კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ჩემი საყვარელი უახლოესი მეგობრის ცოლი გახდა

ინტიმური საუბრები


წლების წინ, ერთი გოგონა მიყვარდა. მასთან სერიოზული ურთიერთობა მქონდა, თუმცა, ოჯახის შექმნა არც გვიფიქრია. იმაზეც კი ვიყავით შეთანხმებული, თუ ბავშვი ეყოლებოდა, გვარს მივცემდი, შვილად ვაღაირებდი და ერთად გავზრდიდით. მოკლედ, ერთ დღესაც,  სერიოზულად ვიკამათეთ, დავშორდით და მას მერე აღარც მინახავს. გავიდა წლები, მქონდა ახალ-ახალი რომანები გოგონებთან, თუმცა ის, მაინც ერთადერთ სიყვარულად ჩამრჩა გულში. მასავით ვერავინ მიგებდა, არავინ მითმობდა და ვხვდებოდი, არც ისე შესტკიოდათ ჩემზე გული და მიფრთხილდებოდნენ, როგორც ლიკუნა. ჩემი სამეგობრო წრეც გაფართოვდა და ახალი ბიჭები გავიცანი. ბექა განსაკუთრებულ მეგობრად მივიღე. მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, ერთმანეთისთვის არაფერი დაგვიმალავს. ერთხელაც მითხრა, გოგო გავიცანი კომპიუტერით, ძალიან მომწონს, სერიოზულად ვუყურებ და მასთან შეხვედრის მეშინია: ვაი და, არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორადაც აღვიქვამ, მაგრად „გამიტყდებაო“.  თანაც, ყველაფერს მიყვება, მითხრა, ადრე ერთი ბიჭი მიყვრდა, ძალიან კარგი ადამიანი იყო, მაგრამ გაუგებრობის გამო დავცილდით და მას მერე, არავის შევხვედრივარო. გამეცინა და დავაიმედე. ვუთხარი, გოგოების მეტი რა არის, შეხვდი და მიხვდები, გიღირს მასთან საქმის დაჭერა თუ არა-მეთქი. არც კი მიფიქრია იმ გოგოს ფოტო ენახვებინა, ან სახელი და გვარი ეთქვა. ზუსტად ერთ კვირაში შეხვდა და გადარეული მიყვებოდა, როგორ მოიხიბლა იმ გოგოთი, როგორ შეუყვარდა და მის გვერდით რა მშვიდად და ბედნიერად იგრძნო თავი. ეს ამბავი გაზაფხულზე მოხდა. ზაფხულში მე დასასვენებლად წავედი აგარაკზე. იქ დამირეკა და მითხრა, მომილოცე, ძმაო, ცოლი მოვიყვანე და ქორწილში შენ უნდა იყო მეჯვარეო. ისე იყო გახარებული, დაფრინავდა. გულით გამიხარდა, მივულოცე. ვუთხარი, ასე მალე არ ველოდი შენს დაოჯახებას და დავპირდი, მალე ჩამოვალ-მეთქი. ვეღარ გავჩერდი, ჩამოვედი თბილისში, დავაგდე ჩანთა სახლში და ეგრევე ბექასთან გავვარდი. კარი რომ გამიღო და მისი ცოლი დავინახე, ელდა მეცა. ეს ის გოგო იყო, რომელიც მე მიყვარდა და ისევ გულში მყავდა – დღე არ გავიდოდა, მასზე არ მეფიქრა. ყველაფერი თავიდან ამომიტივტივდა. ვერც ვერაფერი შევიმჩნიე და დავრჩი გაღიმებული. ლიკა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა – ვერ გაიგო, რა ექნა. ბექამ გამაცნო და მითხრა: აი, ეს გოგოა, მე რომ ყოველდღე ტვინს „გიჭამდი“, ფაქტობრივად, შენ ჩვენს ურთიერთობაში დიდი როლი მიგიძღვის, კაცურად მარიგებდი და გვერდით მედექიო. ის საღამო, რაც მათთან სახლში გავატარე, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის. ნამდვილად არ მიფიქრია ძმაკაცის მოტყუება და არც კი ვიცი, როგორ ვუთხრა, რომ მისი ცოლი ჩემი საყვარელი იყო. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო, თავი დავარწმუნო, რომ  ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ მიჭირს. ლიკას დანახვაზე გული ცუდად მიხდება, ჩემს ძმაკაცს კი თვალებში ვეღარ ვუყურებ. ვფიქრობ, როგორ ვუთხრა უარი მეჯვარეობაზე, რა მიზეზი მოვიფიქრო. გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდი. უცხოეთში რომ ვცხოვრობდეთ, იქ ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ საქართველოში, ასეთი რამის გამო, შეიძლება, ჯვარზე გაგაკრან. ღმერთია მოწამე, ნამდვილად არ ვიცოდი, ვისზე იყო ჩემი ძმაკაცი შეყვარებული. ლიკასთვისაც ბედნიერება მინდოდა, მაგრამ მე მათ შუა გავიჭყლიტე და ეს მტკივა.
გიო, 31 წლის.скачать dle 11.3