვლას?
– მოკლე დროში გადაწყდა ყველაფერი. 26-ში გავფრინდი და 27-ში მათი დროით დილის 6 საათზე ასტანაში ვიყავი. 12 საათზე მქონდა ხმის შემოწმება, საღამოს კი – კონცერტი. ეს უძილო და დაღლილი გამათრიეს სცენაზე ყველაზე სამარცხვინო კი ის იყო, რომ მე ხომ ქართულ სიმღერებს არ ვმღერი და თავი დავაკალი ტექსტის სწავლას. მაგრამ, სანამ რაღაცას ვისწავლიდი, სხვა მავიწყდებოდა. ბოლოს ვთქვი: თავი რომ არ მოვიკლა, სცენაზე გავალ და გამახსენდება-მეთქი. გავედი კონკურსზე და არაფერიც არ გამახსენდა: ადგილზე ვიგონებდი, სტრიქონებს ვურევდი, ერთი-ორი ისეთი სიტყვა ვთქვი, საერთოდ რომ არ არსებობს. კიდევ კარგი, მისამღერები გამახსენდა. შესრულების მხრივ რთული სიმღერაა და ალბათ, ჩემი შესრულებით, ვოკალით მოიხიბლნენ, თორემ ქართული არ ესმოდათ. ისეთი გაბრაზებული ვიყავი საკუთარ თავზე: გამარჯვებას კი არა, არაფერს არ ველოდი. გამარჯვებულად რომ გამომაცხადეს – ეს იყო ძალიან დიდი შოკი. კონკურსი გავა ყაზახურ არხზე და შემდეგ – „მუს ტევეზეც”. იმედია, ქართველი მაყურებელი რომ ნახავს, ძალიან არ გაბრაზდება ჩემზე.
– როგორი იყო კონკურენცია?
კონკურენცია იყო ძალიან დიდი. ყველა კონკურსანტი თავისი ქვეყნის ტოპ-შემსრულებელი გახლდათ და ძალიან წარმატებული. ჰქონდათ ტურნეები რუსეთში, ყაზახეთში და სხვა ქვეყნებში. მე იმათ ფონზე დამწყები ვარ. თუმცა, დაჩაგრულად რომ არ მეგრძნო თავი, სცენაზე გასვლამდე, ჩემი ისეთი ვიდეოკოლაჟი გაუშვეს, ჩვეულებრივი ვარსკვლავი მეგონა თავი და მესიამოვნა. საბოლოო ჯამში, ვისაც ეგონა, რომ რაღაცას წარმოადგენდა, გაიმარჯვებდა, ისინი ჩამოვიტოვე და მე გავიმარჯვე. ასე რომ, ხშირად ტიტულები არაფერს ნიშნავს, მთავარია, იმ მომენტში რას იზამ. კონკურსი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, ისე რომ, სხვა მონაწილეებთან ურთიერთობაც არ გვქონია. ყველას ჩვენ-ჩვენი, საგრიმიორი გვქონდა, ჩვენი კურატორი გვყავდა, მძღოლი. ყველანაირი ხარჯი საკუთარ თავზე აიღეს: გადაფრენა, სასტუმრო, გადაადგილება. მოკლედ, ყველაფერი. ფულადი ჯილდოც იყო, სტატუეტი და დიპლომები.
– ქეთამ მოგილოცა?
– კი, მომილოცა და ძალიან გაუხარდა. თან მისი სიმღერა რომ წარვადგინე, ორმაგად ამაყი იყო.
– რა გეგმები გაქვს ახლა მოსკოვში?
– უკვე დავბრუნდი მოსკოვში, პატარ-პატარა ივენთები მაქვს დაგეგმილი. ყაზახეთიდან კიდევ მომივიდა შემოთავაზება: ეს არის სამთვიანი პროექტი, როემლშიც 10 ქვეყანა მონაწილეობს და ათივეში იქნება ტრანსლაცია. მე უნდა ვიყო საქართველოს წარმომადგენელი. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვნახოთ, რა პირობებს შემომთავაზებენ და იმის მიხედვით გადავწვეტ, წავიდე, თუ მოსკოვში მივხედო ჩემს გეგმებს. მოსკოვში საცხოვრებლად, სამუშაოდ გადმოვედი, თუმცა ყოველდღე იცვლება ჩემი გეგმები. საქართველოში ჯერ არ ვაპირებ ჩამოსვლას.
– „ფეისბუქზე” გოგონასთან გადაღებული ფოტო დადე და ყველა დააინტრიგე: აინტერესებდათ, ვინ არის და რა გაკავშირებს მასთან. ჰოდა, მეც გეკითხები: ვინ არის?
–  ჩემი მეგობარია, მეტი არაფერი. მოსკოვში ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონია, ოლიგარქის მეუღლეა. მის ქმარსაც ვიცნობ. კარგად არის ჩემ მიმართ განწყობილი. ჩემს კონცერტებზე მოდის და მგულშემატკივრობს. პირადში ჯერჯერობით სერიოზული არაფერი ხდება. პატარ-პატარა რაღაცები არის, მაგრამ არაფერი საყურადღებო.
– „ფეისბუქზე” გავრცელდა ფოტო, სადაც შენ და სოფო ნიჟარაძე ხართ. ფოტოს აწერია: აქ დაგვირგვინდა ჩვენი ურთიერთობაო და რას გულისხმობდი?
– ეს ის პერიოდია, როცა ჩემსა და სოფოზე ჭორები გავრცელდა. მილიონი პოსტი დამხვდა, სადაც ჩვენი ურთიერთობის აფიშირება ხდებოდა. სოფო ცალკე მიგზავნიდა პოსტების „სქრინებს”, ბევრი ვიცინეთ. მიუხედავად იმისა, რომ სოფოს გადაწყვეტილებით დავტოვე პროექტი, ამის მერე უფრო დავახლოვდით. ბათუმშიც ერთად ვისვენებდით და ყოველდღე ვხვდებოდით. ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი. გვერდში მიდგას და სხვა აზრი, გარდა მეგობრობისა, მის მიმართ არ გამჩენია. საკმაოდ ბევრი ვიცინეთ ამ ყველაფერზე. როგორც სოფო, ასევე ლელა წურწუმია, მამულიჩა ძალიან დამიდგნენ გვერდში და ბევრ რამეში დამეხმარნენ.
скачать dle 11.3