კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რა კურიოზული ინციდენტი მოხდა ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას „დანაშაულების“ უსასრულო სიის გვირგვინია მისი ნაციონალისტობა და ამ გვირგვინის კაშკაშა ალმასი კი, ეგრეთ წოდებული, „მეტროპოლიტენის საქმე“... პროფესორი ანატოლი რიბკინი წერს: „ლავრენტი ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე რომ მისი ორეული იჯდა, დამტკიცებული ფაქტია. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ბრალმდებელი, მაშინდელი გენერალური პროკურორი – რომან რუდენკო ბერიას მიმართ წაყენებული ბრალდებების კითხვას ექვსი საათი მოუნდა და ორჯერ შესვენება გამოცხადდა, რათა ყალბისმქმნელ რუდენკოსა და ფალსიფიკატორ მოსამართლეებს შეესვენათ. ბრალდების კითხვისას ერთი კურიოზი მოხდა. როდესაც რუდენკოს წაუკითხავს: „ბრალდებულმა ბერიამ თვითნებურად, თავისი გავლენისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტს თანხა ჩამოაჭრა, რომ თბილისში მეტროპოლიტენი აეშენებინა...“ – მანამდე „მუნჯი ბერია“ მოულოდნელად სკამიდან წამომდგარა და მოსამართლისთვის მოუწოდებია: „ნაძირალა, მართლა რა ბოროტმოქმედი ყოფილა ბერია, რომ რუსების ფულით საქართველოში მეტრო გაჰყავდა...“  სასაცილოა, ხომ? რომ ბრალდებულის სკამზე მჯდომი „ბერია“ საკუთარ თავზე მესამე პირში ლაპარაკობდა. მოგვიანებით, ამ ფალსიფიკაციის ერთ-ერთ მონაწილეს, მარშალ კონევს „ვიწრო წრეში“ არაერთხელ მოუყოლია ეს ეპიზოდი და ყოველთვის თავადაც სიცილით იგუდებოდა და მისი მსმენელებიც... როგორც ეტყობა, ხრუკინის თუ ხრუკოვის (ერთი ვერსიით ბერიას ორეული, უწიგნური მუშა გვარად ხრუკინი იყო, მეორე ვერსიით კი – ხრუკოვი) უნიჭო ტვინმა დაივიწყა, თუ ვის როლს თამაშობდა და გულწრფელად აღშფოთდა. აღშფოთებული იყო ნიკიტა ხრუშჩოვი და შეთქმულთა ბანდაც იმით, რომ „პროვინციულ თბილისში“ ძვირად ღირებული პროექტი ხორციელდებოდა. ამიტომ, როგორც კი ბერიას მოუღეს ბოლო, 1953 წლის ივლისის განკარგულებით, 1952 წელს დაწყებული თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა შეჩერდა და მას ნიკიტა ხრუშჩოვი აწერდა ხელს.
თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობა მართლაც ლავრენტი ბერიას ინიციატივა იყო. ის ჯერ კიდევ მოსკოვში გადასვლამდე ცდილობდა ამ პროექტის განხორციელებას და ძალისხმევას არ აკლებდა ამ საქმეს. ბერიას მარჯვენა ხელი, გენერალი სერგო გოგლიძე იხსენებდა: „თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის იდეა მოსვენებას არ აძლევდა ბერიას. ამ ამბავმა ისე გაიტაცა, რომ მიწისქვეშა მატარებლების მოძრაობის მარშრუტიც კი პირადად შეადგინა. ლავრენტი პავლოვიჩი წინდახედული კაცი გახლდათ. ყველაფერს პერსპექტიულ ჭრილში უყურებდა და დარწმუნებული იყო, რომ ურბანიზაცია შეუქცევადი პროცესი იყო. ამიტომ მას მშვენივრად ესმოდა მეტროპოლიტენის მნიშვნელობა და მის მშენებლობას ესწრაფვოდა. სტალინის გარეშე კი ეს საქმე არ გამოვიდოდა და მომენტს ეძებდა, რომ ბელადი დაეყოლიებინა. მანამდე კი გულდასმით შეისწავლა ყველაფერი. ღრმად გააანალიზა და ისე წარუდგა სტალინს“.
საბჭოთა ბელადი ლავრენტი ბერიამ 1940 წლის შემოდგომაზე დაიყოლია და სტალინმა თანხმობა მისცა, რომ 1941 წლის ივლისში დაწყებულიყო თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა. თუმცა, ამ პროექტს სამამულო ომმა შეუშალა ხელი. სტალინთან აუდიენციამდე კი, ბერია მომავალში ქართული მეტროპოლიტენის „მამას“, სოციალისტური შრომის გმირს, ვიქტორ გოცირიძეს შეხვდა 1937 წელს, მაშინ ის 27 წლის იყო და არა მარტო კვალიფიციური კონსულტაცია გაიარა მასთან, არამედ ამ პროექტის ხელმძღვანელობაც შესთავაზა. თავად ვიქტორ გოცირიძე ასე იხსენებდა ამ ისტორიას: „1937 წელს მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, თბილისში დავბრუნდი და საშუალო სკოლების მშენებლობისა და გაფართოების საქმეს მოვკიდე ხელი. საკმაოდ მგზნებარე დრო იყო. უზარმაზარ ქვეყანაში გრანდიოზული მშენებლობები მიმდინარეობდა. კარგი ინჟინრები ყველგან სჭირდებოდათ და ფასობდნენ კიდეც. თუმცა, შეცდომა რომ მოგსვლოდა, ესეც ძვირად დაგიჯდებოდა და ძალიან მობილიზებული ვიყავი. მართალია, სკოლებს ვაშენებდი, მაგრამ ყურადღება წამითაც არ მომიდუნებია. ზამთრის ერთ საღამოს ძალიან დაღლილი დავბრუნდი სახლში. ჩემმა მეუღლე დარიამ ჩაი დამალევინა და უკვე დასაძინებლად ვაპირებდი დაწოლას, რომ დარია ოთახში შემოვიდა და გულისხეთქებით მითხრა:
– ვიქტორ, ჩვენს ქუჩაზე შავი მანქანა გაჩერდა და მე მგონი, ჩეკისტები გადმოვიდნენ. ჩვენთან ხომ არ მოდიან?
– ჩვენთან რა უნდათ? – მხრები ავიჩეჩე და ამ დროს კარზე დააკაკუნეს. დარიამ კანკალით გააღო. მე კი სასწრაფოდ ჩავიცვი და სასტუმრო ოთახში გავედი.
როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ჩემი გვიანი სტუმარი იყო რაფაელ სარქისოვი, ბერიას პირადი მძღოლი და მისი დაცვის უფროსი. მან მითხრა:
– უნდა წამობრძანდეთ, ამხანაგი ბერია გიბარებთ.
 – ბერია? – გავოცდი მე, მაგრამ გულზე მომეშვა, რადგან ვიცოდი, რომ დასაჭერად ბერიასთან არ წამიყვანდნენ და არც არაფერი მქონდა დაშავებული.
ბერია ძალიან თავაზიანად შემხვდა და კაბინეტის შუაგულში შემეგება. შემდეგ, დაბალ მაგიდასთან ჩავსხედით სავარძლებში და პირველმა მდივანმა გამომკითხა ჩემი ოჯახისა და სამსახურის შესახებ. ბოლოს კი, მეტროპოლიტენზე ჩამოაგდო საუბარი და მოულოდნელად მკითხა:
– რა აზრის ხართ თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე?
– თუ გავითვალისწინებთ ურბანიზაციის ძალიან სწრაფ ტემპებს, ვფიქრობ, ეს ტრანსპორტი აუცილებელია თბილისისთვის და რაც უფრო მალე აშენდება, მით უკეთესი, – მივუგე ბერიას და შევატყვე, რომ ჩემი პასუხით ძალიან კმაყოფილი დარჩა.
ამის შემდეგ ბერიას ხშირი სტუმარი ვიყავი და ერთად ვმუშაობდით მეტროპოლიტენის პროექტზე. 1939 წლის მერე კი, სტალინმა თანხმობა განაცხადა მშენებლობაზე და 1941 წლის ზაფხულში უნდა დაგვეწყო, მაგრამ ომმა შეგვიშალა ხელი. ომის შემდეგ დანგრეულ ქვეყანას აღდგენა ესაჭიროებოდა და თბილისის მეტროპოლიტენისთვის არავის ცხელოდა, გარდა ბერიასი. მან 1951 წელს სტალინის მეორე თანხმობა მიიღო და 1952 წელს მშენებლობაც დავიწყეთ. წინასწარი სამუშაოები თითქმის დამთავრებული იყო. ამ დროს დააპატიმრეს ბერია და ხრუშჩოვის განკარგულებით, მშენებლობა შეაჩერეს და მხოლოდ წლების მერე განვაახლეთ მუშაობა. ახლა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა (ჩაწერილია „პერესტროიკის“ დროს) და თამამად ვიტყვი, რომ არა ლავრენტი ბერიას თავდადება და პატრიოტიზმი, თბილისს დღესაც არ ექნებოდა მეტროპოლიტენი...“
ვინ-ვინ, თუ არა ვიქტორ გოცირიძემ იცოდა, რასაც ამბობდა და მის სიტყვებში ნამდვილად ვერ შევიტანთ ეჭვს. რასაც ხრუშჩოვი ნაციონალიზმს უწოდებდა ცუდი გაგებით, ბერიასთვის ის პატრიოტიზმი და ერისკაცობა იყო.“
скачать dle 11.3