კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რა სიკეთის მოტანა შეუძლია ობობას ქსელს ოჯახში და რა მიგვანიშნებს იმაზე, კეთილია თუ ბოროტი ის

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 მართალია, პანიკური შიში ობობასებრთა მიმართ არც ისე ხშირია, მაგრამ უფრო ნაკლებია, ამ მწერებისადმი სიმპათიის გამოხატულება. ძირითადად, ობობა იწვევს შიშს, ზიზღს ან აუტანლობას და ამის მიზეზი მხოლოდ მისი გარეგნული მხარეა. უხსოვარი დროიდან მოყოლებული სწორედ ამ მწერს უკავშირდება უამრავი ხალხური გადმოცემა, თქმულება, ცრურწმენა თუ მინიშნება, რომელთა უმეტესობას მართლაც აქვს რეალური საფუძველი. ასეა თუ ისე, ყველა ინფორმაციას, რასაც კი დღემდე მოუღწევია, შეუძლია, არც თუ ცოტა საიდუმლოს ახადოს ფარდა. თუ რაზე მიგვანიშნებს ცალკეული მათგანი და როგორ გამოვიყენოთ ეს გამოცდილება ყოველდღიურ ცხოვრებაში, განგვიმარტავს ჩვენი სტუმარი – ეზოთერიკოსი, ბატონი გიორგი, რომელიც დიდი ხანია, ამ საკითხებითაა დაინტერესებული.
– მაშ ასე, რას გვიქადის ობობა?
– ზოგადად, ობობებს კეთილ მწერად არ მიიჩნევენ. უფრო მეტიც, ზოგ კულტურაში ბნელ ძალებთანაც კი აიგივებენ. სინამდვილეში, ამ არსებას სულაც არ მოაქვს ბოროტება – პირიქით, ის სახლს მავნე და საზიზღარი მწერებისგან ათავისუფლებს, ადამიანს კი, როგორც წესი, არ ეხება. შხამიანი და საშიში ობობა იშვიათია და ისიც შენობაში არ ბუდობს. მართალია, ობობის ქსელი სახლში არც თუ სასიამოვნოა – არღვევს სისუფთავისა და სიმყუდროვის შეგრძნებას, მაგრამ ეზოთერიკოსები ამას კარგის ნიშნად მივიჩნევთ. ამ მწერს მხოლოდ ბარაქა, კეთილდღეობა და პირადი ბედნიერება მოაქვს ყველასთვის, ვინც კი ამ ბინაში ცხოვრობს. როგორც მოგეხსენებათ, უარყოფითი ენერგია თავს სახლის კუთხეებში იყრის და ობობაც, ძირითადად, ამ ადგილებში სახლდება – აბამს ქსელს, რომელშიც მთელ ნეგატივსა და უარყოფით ვიბრაციას ახვევს: ასუფთავებს სივრცეს ცუდი ენერგეტიკისგან. ამიტომ, კარგია თუ ამ ადგილებში ზარებს ან სხვა თილისმებს ჩამოკიდებთ. თუმცა, აბლაბუდაც იგივე ფუნქციას ასრულებს – სასიკეთო ცვლილებები და ჯანმრთელობა შეაქვს სახლში. ამიტომაც მიიჩნევდნენ ჩვენი წინაპრები ობობას ოჯახური კერის მცველად. მათი მოულოდნელი გამოჩენისა და ასევე, მოულოდნელი გაუჩინარების მიხედვით კი, შეიძლება წინასწარ განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი.
– ზოგჯერ ობობა მოულოდნელად დაგეცემა ზედ და ეს უსიამოვნო შეგრძნების გარდა, რას უნდა იწვევდეს?
– მისი არ შეგეშინდეთ, რადგან მხოლოდ კარგის მანიშნებელია. ტანზე ან ტანსაცმელზე თუ დაგეცათ ობობა, იღბალი გაგიღიმებთ და გამდიდრდებით. ხოლო, თუ ტანსაცმელზე ცოცვა ისევ გააგრძელა, მალე შესანიშნავი განახლება გელით. თანაც, არ აქვს მნიშვნელობა, ზედ შეგაცოცდათ, თუ – მხოლოდ ტანსაცმელს კარადაში. ორივე შემთხვევაში, სასიხარულოა: მალე ახალ ნივთებს გაჩუქებენ ან მოულოდნელად, ფულს მიიღებთ. გახსოვდეთ, ობობა არ მოკლათ. ფრთხილად, სული შეუბერეთ და ისე მოიცილეთ. სააბაზანოში თუ ნახეთ – თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დროა. თუმცა, სააბაზანოსთან დაკავშირებით არის მეორე, არცთუ სახარბიელო ვერსიაც, რომლის მიხედვით: მოსალოდნელია ჩავარდნა საქმიან თუ პირად ასპარეზზე და ასევე – გადინება-დანაკლისი: ფულის, გარკვეული ნივთებისა თუ  საიდუმლო ინფორმაციისაც კი. ასევე, ურთიერთსაწინააღმდეგოა წინასწარმეტყველება – თუ ობობა ჯერ დაბლა დაეშვა და შემდეგ ზევით აცოცდა, სასიამოვნო შეხვედრა, კარგი ადამიანების გაცნობა და მატერიალური სარგებელი გელით; მაგრამ თუ მწერი მხოლოდ ქვევით დაეშვა, მოსალოდნელია – დანაკარგი, გასავალი ან არასასიამოვნო შეტყობინება.
– უფრო ხშირად ობობები ოთახში შემინიშნავს კედელზე მცოცავი, ან თავისივე აბლაბუდის ძაფს ამყოლი.
– ასეთ შემთხვევაში, მოემზადეთ, მალე სასიამოვნო სტუმრები გეწვევიან. ახლობლებთან ერთად თბილად ჩაუსხდებით და კარგადაც გაერთობით. თუ ობობა უცებ ხელზე დაგეცათ – სიმდიდრე გარდაუვალია! მართალია, ვინც ვერ იტანს, არ ესიამოვნება ხელზე მისი აცოცება, მაგრამ არ შეგეშინდეთ: ეს ხომ ფულია! ყველაზე უსიამოვნო კი ალბათ, ობობათმოძულეებისთვის მისი თავზე დაცემაა. მაგრამ, მათ სანუგეშებლად ვიტყვი, ეს მხოლოდ კარგის ნიშანია: მოულოდნელად, სასიამოვნო საჩუქარს მიიღებთ! ასევე, არაჩვეულებრივია, თუ ობობას უცებ თქვენს საწოლში აღმოაჩენთ – ოჯახში სიმშვიდე, ბედნიერება და ჰარმონია დაისადგურებს. ყველა უსიამოვნებას ეს პაწაწინა მწერი აიღებს საკუთარ თავზე და სახლს უბედურებას ააცილებს.
– მაგრამ ხომ არის არასასიამოვნო მინიშნებებიც?
– რა თქმა უნდა. მაგალითად, თუ მოულოდნელად ამ „დაუპატიჟებელ სტუმარს” სასადილო მაგიდაზე აღმოაჩენთ, ეს თქვენს ცხოვრებაში არაკეთილისმოსურნისა და შეიძლება ითქვას, მტრის გამოჩენასაც კი ნიშნავს. კარგს იზამთ, თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ და თქვენი გარემოცვიდან ყველას არ ენდობით. მიუხედავად ამისა, არ ღირს მისი სასადილო მაგიდაზე მოკვლა, უმჯობესია, გარეთ გადააგდოთ. მისი მოკვლით ვერ გაანეიტრალებთ ცრურწმენის შედეგს, პირიქით, რისკავთ, რომ სხვა უსიამოვნებებსაც დაიმატებთ. ასევე, ცუდია, თუ ობობას ქსელის გარეშე, გაუნძრეველ მდგომარეობაში ნახავთ. ამას შეიძლება, სახლში დროებითი სირთულეები მოჰყვეს. თუმცა, კატასტროფული არაფერი მოხდება. ნუ შეგაშინებთ მწუხარება, რადგან მას აუცილებლად მოჰყვება სიხარული. სამყარო ხომ ასეა მოწყობილი! არის შემთხვევა, როცა ობობა აბლაბუდის ძაფზე გაუნძრევლად კიდია. მაშინ უნდა ჰკითხოთ: „რა მელის, სიკეთე თუ ბოროტება?” თან, დააკვირდით, თუ ზემოთ წავიდა – იღბალი და ბედნიერება თქვენ მხარესაა; მაგრამ თუ დაბლა დაეშვა – სირთულეები გარდაუვალია. ცუდის ნიშანია, თუ შავი ობობა საწოლის ქვეშ ან მის თავზე გააბამს ქსელს. ამ საწოლზე მძინარე ადამიანი მალე ავად გახდება. მაგრამ, თუ ასეთი აბლაბუდა ობობამ ცოლ-ქმრის სარეცლის თავზე გააბა, მათი ურთიერთობები გაცივდება და მოსალოდნელია, ღალატიც კი.  
– ყველამ იცის, რომ ობობას მოკვლა ცუდია. მაინც რა გველის ასეთ შემთხვევაში?
– ზოგიერთი თქმულების, განსაკუთრებით კი ძალიან ძველი გადმოცემების თანახმად, ობობას მოკვლით ჩადენილ ცოდვებს კი გამოისყიდით, მაგრამ, სამაგიეროდ, წინ დიდი უბედურება გელით. ცოდვებთან დაკავშირებით, საკითხი სადავოა, ამიტომ, არცერთ შემთხვევაში, არ ღირს ამ არსების მოკვლა. თუ მაინცამაინც გიშლით, ან უბრალოდ, არ გინდათ, რომ სახლში იყოს – ფრთხილად აიღეთ ფურცლით, ჩასვით ქილაში, ან თავისივე აბლაბუდიანად გარეთ გაიტანეთ. ანდა, სულაც ფანჯრიდან მოისროლეთ. ნუ გეშინიათ, არ დაიმტვრევა. ჰო, კიდევ ერთი, ეს არსებები შესანიშნავი „სინოპტიკოსებიც” არიან. წვიმის მოლოდინში იმალებიან, ხოლო თუ მზიან ამინდს უნდა შეეგებონ, გამალებით მუშაობენ – ქსელს აბამენ.
მოკლედ, ხალხური გადმოცემების უმეტესობა გვირჩევს, რომ არ ღირს „ასეთი მეზობლების” სახლიდან გაყრა, რადგან მიიჩნევა, სანამ ობობები ცხოვრობენ სახლში – ბინის პატრონს სიმშვიდე, ბარაქა და ბედნიერება არ მოაკლდება. ამდენი გადმოცემა, თქმულება თუ ცრურწმენა მათ შესახებ კი, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი წინაპრები ობობას მიიჩნევდნენ ორი სამყაროს – რეალურისა და არაამქვეყნიურის დამაკავშირებელ რგოლად.
скачать dle 11.3