კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რატომ გიჭირთ კონკრეტულ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

რთულია ყველასთან საერთო ენის გამონახვა, რაც ხშირად ჩხუბისა და კამათის მიზეზი ხდება. თუ გეცოდინებათ, როგორ აარიდოთ კონკრეტულ ადამიანთან უთანხმოების მიზეზს თავი, ამას ადვილად მოაგვარებთ. საერთო ენის გამონახვაში კი, ოპონენტის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინება დაგეხმარებათ.
ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთან, სიჯიუტე მოთოკეთ. არასდროს გაეჯიბროთ პროფესიულ საქმეებში. ხშირად ჰკითხეთ რჩევა და პრეტენზიაც დელიკატურად შეაპარეთ. თუ ჯიბრში არ ჩაუდგებით, ის ყოველთვის გაითვალისწინებს თქვენს აზრს.
კურო - ნუ იქნებით მის მიმართ უყურადღებო და უპასუხისმგებლო. მის გვერდით, იყავით მოწესრიგებული და საიმედო. ნუ დაანახვებთ, რომ რაიმეს კეთება გეზარებათ. ასე, ის საკუთარ მოკავშირედ ჩაგთვლით და მეტად გენდობათ. თუ გემრიელ ლანჩზეც მიიპატიჟებთ, ჩათვალეთ, რომ მისი გული მოგებული გაქვთ.
ტყუპები - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებთან, მეტი გახსნილობა, კომუნიკაცია და ნაკლები პრეტენიზულობა მოგეთხოვებათ. მაქსიმალურად მოერიდეთ მასთან ერთად საერთო საქმის კეთებას. მაგრამ, აგრძნობინეთ, რომ მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია. ის აფასებს ამგვარ დამოკიდებულებას და ყოველთვის ეცდება, ახალი ინფორმაცია გაგიზიაროთ.
კირჩხიბი - ამ ადამიანის მეგობრობა და ნდობა რომ დაიმსახუროთ, სასურველია, პერიოდულად ყურადღებით მოუსმინოთ მის წუწუნსა და საქმეზე ლაპარაკს. თუ უსიტყვოდ მოუსმენთ და არც რჩევას მისცემთ, ის ჩათვლის, რომ მასზე გული შეგტკივათ და მისი დასაყრდენი ხართ.
ლომი - სხვების ნევრვებზე მედიდურობით და ტრაბახისადმი ქრონიკული მიდრეკილებით მოქმედებს. მაგრამ, თუ ამის გამო არ გააკრიტიკებთ და  აღიარებთ მის უპირატესობას, ჩათვალეთ, მისი გული მოიგეთ. ხშირად შეუქეთ ლაპარაკის მანერა, ჩაცმულობის სტილი ან გაწეული საქმიანობა და ის თქვენი მეგობარი გახდება.
ქალწული - გარშემო მყოფთა გაღიზიანებას ზედმეტი კრიტიკულობით იწვევს. ნუ აჰყვებით მას და ამის გამო, ნუ დაუპირისპირდებით. ესაუბრეთ ხშირად, თავის მოვლის, მოდის ტენდენციის, დიეტოლიგიისა და კვების საკითხებზე და ის თქვენი მეგობარი გახდება. თუ რჩევებსაც ჰკითხავთ ამ თემებზე, ჩათვლის, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ხართ და როგორც პიროვნებას, მეტად დაგაფასებთ.
სასწორი - იშვიათად იწვევს ვინმეს გაღიზიანებას იმ უბრალო მიზეზით, რომ ღიმილისა და დიპლომატიურობის განსახიერებაა. თუმცა ზოგჯერ, სწორედ ამ თვისებების გამო ხდება კამათის ობიექტი. თუ არ გაუსვამთ ხაზს მის ჩაცმულობას, იმიჯსა და პროფესიონალიზმს, ესაუბრებით ხშირად მის მეგობრულ ხასიათზე, ჩათვლის, რომ მისი კეთილისმსურველი და ერთგული ადამიანი  ხართ და მეტად გენდობათ.
მორიელი - არასაიმედო ადამიანების მიმართ გულგრილობა მორიელის საუკეთესო თვისებაა. ის რომ თქვენს მოკავშირედ აქციოთ, ზედმეტი ფამილარობა და მლიქვნელობა არ გამოგადგებათ. უბრალოდ, დაანახვეთ, რომ პატივს სცემთ, მაგრამ არ ემორჩილებით. მას, საკუთარი თავის რწმენის მქონე და სამართლიანი ხალხი იზიდავს.
მშვილდოსანი - გარშემო მყოფთა გაღიზიანებას, ცვალებადი ხასიათითა და უხეშობით იწვევს. არ გირჩევთ მასთან კამათს, რადგან ყველა ხერხს გამოიყენებს, დაგამციროთ და შეურაცხოფა მოგაყენოთ. მისი გულის მოგება თუ გინდათ, შეგიძლიათ, ისაუბროთ ისეთ თემებზე, როგორიცაა: სპორტი და მოგზაურობა.
თხის რქა - გადამეტებული სიმკაცრითა და პირდაპირობით ბევრს აღიზიანებს. მათ ძალზე მყარი შეხედულებები აქვთ ყველაფერზე და იშვიათად იცვლიან აზრს. ის რომ თქვენს მოკავშირედ აქციოთ, ხშირად ისაუბრეთ პროფესიულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. სთხოვეთ რჩევა. ის აუცილებლად დააფასებს თქვენს საქციელს და ნელ-ნელა, ნაკლებად ოფიციალური გახდება ურთიერთობაში.
მერწყული - ექსცენტრიკული და არაპროგნოზირებადი ხასიათით გამაღიზიანებელი ხდება სხვისთვის. თუმცა, თუ მის მიმართ მეგობრულად განეწყობით, ის აუცილებლად გადმოდგამს საპასუხო ნაბიჯს. საუკეთესო თემა მასთან დასაახლოებლად, არის – ეზოთერიკა, პარაფსიქოლოგია,  ფენშუი და ასტროლოგია.
თევზები - გულჩვილი და ბუტიაა. ამასთან ერთად, სიტყვაძუნწი. მათთან კონტაქტში შესვლას დრო და მოთმინება სჭირდება. თუ გსურთ, ის თქვენი პიროვნებით მოიხიბლოს, ხშირად დაპატიჟეთ ჭიქა ჩაიზე რომანტიკულ გარემოში და სასიამოვნო მუსიკის ფონზე. ესაუბრეთ გარეგნობაზე, იმიჯსა და სასიამოვნო თემებზე. ამის მერე, ის გულს გადაგიხსნით და მეგობრად ჩაგთვლით.
скачать dle 11.3