კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ მოვიცილოთ კანზე გაჩენილი მუქი პიგმენტური ლაქები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

მუქი ლაქების გაჩენას კანზე, ჭარბი რაოდენობით მელანინი იწვევს. ზოგადად, კანის პიგმენტაციის დარღვევის მიზეზია: დიდხანს მზეზე ყოფნა, რუჯის მიღება; ზოგიერთი დაავადება; ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა ორგანიზმში; ორსულობა, ასაკში შესვლა ან ტრავმები. ასაკობრივი ლაქები, სახისა და გულმკერდის არეში მზის ულტრაიისფერი გამოსხივების გამო ჩნდება, რაც საგრძნობლად აზიანებს მელანინს და იწვევს კანზე მუქი ლაქების წარმოქმნას.
ამ პრობლემას სახლის პირობებში ადვილად მოაგვარებთ, თუ ქვემოთ მოყვანილ ხერხს მიმართავთ.
2 ჩაის კოვზ კურკუმას დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ცოტა წვრილად დაფქული მარილი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ სახესა და დეკოლტეს არეზე.  გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დილით და საღამოს, ძილის წინ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. ლიმონის წვენი წმენდს კანს, ანიჭებს სიგლუვესა და მბზინვარებას. კურკუმა აღიავებს კანის ფერს და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. მარილი კი, ღრმად აღწევს კანის ფორებში და მას ბაქტერიებისგან ასუფთავებს. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, გირჩევთ, ლიმონის წვენი რძით ჩაანაცვლოთ.
ალოეს წვენიც ეფექტურად ებრძვის პიგმენტურ ლაქებს. აიღეთ მცენარის ქორფა ფოთლები, გამოწურეთ წვენი და წაისვით ლაქებზე ძილის წინ.
კეფირი შესანიშნავად ათეთრებს კანს და ხელს უშლის ლაქების წარმოქმნას. ასევე, არბილებს და ასუფთავებს კანის ზედაპირს. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ახალი კარტოფილის ნაჭრებით გაიწმინდეთ სახე 3-ჯერ დღეში. ეს პროცედურა აღადგენს კანის უჯრედებს და იმავდროულად, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს.
კიტრის ნაფცქვენით გაიწმინდეთ სახე ყოველ დღე. მასში შემავალი კოლაგენი არბილებს და კვებავს კანს. ასევე, ეფექტურად აღიავებს პიგმენტურ ლაქებს. კარგია, თუ ყოველდღიურად მიირთმევთ კიტრის ახალგამოწურულ წვენსაც.
ოხრახუში მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით. მისი წვენი შეიცავს მანგანუმსა და კალიუმს. ის ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, აქრობს სიწითლეს, გაღიზიანებას. ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, ებრძვის აკნეს და აქტიურად აღიავებს პიგმენტურ ლაქებს. ლოსიონი ასე უნდა მოამზადოთ: ოხრახუშის ფოთლები და ძირები დააბლენდერეთ. შეურიეთ 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, ფაფა წაისვით და გაიჩერეთ ნახევარი საათით სახეზე. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამამშვიდებელი კრემი. ეს პროცედურა ჩაიტარეთ დილით და საღამოს. ის შესამჩნევად ამცირებს ფორების გაფართოებას, წმენდს კანს და აღიავებს პიგმენტურ ლაქებს. შედეგს სამ კვირაში თავად დაინახავთ.
აიღეთ ბანანი, გარეცხეთ,  დაჭერით და კანიანად დააბლენდერეთ. დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი და დაელოდეთ გაციებას. შემდეგ ყინულის სპეციალურ კონტეინერებში მოათავსეთ და შედეთ საყინულეში. ყოველ დილით ამ კუბიკებით გაიწმინდეთ ის ადგილები, სადაც პიგმენტური ლაქები გაქვთ.скачать dle 11.3